როლანდ კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1854 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, |
ავტორ(ებ)ი | როლანდ კუკავა |
თარიღი | 12 მარტი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილი: “ ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − 50 ლარის ოდენობით.” | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1252 მუხლის 1-ელი ნაწილი: “ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების ადგილზე სატრანსპორტო საშუალების სატრანსპორტო საშუალების პარკირებისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.” |
საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი: ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი „საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 31-ე და 311 მუხლები.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი:
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● მოსარჩელე არის ავტომანქანის მფლობელი, ტექნიკური პასპორტი და ადმინისტრაციული ჯარიმის ოქმი თან ერთვის;
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;
● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაწესებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით ქალაქ თბილისში, ხოლო სხვა ადგილებში 10 ლარით ოდენობით. შესაბამისად მოსარჩელე როლანდ კუკავა რადგან ცხოვრობს თბილისში, უნდა გადაიხადოს 40 ლარი მეტი თანხა ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის თბილისის გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებთან შედარებით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მე-2 პრიმა მუხლის აღნიშნული ნაწილი ვრცელდება ქალაქ თბილისზე და ჯარიმა დაწესებულია 50 ლარის ოდენობით, მაგრამ ერთი და იმავე შინაარსის სამართალდარღვევა გათვალისწიმებულია ამავე კოდექსის 125 მე-3 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილში, რომელიც განსაზღრულია ქალაქ ბათუმის ტერიტორიისთვის და ჯარიმა დაწესებულია 10 ლარის ოდენობით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს უსაფუძვლო დიფერენცირება, ვინაიდან ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, უთანასწორო მდგომარეობაში არიან მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
აღნიშნულ ნორმები აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით უზრუნველყოფილ თანასწორობის ძირითად უფლებას, რადგან ადმ. სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული მუხლების მოქმედება არათანასწორ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებს, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში და იხდიან უფრო მეტ ჯარიმას, რა დროსაც სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები უფრო ნაკლებს იხდიან ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა