საერთაშორისო ურთიერთობები
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ეწვია და გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებთან და აპარატის თანამშრომლებთან.
გაგრძელებაპროფესორ არკადიუშ ვუდარსკის ვიზიტი
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი არკადიუშ ვუდარსკი ეწვია და სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს გააცნო შედარებითსამართლებრივი კვლევის შედეგები თემაზე: ,,სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკა და სახელმწიფოს არასაკმარისი ჩარევა საოჯახო...
გაგრძელებასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი რუმინეთში
2023 წლის 27-28 მარტს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, ქ. ბუქარესტრში, მონაწილეობა მიიღო რუმინეთის 1923 წლის კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
გაგრძელებასომხეთის რესპუბლიკის ელჩის ვიზიტი
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა სომხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა.
გაგრძელებასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი სტრასბურგში
2023 წლის 27 იანვარს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, ქ. სტრასბურგში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამუშაო წლის გახსნის ცერემონიაში.
გაგრძელებასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური სამართლის მე-11 მსოფლიო კონგრესში
2022 წლის 5-9 დეკემბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს სამდივნოს უფროს გიორგი ლომთაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური სამართლის მე-11 მსოფლიო კონგრესში. ღონისძიება „კონსტიტუციური სამართლის საერთაშორისო ასოციაციისა (IACL)” და იოჰან...
გაგრძელებააზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრის ვიზიტი
დღეს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ფიქრათ მამადოვი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სტუმრობდა.
გაგრძელებავიზიტი ლიეტუვას რესპუბლიკაში
25 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე და სასამართლოს სამდივნოს მთავარი მრჩეველი ეკატერინე მჟავანაძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდნენ, სადაც ლიეტუვას რესპუბლიკის საკონსტიტუციო&...
გაგრძელებასაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მიღებას დაესწრო
24 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მიღებასა და კონცერტს დაესწრო, რომელიც რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა.
გაგრძელებასაკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის (WCCJ) მე-5 კონგრესში
4 - 6 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ, სასამართლოს მდივანმა, მოსამართლე გიორგი თევდორაშვილმა და სასამართლოს სამდივნოს უფროსმა გიორგი ლომთაძემ ონლაინ რეჟიმში მონაწილეობა მიიღეს კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის (WCCJ) მე-5 კონგრესში.
გაგრძელებასაკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა გერმანიის გაერთიანების სახელმწიფო დღესასწაულის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
3 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, პეტერ ფიშერის მიწვევით, გერმანიის გაერთიანების სახელმწიფო დღესასწაულის დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
გაგრძელებაევროპარლამენტარების ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპარლამენტის წევრები: საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი სვენ მიქსერი, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭო...
გაგრძელება