დავით ლალიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1878 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ევა გოცირიძე, |
ავტორ(ებ)ი | დავით ლალიაშვილი |
თარიღი | 17 ივლისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116 -ე მუხლის (. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა, ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები) მე-7 ნაწილი. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადნინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას. | კონსტიტუციის 31 მუხლის მე -9 პუნქტი „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“ (საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება). საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლს მეორე პუნქტი დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი:
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საქართველოს კონსტიტუციის მუხლი 60. პუნქტი 4:
4. საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“.
მუხლი 19. პუნქტი 1. ქვეპუნქტი ე):
1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:
ა) საქართველოს კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული დადგენილებების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის, აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების მიღების/გამოცემის, ხელმოწერის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების შესაბამისობის საკითხები;
ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 31.
საქართველოს ორგანული კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 311 .
საქართველოს ორგანული კანონი ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მუხლი 39. პუნქტი 1. ქვეპუნქტი ა):
1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს.
სარჩელი:
· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით,
· შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ,
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ,
· დავის საგანს წარმოადგენს ნორმატიული აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მოსარჩელეთა ინტერესის გათვალისწინებით შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
· კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის,
· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს და მე-9 მუხლის მეორე პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
· მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი რადგან მას უშუალოდ შეეხო სადავო ნორმის მოქმედება, და ამით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები
2025 წლის 4 იანვარს ვბრუნდებოდი სოფელ ხაშმიდან თბილისში, გზად, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 24-ე კილომეტრზე, დაახლოებით დღის 15 საათზე დავარღვიე საგზაო მოძრაობის წესები, ვმართავდი რა ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში, გზის ჯებირთან შეხების შედეგად ჩემი ავტომანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც მივიღე ჯანმრთლეობის დაზიანება და დაზიანდა ჩემი კუთვნილი ავტომანქანაც. სხვა პირები, სხვა საგნები, სხვისი ავტომანქანა, ასევე გზის ჯებირისათვის, ტვირთის გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობების სხვა ქონების ან სხვა ადამიანის ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ჩემს ნასვამ მდგომარეობაში მართვისას ავტოსაგზაო შემთხვევას არ მოჰყოლია. დავზიანდი მხოლოდ მე როგორც ფიზიკურად ასევე მატერიალურად, კერძოდ მივიღე ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჩემი ავტომანქანაც დაზიანდა.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილებითაც. ( იხ პროკურატურის 20. 01. 25 წლის დადგენილება). ავტოსაგზაო შემთხვევაზე იმავე დღეს, 4 იანვარს, დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2025 წლის 20 იანვარს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არ არსებობის გამო, ვინაიდან გაუფრთხილებლობით, ისევე როგორც განზრახ თვითდაზიანება, ასევე საკუთარი ქონების (ავტომანქანის) დაზიანება არ არის დასჯადი სისხლის სამართლის წესით. საქმის მასალებით და სისხლის სამართლის შეწყვეტისდადგენილებით დადგენილია, საფრთხე მხოლოდ აბსტრაქტული შევქმენი, კონკრეტული საფრთხე არ შემიქმნიადა დავაზიანე მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ავტომანქანა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს ერთიანი მომსახურეობის ცენტრის (სამმართველოს) უფროსმა მ. ჭიკაიძემ გამოიტანა დადგენილება სდ140741 ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე, რომლის თანახმადაც ჩემი ქმედება დაკვალიფიცირდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომელიც გავასაჩივრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოში, რომლის დადგენილებითაც (MIA 3,2500518160) არ დაკმაყოფილდა ჩემი ადმინისტრაციული საჩივარი, აღნიშნული დადგენილება გავასაჩივრე გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში, სადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით. ზემოდ მითითებული დადგენილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ჩემი ზემო აღნიშნული მოქმედებით განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ჩემი კუთვნილი ავტომანქანის მართვისას, წინდახედულობის ნორმის დარღვევის შედეგად, ჩემი ავტომანქანის და ჩემი ჯანმრთელობის დაზიანებით განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილის კვალიფიციური შემადგენლობა. მოცემული დადგენილებით კვალიფიციური შემადგენლობა მოგვცა საკუთარი ავტომანქანის და ჯანმრთელობის დაზიანებამ, რისთვისაც სანქცია გამეზარდა, ისე რომ კონკრეტულად ამ ნორმის ქმედების ობიექტური მხარის შემადგენლობაში, კონკრეტულად არ არის გამოკვეთილი ისეთი მნიშვნელოვანი ქმედების ობიექტურის მხარის ნიშანი, როგორცია სხვისი ან საკუთარი ჯანმრთელობის ან ავტომანქანის დაზიანება, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა რომ სანქცია იზრდება საკუთარი ჯანმრთელობის და საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის. ამგვარად პრეცედენტული სამართლით დასჯადობა დაწესებულია საკუთარი ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანებისათვისაც. ნორმაში ეს მხოლოდ შეიძლება ივარაუდებოდეს. ნორმის შემადგენლობიდან არ იკვეთება, რომ სანქცია რომელიც ამ ნორმაში განსაზღვრა კანონმდებელმა მოიცავს როგორც სხვისი ასევე საკუთარი ჯანმრთელობისა და საკუთარი ქონების დაზიანებისათვის დასჯადობას.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოების 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით დამკვიდრებული პრაქტიკა, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართვისათვის მძღოლისათვის სასჯელის გაზრდა იმ ფაქტობრივი (ობიექტური) გარემოებების გამო, რომ მან დააზიანა მხოლოდ საკუთარი თავი და საკუთარი ავტომანქანა, რაც კანონით გათვალისწინებულ ქმედების შემადგენლობაში, კერძოდ 116-ე მუხლის მე-7 ნაწილში, კონკრეტულად არ არის აღწერილი, და მხოლოდ უნდა ვივარაუდოთ, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე- 9 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა.“
116-ე მუხლის მე-7 ნაწილი ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია და რასაც შედეგად მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, თუმცა მუხლის შემადგენლობაში არსად არის მითითებული, რომ მძღოლი უნდა დაისაჯოს საკუთარი ჯანმრთელობის ან საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის.
