სიახლეები

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ვიზიტი

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის უმასპინძლა.

ვიზიტს გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო სასამართლოს ისტორია და უფლებამოსილებები. შეხვედრაზე ისაუბრეს სასამართლო ხელისუფლების როლზე სახელმწიფოს ევროინტეგრაციის განხორციელების გზაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხორციელდება.

პაველ ჰერჩინსკიმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ და ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.