• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია
      • 15.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით

დოკუმენტის ტიპი განსხვავებული აზრი
ნომერი do3/11/1979
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - , ,
ავტორ(ებ)ი ევა გოცირიძე
თარიღი 9 ოქტომბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 20 ოქტომბერი 2026 17:08

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით

 

1. მიუხედავად ჩემი კოლეგებისადმი პატივისცემისა, მიჭირს დავეთანხმო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ქალბატონი მანანა კობახიძის, შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების თაობაზე.

2. მართალია, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძვლად განჩინებაში არაერთი საგულისხმო არგუმენტი დასახელდა, კერძოდ ის, რომ გასულია დიდი დრო იმ მოვლენებიდან, რომლებსაც შუამდგომლობის ავტორი უკავშირებს თვითგანრიდების საფუძვლებს. საზოგადოდ, კონსტიტუცია არ კრძალავს პოლიტიკოსის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად განწესებას, რაც იმას გულისხმობს, რომ წარსული პოლიტიკური საქმიანობა და გამოთქმული კრიტიკული შეხედულებები, ცალკე აღებული, ვერ იქნება საკმარისი საფუძველი კრიტიკის ობიექტთან დაკავშირებული საქმეებისაგან განრიდების გასამართლებლად, რომ საქმე შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცედურას და იმგვარ მოცემულობას, როდესაც საქმისგან ჩამოცილებული მოსამართლის ჩანაცვლება (სათადარიგო მოსამართლით) შეუძლებელია და სხვა. თუმცა, ვფიქრობ, რომ შუამდგომლობაზე დათანხმება მაინც უფრო სწორი ნაბიჯი იქნებოდა.

3. უწინარესად, ვერ დავეთანხმები სასამართლოს მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტის იმგვარ გაგებას, რაც ზემოაღნიშნული განჩინებით არის გადმოცემული. კერძოდ, მასში ისეა წარმოდგენილი, თითქოს, სასამართლოს მიკერძოებულობის ობიექტური ტესტი იმის გარკვევას მოითხოვს, გაუჩენს თუ არა შესაბამისი გარემოება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და ობიექტურ დამკვირვებელს“ „ცალსახა და დამაჯერებელ ვარაუდს“, რომ მოსამართლე ... „კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას, მოსამართლის ფიცს და მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს“ (იხ., №3/11/1979 განჩინების მე-10 პარაგრაფი).

4. საქმე ისაა, რომ „ცალსახა და დამაჯერებელი ვარაუდი“ შინაარსობრივად თუ ტერმინოლოგიურად არ ასახავს სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის კლასიკურ გაგებასა და იმ შინაარსს, რაც მასში ტრადიციულად იგულისხმება და რასაც აქამდე მიჰყვებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ობიექტური ტესტით სასამართლოს მიუკერძოებლობის გარკვევა გულისხმობს იმის დადგენას, სასამართლოს/მოსამართლის მიუკერძოებლობისადმი ეჭვებს გააჩნია თუ არა რაიმე ობიექტური საფუძველი, არსებობს თუ არა რაიმე ისეთი კონკრეტული, შემოწმებადი გარემოებები, რომლებიც გონივრულ დამკვირვებელს მოსამართლის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველს მისცემდა. აუცილებელი არ არის, რომ შესაბამისი გარემოება მოსამართლის მიკერძოებულობის თაობაზე ცალსახა დასკვნის გამოტანის საფუძველს ქმნიდეს. დაინტერესებული პირის, კერძოდ საქმის მხარის აღქმა, ჩვეულებრივ, გასათვალისწინებელია, თუმცა მისი სუბიექტური ეჭვი გადამწყვეტი არ არის, გადამწყვეტი ის არის, არის თუ არა ეს ეჭვი ობიექტურად გამართლებული, ემყარება თუ არა ის შესაბამის საფუძველს, არსებობს თუ არა გონივრული და რაციონალური კავშირი მათ შორის.

5. თუ სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის სწორედ ამგვარი გაგებიდან ამოვალთ, ცხადი ხდება, რომ ქალბატონი მანანა კობახიძის შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები, ერთობლიობაში, მართლაც ქმნის მისი მიუკერძოებლობისადმი ეჭვის ასეთ „ობიექტურ საფუძველს“. მხედველობაში მაქვს არა იმდენად ის, რომ იგი გახლდათ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შემდგომში მისი თავმჯდომარე, რომ იგი, როგორც პარლამენტის წევრი და მისი ვიცე-სპიკერი, სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას სხვადასხვა ტრიბუნიდან საჯაროდ და აქტიურად აკრიტიკებდა პოლიტიკურ პარტიას - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“, რომლის აკრძალვაც არის მოთხოვნილი №1979 კონსტიტუციური სარჩელით. გაცილებით საგულისხმოდ მეჩვენება ის გარემოება, რომ, როგორც თავად აღნიშნავს, მოსამართლის ფიცის დადებამდე სხვადასხვა ტრიბუნიდან ღიად და საჯაროდ იგი ამ პარტიას მოუწოდებდა დაშლისკენ, მის წევრებს კი - პოლიტიკური ველიდან საერთოდ წასვლისკენ. ზემოაღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ მანანა კობახიძეს წარსულში მართლაც გააჩნდა მკვეთრი აზრი საკითხზე, რომელიც სარჩელის მთავარ განსახილველ საგანს წარმოადგენს - უნდა დარჩეს თუ არა პოლიტიკურ ველზე ხსენებული პოლიტიკური პარტია. საკუთრივ ეს გარემოება კი, მხარეების, ფართო საზოგადოებისა და თუნდაც ძალზე ობიექტური დამკვირვებლის თვალში, საკმარის ობიექტურ საფუძვლად შეიძლება იქნეს მიჩნეული იმ ეჭვების გასაჩენად, რომ მისი პოზიციები, დროის გასვლის მიუხედავად, შესაძლოა, შეცვლილი არ არის, რის გამოც, კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას, ვერ შეძლებს მიუკერძოებელი მსაჯულის როლის შესრულებას.

6. პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით კონსტიტუციური სარჩელის განხილვას დიდი ყურადღებით დააკვირდება საქართველოს საზოგადოება და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო მომავალში მიიღებს, არა მარტო იყოს სწორი, სამართლიანი და კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისი, არამედ სწორედ ასეთად აღიქმებოდეს ყველას მხრიდან, აღიქმებოდეს როგორც დამოუკიდებელი, პირუთვნელი სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლიანი ვერდიქტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი:

ევა გოცირიძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