ეს ნიშნავს, რომ კანონმდებელმა მართალია დაადგინა პასუხისმგებლობა
ჯანმრთელობისა და ავტომანქანის დაზიანებისათვის, თუმცა არ განსაზვრა შემადგენლობის
კოპონენტად თუ ვის ჯანმრთელობას ან ავტომაქნას ეხება ეს დაზიანება, უშუალოდ მძღოლისას,
რომელმაც დაარღვია წინდახედულობის ნორმა, თუ სხვა პირის, ამით სამართალ შემფარდებელს
დაუტოვა სივრცე თვითონ განსაზღვროს და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე თვითონ შექმნას ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედების შემადგენლობა, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე -9 პუნქტი, რამთუ ამ მუხლის შესაბამისად „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“.[1] ამასთან აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს[2] აქედან აგმომდინარე
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116 -ე მუხლის მე -7 ნაწილის ნორმატიული
შინაარსი, რომ მძღოლის ქმედება დასჯადია არა მხოლოდ სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების ან ავტომაქანის დაზიანებისათვის არამედ , ასევე თვით დაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის
დაზიანებისათვის არაკონსტიტუციურია, ვინაიდან აღნიშნული არ არის დაგდენილი ნორმით.
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად,
გარკვეული ქმედების ამკრძალავი და მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის მაღალ სტანდარტს და საკმარისი სიცხადით იყოს ფორმულირებული. „პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა, არსებობდეს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც, პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა[3] სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ითვალისწინებს ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, კერძოდ: ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობით; და აღნიშნული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ
რეგულირების ადრესატს შეეძლოს, გაითვალისწინოს თავისი ქმედების სამართლებრივი შედეგები[4]“
სასამართლოს მითითებითვე, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში
გამოყენებული სიტყვა „სამართალდარღვევა“ გულისხმობს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს სანქცია
(სისხლისსამართლებრივი იქნება ეს, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი).[5]
აქედან გამომდინარე სახეზეა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, კერძოდ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის კვალიფიციურ შემადგენლობას გვაძლევს ადამიანის და ავტომანქანის დაზიანება, თუმცა ნორმა ცალსახად არ ადგენს ვისი აჯნმღტელობის დაზიანება ან ვისი კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება იძლევა კვალიფიციურ სემადგენლობას, რითაც სამართლასემფარდებელს ნორმა უტოვებს სივრცეს დაადგინოს თვითონ შექმნას ქმედების შემადგენლობის ახალი ნისნები, როგორიცაა საკუთარი თავის და საკუთარი ავტომანქანის დაზიანება, რაც არ არის კონკრეტულად, ნორმაში დადგენილი და არ წარმოადგენს მისი შეამდგენლობის კომპონენტს. . აქედან გამომდინარე ნორმა არ არის განჭვრეტადი და არც განსაზღვრული, ვინაიდან, ნორმაში არ არის გამოკვეთილი მძღოლი, რომელმაც დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, შექმნა აბსტრაქტული საფრთხე, წინდახედულობის ნორმის დარღვევით ობიექტურად დააზიანა მხოლოდ საკუთარი თავი, კერძოდ მიიღო ჯანრთლობის მსუბუქი დაზიანება, ასევე დაზიანდა მისი კუთვნილი ავტომანქანა, უნდა აგოს თუ არა ადმინისტრაციული წესით გაუფრთხილებლობით საკუთარი ჯანმრთელობისა და ავტომანქანის დაზიანებისათვის პასუხი, როდესაც მას ამ ქმედებით სხვა არ დაუზიანებია და არც სხვისი ქონებისთვის მიუყენებია რაიმე
ზიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნორმა მხოლოდ ზოგადად საუბრობს ზიანის მიყენებაზე და არ აკონკრეტებს თუ პასუხისმგებლობა უშუალოდ ვისი ჯანმრთელობისა და ავტომანქანის
დაზიანებისათვის დგება, უშუალოდ თვით ქმედების ჩამდენის თუ სხვისი.
ამგვარად ადმინისტრაციული სამართალწარმოების 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა (პრეცედენტული სამართალი, ამ ნორმის მსგავსი განმარტება და გამოყენება, კერძოდ მძღოლის პასუხისმგებლობის გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევისას საკუთარი ავტომანქანისა და თვითდაზიანებისათვის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე- 9 პუნქტს, რომლის შესაბამისადაც
„არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ
ითვლებოდა,“
ასევე 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე- 9 მუხლის მე 2 პუნქტს, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების დაუშვებლობას. „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“ (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკრეტული
უმართლობისათვის განსაზღვრული სანქციის მოცულობა კონსტიტუციური კონტროლის საგანი
შეიძლება გახდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად
არაგონივრული და არაპროპორციულია.
საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილია შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა,
რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს და
დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია, რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება
თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს[6]
ფაქტობრივად ადმინისტრაციულ სამართალწარმოების კოდექსის 116-ე მუხლის მე -7 ნაწილით
პრეცედენტულ სამართალში სამართალშემფარდებელი, მძღოლს, რომელმაც წინდახედულობის ნორმა გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ) დაარღვია, სანქციას ზრდის, კერძოდ
მკაცრ ადმინისტრაციულ სახდელს უწესებს თვითდაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის
დაზიანებისათვის. 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით მძღოლს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართვისათვის პასუხისმგებლობა ანუ სანქცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებიდან (116 -ემუხლის მე- 2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია) ეზრდება და უმძიმდება თვითდაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის, კერძოდ იგი ჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებით, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დღეს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მძღოლისა და მისი დ ოჯახის წევრებისათვის საბედისწერო შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან მოსარჩელის საარსებო წყაროს მის პროფესიულ საქმიანობას და შემოსავლის ერთადერთ წყაროს მძღოლის პროფესია წარმოადგენს და მისი და მისი ოჯახის წევრების საარსებო წყაროა, და სწორედ მძღოლის პროფესიასთანაა დაკავშირებული. ასეთი დასჯა გაუფრთხილებლობით თვითდაზიანებისათვის არაგონივრული და არაპროპორციულია, ამვდროულად არაადეკვატურია და არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს და დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია, რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს, რადგან პირი რეალურად ისჯება საკუთარი ავტომანქანისა და საკუთარი თავისთვის დაზიანების გაუფრთხილებლობით მიყენებისათვის, მაშინ როდესაც არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის კანონმდებლობა გაუფრთხილებლობით თვითდაზიანებისა და საკუთარი ქონების დაზიანებისათვის პასუხისმგებლობას არ იცნობს, არა თუ გაუფრთხილებლობით, არამედ განზრახაც, მხოლოდ ერთი შემთხვევა ისჯება თვითდაზიანებისათვის, კერძოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურისათვის განზრახ თავის არიდების გამო, სხვა შემთხვევაში განზრახ ჯანმრთელობის ნებისმიერი სახის დაზიანებისათვის, თვით თვითმკვლელობის მცდელობისათვის და უფრო მეტიც თვითმკვლელობაში დახმარებისათვის დასჯადობა არ არსებობს, ვინაიდან თვითმკვლელობა არ ისჯება. საკონსტიტუციო სასამართლო
თვით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელის დასჯას განზრახ თვითდაზინების გამო,
წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში არ მიიჩნევს მართებულად, იგი
აღნიშნულ საქმეში უთითებს, რომ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო
პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ
სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ
პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების
ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის
ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც
გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას.[7]
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ნათელია რომ მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, მუხლით დაცულ პირს, ასევე ნათელია რომ ჩარევა შესაძლოა იყოს კონსტიტუციის დაცულ მის ძირითად უფლებებში. კონკრეტულად კი კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტსა და მე-9 მუხლის მეორე პუნქტში.
შესაბამისად, არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული არც ერთი ნორმა, რომელიც იქნება სარჩელის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი.
[1] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1292 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6.
[6] კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის სტანდარტები, 2021, გვ 68.. ევროკავშირი საქართველოსთვის ევრო საბჭო; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34.
[7] წიქარიშილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/1/592, 2015 წლის 13 თებერვალი
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მივიჩნევ, რომ კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებული ჩემი უფლება„არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ
ითვლებოდა,“ ირღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე -7
ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსით, რასაც სამართალშემფარდებლი პრეცედენტულ სამართალში
ადგენს, კერძოდ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი
მძღოლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაზრდა მხოლოდ საკუთარი ავტომანქანისა და
საკუთარი ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების გამო, რაც მძღოლის გაუფრთხილებლობით
განხორციელებულ წინდახედულობის ნორმის დარღვევას მოჰყვა შედეგად, მაშინ როდესაც
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116- ემუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულია
ზოგადად პასუხისმგებლობის გაზრდა „სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა
ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისათვის.“
სამართალდარღვევის ტექსტის ქმედბის ობიექტურ შემადგენლობაში, არ არის კონკრეტულად
მითითება საკუთარი ავტომანქანისა და საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებაზე. ზემოდ
მითითებული სადაო ნორმა არაფერს ამბობს საკუთარი ავტომანქანის ან საკუთარი ჯანმრთელობის
დაზიანებაზე პასუხისმგებლობის შესახებ. მხოლოდ სამართალშემფარდებლის განმარტებაა, რომ
მძღოლის მიერ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მოძრაობის უსაფრთხოების წესების
დარღვევისას , რასაც საკუთარი ავტომანქანის და ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, მძღოლი
ადმინისტრაციული სამართალწარომების წესით ისჯება კვალიფიციური შემადგენლობით 116-ე
მუხლის მე- 7 ნაწილით.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი საუბრობს
პასუხისმგებლობაზე, თუ პირი 116-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული
რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად, სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის,
გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქად დააზიანებს
უფრო კაცრად ისჯება, ვიდრე მისი მარტივი შემადგენლობა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით
გათვალისწინებული ქმედების შეამადგენლობა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ადმინისტრაციული სახდელი მკაცრდება და კვალიფიციურ შემადგენლობას, მძღოლის მიერ
ალკოჰოლურ მდგომარეობაში მართვისას, ქმნის სხვა გარემოებებთან ერთად:
1. ადამიანის დაზიანება
2. სატრანსპორტო საშუალების დაზიანება
116-ე მუხლის მე-7 ნაწილი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „ამ მუხლის პირველი და
მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენასთან ერთად სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის,
სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.“
ამ ფორმულირებაში კანონმდებელი ხაზს უსვავს ტერმინს „სხვას“. შემდეგ კონტექსტში: „ან სხვა
ნაგებობის, სხვა ქონების მსუბუქი დაზიანება“. ხოლო წინადადებას „სატრანსპორტო საშუალების,
ტვირთის, გზის, საგზაო......ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისათვის,“--- წინ არ აქვს
სიტყვა სხვა მითითებული.
კანონმდებლი დუმს და არაფერს ამბობს პასუხისმგებლობა მკაცრდება
თუ არა საკუთარი ავტომანქანის ან საკუთრი ჯანმრთელობის დაზიანებისათვის,
ნორმა ასეთი შინაარსის ამსახველ ტერმინს არ მოიცავს.
ამგვარად მოქმედი კანონმდებლობით ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის
პასუხისმგებლობა (არსებული ნორმით) იზრდება სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის,
საგზაო ან სხვა ნაგებობების, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისათვის,
კერძოდ მძღოლი ჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება სამი წლით შეუჩერდება. თუმცა აღნიშნულ ნორმაში არ არის კანონმდებლის მიერ
დაკონკრეტებული ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, მის მიერ
გაუფრთხილებლობით, კერძოდ თვითიმედოვნებით ჩადენილი ქმედებით გამოწვეული რა
კონკრეტული უღირსი შედეგისათვის ისჯება? კონკრეტულად მისი ქმედების რა შედეგისათვის ისჯება? რისთვის ისჯება იგი? ისჯება თვითდაზიანებისათვის? საკუთარი ჯანმრთელობის, საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის?
თუ სხვისი ჯანმრთელობისა და სხვისი ავტომანქანის დაზიანებისათვის?
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე -7 ნაწილში,
რომელიც პასუხისმგებლობის კვალიფიციურ შემადგენლობას ქმნის, არ იკითხება და კანონმდებლის
მიერ ქმედების შემადგენლობის კომპონენტად არ არის გამოკვეთილი (რაც ნორმას განუჭვრეტელს
ხდის), რისთვის, რა შედეგისათვის იზრდება სასჯელი ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიმართ კვალიფიციურ
შემადგენლობში? რომელი კონკრეტული შედეგისათვის მკაცრდება მისთვის სანქცია?
ვისთვის მიყენებული ზიანისათვის? თვითდაზიანებისათვის (საკუთარი ჯანმრთელობისა და
საკუთარი ავტომანქანის გაუფრთხილებლობით დაზიანებისათვის თუ სხვისი ჯანმრთელობისა და
სხვისი ავტომანქანისა და ქონების დაზიანებისათვის. მხედველობაშია მისაღები თუ პრეცედენტული
სამართალი მძროლს სჯის მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის ან ავტომანქანის დაზიანებისათვის,
იგივე სანქციით ისჯება მძღოლი, რომელმაც, არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობა და ავტომანქანა
დააზიანა არამედ ასევე სხვისი ავტომნქანაც და ჯანმრთელობაც.
შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 ნაწილი
არ განსაზღვრავს, რომ საკუთარი ავტომანქანის ან საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებისათვის
უნდა გაეზარდოს მძღოლს პასუხისმგებლობა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ავტომანქანის
მართვისას. ნომაში მკაფიოდ არ არის გამოკვეთილი რა იწვევს პასუხისმგებლობის გაზრდას
უშუალოდ წინდახედულობის ნორმის დამრღვევის მძღოლის სმართლებრივი სიკეთის -
ჯანმრთელობის და ავტომანქანის დაზიანება , თუ
სხვა პირის ჯანმრთელობის და სხვისი ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანი .
ამგვარად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის მე -7 ნაწილი არ
ადგენს ქმედების ობიექტური შემადგენლობის ყველა კომპონენტს, კერძოდ კი საკუთარი ავტომანქანის ან საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანებას, რისთვისაც კონკრეტულ საქმეში პირს გაეზარდა პრეცედენტული
სამართლით პასუხისმგებლობა.
ამით რეალურად პრეცედენულ სამართალით, სამოსამართლეო სამართლით განისაზღვრა ქმედების
შემადგენლობის ნიშნად საკუთარი ჯანმრთელობისა და საკუთარი ავტომანქანის დაზიანება,
კერძოდ ასეთ შემთხვევებში, როდესაც მძღოლის მიერ წინდახედულობის ნორმის
დარღვევისას უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებას თვითონ მძღოლი იღებს ან მხოლოდ მძღოლის
მანქანა ზიანდება და სხვა რაიმე ზიანი არ დამდგარა სხვა პირთა ან სხვათა ქონების მიმართ,
პრეცედენტული სამართალი ამ შემთხვევაში ადგენს, რომ თვითდაზიანება,
და საკუთარი ავტომანქანის დაზიანება გვაძლევს კვალიფიციურ შემადგენლობას, რითაც გაიზარდა
ჩემი პასუხისმგებლობა და გნმესაზღვრა იმაზე მკაცრი სანქცია, რაც მე უნდა შემფარდებოდა ჩემი
ქმედების ჩადენისათვის , რაც ეწინააღმდეგება, საქართველოს კონსტიტუციის 31 -ე მუხლი მე-9 პუნქტს.
რომლის შესაბამისადაც არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს
სამართალდარღვევად არ ითვლებოდა, “
116-ე მუხლის მე-7 ნაწილი ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალების
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის
შემცველობა 0,7 პრომილეზე მეტია და რასაც შედეგად მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების ან ადამიანის ჯანმრთელობის
მსუბუქი დაზიანება, თუმცა მუხლის შემადგენლობაში არსად არის მითითებული, რომ მძღოლი უნდა
დაისაჯოს საკუთარი ჯანმრთელობის ან საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის.
ეს ნიშნავს, რომ კანონმდებელმა მართალია დაადგინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
ჯანმრთელობისა და ავტომანქანის დაზიანებისათვის, თუმცა არ განსაზვრა შემადგენლობის
კოპონენტად თუ ვის ჯანმრთელობას ან ავტომაქნას ეხება ეს დაზიანება, უშუალოდ მძღოლისას,
რომელმაც დაარღვია წინდახედულობის ნორმა, თუ სხვა პირის, ამით სამართალ შემფარდებელს
დაუტოვა სივრცე თვითონ განსაზღვროს და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე თვითონ შექმნას
ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედების შემადგენლობა, რითაც ირღვევა საქართველოს
კონსტიტუციის 31 მუხლის მე -9 პუნქტი, რამთუ ამ მუხლის შესაბამისად „ქმედების დასჯადად
გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას
წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს,
რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლო პრაქტიკის საფუძველზე,
თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“.[1] ამასთან აუცილებელია, რომ
კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი,
სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს[2] აქედან აგმომდინარე
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116 -ე მუხლის მე -7 ნაწილის ნორმატიული
შინაარსი, რომ მძღოლის ქმედება დასჯადია არა მხოლოდ სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების ან
ავტომაქანის დაზიანებისათვის არამედ , ასევე თვით დაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის
დაზიანებისათვის არაკონსტიტუციურია, ვინაიდან აღნიშნული არ არის დადგენილი ნორმით.
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად,
გარკვეული ქმედების ამკრძალავი და მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები უნდა
აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის მაღალ სტანდარტს და საკმარისი სიცხადით იყოს ფორმულირებული.
„პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა, არსებობდეს კონკრეტული,
მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც, პირს შესაძლოა დაეკისროს
პასუხისმგებლობა[3] სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი
ითვალისწინებს ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, კერძოდ: ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება
ნათლად და მკაფიოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობით; და
აღნიშნული კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ
რეგულირების ადრესატს შეეძლოს, გაითვალისწინოს თავისი ქმედების სამართლებრივი შედეგები[4]“
სასამართლოს მითითებითვე, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში
გამოყენებული სიტყვა „სამართალდარღვევა“ გულისხმობს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას,
რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს სანქცია
(სისხლისსამართლებრივი იქნება ეს, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი).[5]
ამგვარად საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში
გამოყენებული სიტყვა „სამართალდარღვევა“ გულისხმობს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო
ქმედებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს სანქცია
(სისხლისსამართლებრივი იქნება ეს, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი).[6]
აქედან გამომდინარე სახეზეა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, კერძოდ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე--7 ნაწილი. ნორმა არ არის
განჭვრეტადი და არც განსაზღვრული, ვინაიდან, ნორმაში არ არის გამოკვეთილი მძღოლი,
რომელმაც დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, შექმნა აბსტრაქტული საფრთხე,
წინდახედულობის ნორმის დარღვევით ობიექტურად დააზიანა მხოლოდ
საკუთარი თავი, კერძოდ მიიღო ჯანრთლობის მსუბუქი დაზიანება, ასევე დაზიანდა მისი
კუთვნილი ავტომანქანა, უნდა აგოს თუ არა ადმინისტრაციული წესით გაუფრთხილებლობით
საკუთარი ჯანმრთელობისა და ავტომანქანის დაზიანებისათვის პასუხი, როდესაც მას ამ ქმედებით
სხვა არ დაუზიანებია და არც სხვისი ქონებისთვის მიუყენებია რაიმე
ზიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნორმა მხოლოდ ზოგადად საუბრობს ზიანის მიყენებაზე და
არ აკონკრეტებს თუ პასუხისმგებლობა უშუალოდ ვისი ჯანმრთელობისა და ავტომანქანის
დაზიანებისათვის დგება, უშუალოდ თვით ქმედების ჩამდენის თუ სხვისი.
ადმინისტრაციული სამართალწარმოების 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით დამკვიდრებული
სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ მძღოლის პასუხისმგებლობის გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევისას
საკუთარი ავტომანქანისა და თვითდაზიანებისათვის ეწინააღმდეგება ასევე კონსტიტუციის
მე- 9 მუხლის მე 2 პუნქტს , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების დაუშვებლობას..
დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან
დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“ (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკრეტული
უმართლობისათვის განსაზღვრული სანქციის მოცულობა კონსტიტუციური კონტროლის საგანი
შეიძლება გახდეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად
არაგონივრული და არაპროპორციულია.
საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილია შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა,
რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს და
დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია, რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება
თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს[7]
ფაქტობრივად ადმინისტრაციულ სამართალწარმოების კოდექსის 116-ე მუხლის მე -7 ნაწილით
პრეცედენტულ სამართალში სამართალშემფარდებელი, მძღოლს, რომელმაც წინდახედულობის ნორმა გაუფრთხილებლობით (თვითიმედოვნებით ) დაარღვია,
მკაცრ ადმინისტრაციულ სახდელს უწესებს თვითდაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის
დაზიანებისათვის. 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით მძღოლს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში
მართვისათვის პასუხისმგებლობა ანუ სანქცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
1 წლით შეჩერებიდან (116 -ემუხლის მე- 2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია) ეზრდება და
უმძიმდება თვითდაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის, კერძოდ იგი
ჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით
შეჩერებაით, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დღეს ქვეყანაში არსებული სოციალური
მდგომარეობიდან გამომდინარე, მძღოლისა და მისი და მისი ოჯახის წევრებისათვის
საბედისწერო შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან მოსარჩელის საარსებო წყაროს მის
პროფესიულ საქმიანობას და შემოსავლის ერთადერთ წყაროს მძღოლის პროფესია წარმოადგენს.
და მისი და მისი ოჯახის წევრების საარსებო წყაროა, და სწორედ მძღოლის პროფესიასთანაა
დაკავშირებული. ასეთი დასჯა გაუფრთხილებლობით თვითდაზიანებისათვის არაგონივრული
და არაპროპორციულია, ამვდროულად არაადეკვატურია და არაპროპორციულობის დონე
მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს და დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია, რადგან
ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და
გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს, რადგან პირი რეალურად ისჯება
საკუთარი ავტომანქანისა და საკუთარი თავისთვის დაზიანების გაუფრთხილებლობით
მიყენებისათვის, მაშინ როდესაც არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის
კანონმდებლობა გაუფრთხილებლობით თვითდაზიანებისა და საკუთარი ქონების დაზიანებისათვის
პასუხისმგებლობას არ იცნობს, არა თუ გაუფრთხილებლობით, არამედ განზრახაც,
მხოლოდ ერთი შემთხვევა ისჯება თვითდაზიანებისათვის, კერძოდ სავალდებულო სამხედრო
სამსახურისათვის განზრახ თავის არიდების გამო, სხვა შემთხვევაში განზრახ ჯანმრთელობის
ნებისმიერი სახის დაზიანებისათვის, თვით თვითმკვლელობის მცდელობისათვის და უფრო
მეტიც თვითმკვლელობაში დახმარებისათვის დასჯადობა არ არსებობს, ვინაიდან თვითმკვლელობა
არ ისჯება. საკონსტიტუციო სასამართლო
თვით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელის დასჯას განზრახ თვითდაზინების გამო,
წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში არ მიიჩნევს მართებულად, იგი
აღნიშნულ საქმეში უთითებს, რომ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო
პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ
სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ
პროპორციულობის გარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების
ობიექტად, რადგან, სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის
ქმედებიდან მომდინარე საშიშროება.
ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც
გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას.[8]
წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუცია იცავს ადამიანს ნებისმიერი მესამე პირისგან მომდინარე საფრთხეებისგან – კერძო პირებისა თუ სახელმწიფოს მიერ უფლებების დარღვევისგან. ამასთან, ცხადია, ხელისუფლებას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, კონკრეტული ქმედებების რეგულირების გზით მოახდინოს იმ რისკების გამორიცხვა/მინიმალიზება, რომლებიც შეცდომის დაშვების შედეგად ქმნის, განაპირობებს ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. მაგალითად, სახელმწიფო შეიძლება ახდენდეს ცალკეულ მედიკამენტებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის რეგულირებას, რათა ადამიანმა შეცდომით არ მიიღოს სამედიცინო პრეპარატი, რომელიც საბოლოოდ მას ზიანს მიაყენებს. თუმცა არ შეიძლება ადამიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი[9].
წინააღმდეგობა კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტთან
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილი საუბრობს
პასუხისმგებლობის გაზრდაზე, თუ პირი 116-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული
რომელიმეადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად, სატრანსპორტო
საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის
ჯანმრთელობის მსუბუქად დააზიანებს.
116-ე მუხლის მე-7 ნაწილის ქმედების შეამადგენლობა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს
ადმინისტრაციული სახდელი მკაცრდება და კვალიფიციურ შემადგენლობას, მძღოლის
ალკოჰოლურმდგომარეობაში მართვისას, ქმნის
ადამიანის დაზიანება
სატრანსპორტო საშუალების დაზიანება
116-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად „ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით
გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენასთან ერთად
სატრანსპორტო საშუალების,
ტვირთის, გზის, საგზაო ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანება“
კანონმდებელი „სხვას“ტერმინს ახსენებს-- „ან სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება“
ხოლო წინადადებას სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ან
სხვა ნაგებობის, სხვა ქონების წინ არ ადგას სიტყვა სხვა..
დადგენილების გამომტანმა ორგანომ დამაკისრა რა ადმინისტრაციული სახდელი 116-ე
მუხლის მე-7 ნაწილით პრაქტიკულად, როგორც სამართალშემფარდებელმა შეითავსა
კანონმდებლის როლი და თვითო განსაზღვრა 116-მუხლის შემადგენლობის ახალ
კომპონენტად საკუთარი ავტომანქანისა და საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება.
პრაქტიკულად ქმედების ზემოდ მითითებულ შემადგენლობას დაუდგინა შემადგენლობის
ახალი კომპონენტი საკუთარი ავტომანქანისა და საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება,
რაც არღვევს ჩემს საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე -9 პუნქტით გარანტირებულ
უფლებას: არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს
სამართალდაღვევად არ ითვლებოდა.
ეს ნიშნავს, რომ კანონმდებელმა მართალია დადგინა პასუხისმგებლობა
ჯანმრთელობისა და ავტომანქანის დაზიანებისათვის, თუმცა არ განსაზვრა შემადგენლობის
კოპონენტად თუ ვის ჯანმრთელობას ან ავტომაქნას ეხება ეს დაზიანება, უშუალოდ მძღოლისას,
რომელმაც დაარღვია წინდახედულობის ნორმა, თუ სხვა პირის, ამით სამართალ
შემფარდებელს დაუტოვა სივრცე თვითონ განსაზღვროს და სასამართლო პრაქტიკის
საფუძველზე თვითონ შექმნას ადმინისტრაციული წეით დასჯადი ქმედების შემადგენლობა,
რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის მე -9 პუნქტი, რამთუ ამ მუხლის
შესაბამისად „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს
უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს,
რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლო პრაქტიკის
საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“[10]
ამასთან აუცილებელია, რომ კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი
საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით ჩამოაყალიბოს[11] აქედან აგმომდინარე
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების საფუძველზე,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116 -ე მუხლის მე -7 ნაწილის ნორმატიული
შინაარსი, რომ მძღოლის ქმედება დასჯადია არა მხოლოდ სხვისი ჯანმრთელობის დაზიანების ან
ავტომაქანის დაზიანებისათვის არამედ , ასევე თვით დაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის
დაზიანებისათვის არაკონსტიტუციურია, ვინაიდან აღნიშნული არ არის დაგდენილი ნორმით.
