მოქმედი მოსამართლეები

თეიმურაზ ტუღუში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი

დაიბადა 1976 წლის 15 სექტემბერს ქ. ლანჩხუთში.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1998 წ), სპეციალობით სამართალმცოდნეობა

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს  პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და 2006 წელს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

1999-2003 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის გურიის სამსახურის უფროსი.

2003-2004 წლებში მუშაობდა ოზურგეთის საოლქო საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსად.

2004-2005 წლებში იყო ფოთის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის განყოფილების უფროსის მოადგილე.

2005-2006 წლებში იყო თბილისის საგადასახადო ინსპექციის იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს უფროსი.

2006 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის კონსულტანტად.

2006-2010 წლებში მუშაობდა სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად.

2010-2014 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

2014-2016 წლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი.

2016 წლის 20 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის №20/პლ დადგენილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 2 ოქტომბერს, ფიცის დადების დღიდან,  შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2016 წლის 2 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ.

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი