სიახლეები

გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონია

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადგანწესებული მოსამართლის გიორგი მოდებაძის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება იწყება მის მიერ ფიცის დადების დღიდან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

გიორგი მოდებაძე დაინიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტის 2025 წლის 23 ოქტომბრის ბრძანებულების N243 საფუძველზე.

ბატონ გიორგის დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2010-2016 წლებში ის მუშობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, 2016-2024 წლებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოს, სამდივნოს უფროსის და შემდგომ მენეჯერის თანამდებობებზე;

2024 წლიდან ეკავა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველ მოადგილის თანამდებობა.