• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 8.09.2017
      • N1/16/1238
      • განჩინება
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1238
ავტორ(ებ)ი იმედა ხახუტაიშვილი
თარიღი 16 ივნისი 2017

თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი

 

 

განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, მოსარჩელეს წარმოადგენს ფიზიკური პირი - იმედა ხახუტაიშვილი, რომლის უფლებებიც უშუალოდ დაირღვა სადაო, არაკონსტიტუციური ნორმების მოქმედების შედეგად.

კანონის სადაო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, ვინაიდან საკითხები ეხება აღნიშნული ნორმების წინააღმდეგობას საქართველოს კონსტიტუციით დაცულ სამართლებრივ სახელმწიფოში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე ძირითად უფლებებთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია სადაო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხთან დაკავშირებით. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, ხელმოწერილია მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ და სრულად შეესაბამება ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 16-ე მუხლის 1 და 2 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

სარჩელის აღძვრისას არ დარღვეულა მისი შეტანის კანონით დადგენილი ვადა.

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 18-ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი.

მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მუხლი 3-ე.

საქრთველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ  მუხლი 3-ე  აცხადებს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული 

საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა:

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) საექიმო საქმიანობის უფლება;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო)

დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება;

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1 პუნქტი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და აცხადებს, რომ ყოველ ადამინს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლო მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ”სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს უკავშირდება და მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის არსს” (2006წ. 15 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/3/393.397 საქმეზე ”საქართველოს მოქალაქეები: ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.11.1)

მოთხოვნის არსი და დასაბუთება. 42-ე მუხლის 5-ე პუნქტი კრძალავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ქმედებებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლება.

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ: საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1 ნაწილი , 32-ე მუხლი და 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. არაკონსტიტუციურად ცნოთ საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც გათვალისწინებულია უფლებების ჩამორთმევა, კონკრეტულად კი მითითებული კანონის მუხ. 3-ე. აღნიშნული ნორმა ძირფესვიანად ეწინააღმდეგება საქართველო კონსტიტუციის 46-ე მუხლის 1 ნაწილს, სადაც მითითებულია რომ მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება შზღუდოს კონსტიტუციის 18-ე, 20-ე, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. სადაც იმპერატიულად არის განსაზღვრული რომ ასეთი შეზღუდვის დაწესების არსებობისას პრეზიდენტი ვალდებულია არაუგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.

 

სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

 

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