სიახლეები

ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის ვიზიტი

2023 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია ეწვია მოსამართლეებისა და აპარატის თანამშრომლების შემადგენლობით.

დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ და თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძემ. მათ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოწყობის, უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების პროცედურის შესახებ. 

 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოებს შორის თანამშრომლობის დამყარებას, გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას სასამართლო პრაქტიკისა და კანონმდებლობის საკითხებზე.