ნორმაში არ არის გამოკვეთილი ზუსტად სანქცია ქმედების შემადგენლობის, რა კომპონენტებისათვის
ეკისრება გაუფრტხილებლობით ქმედების ჩამდენ პირს .
საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად,
გარკვეული ქმედების ამკრძალავი და მისი ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები უნდა
აკმაყოფილებდეს განსაზღვრულობის მაღალ სტანდარტს და საკმარისი სიცხადით იყოს ფორმულირებული.„პასუხისმგებლობის დაკისრების კონტექსტში, კონსტიტუციის მოთხოვნაა,
არსებობდეს კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზეც,
პირს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა[12]
სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დანაწესი ითვალისწინებს
ორ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნას, კერძოდ: ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება ნათლად და
მკაფიოდ უნდა იყოს გათვალისწინებული სისხლის სამართლის კანონმდებლობით; და აღნიშნული
კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი და განჭვრეტადი უნდა იყოს იმ ხარისხით, რომ რეგულირების
ადრესატს შეეძლოს, გაითვალისწინოს თავისი ქმედების სამართლებრივი შედეგები[13]
სასამართლოს მითითებითვე, კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში
გამოყენებული სიტყვა „სამართალდარღვევა“ გულისხმობს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას,
რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს სანქცია
(სისხლისსამართლებრივი იქნება ეს, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი).[14]
ამგვარად საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში
გამოყენებული სიტყვა „სამართალდარღვევა“ გულისხმობს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო
ქმედებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს სანქცია
(სისხლისსამართლებრივი იქნება ეს, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი).[15]
აქედან გამომდინარე სახეზეა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, კერძოდ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე--7 ნაწილი. ნორმა არ არის
განჭვრეტადი და არც განსაზღვრული, ვინაიდან, ნორმაში არ არის გამოკვეთილი მძღოლი,
რომელმაც დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების წესები, შექმნა აბსტრაქტული საფრთხე,
წინდახედულობის ნორმის დარღვევით ობიექტურად დააზიანა მხოლოდ
საკუთარი თავი, კერძოდ მიიღო ჯანრთლობის მსუბუქი დაზიანება, ასევე დაზიანდა მისი
კუთვნილი ავტომანქანა, უნდა აგოს თუ არა ადმინისტრაციული წესით გაუფრთილებლობით
საკუთარი ჯანმღთელობისა და ავტომანქანის დაზიანებისათვის პასუხი, როდესაც მას ამ ქმედებით
სხვა არ დაუზიანებია და არც სხვისი ქონებისთვის მიუყენებია
ზიანი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ნორმა მხოლოდ ზოგადად საუბრობს ზიანის მიყენებაზე და
არ აკონკრეტებს შედეგის უღირსობის , რომელი კომპონენტისათვის დგება პასუხისმგებლობა დგება
კონკრეტულად სხვისთვის მიყენებული ზიანისა თუ საკუთარი თავისათვის გაუფრთხილებლობით
მიყენებული ზიანისათვის, კერძოდ საკუთარი ჯანმრთელობია და ავტომანქანისათვის ზიანის
მიყენებისათვის.
წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის მე- 9 მუხლის მე-2 პუნქტთან არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების დაუშვებლობასთან
ადმინისტრაციული სამართალწარმოების 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით დამკვიდრებული
სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ მძღოლის პასუხისმგებლობის გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევისას
საკუთარი ავტომანქანისა და თვითდაზიანებისათვის ეწინააღმდეგება ასევე კონსტიტუციის
მე- 9 მუხლის მე 2 პუნქტს , არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების დაუშვებლობას..
დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან
დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“ (საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი).
საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის გათვალისწინებით, კონკრეტული
უმართლობისათვის განსაზღვრული სანქციის მოცულობა კონსტიტუციური კონტროლის საგანი
შეიძლება გახდეს მხოლოდგანსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სასჯელის ზომა აშკარად
არაგონივრული და არაპროპორციულია.
საკონსტიტუციო სასამართლო „უფლებამოსილია შეაფასოს იმ სასჯელთა კონსტიტუციურობა,
რომელთა არაადეკვატურობის, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს და
დისბალანსი მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია, რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება
თავის მიზნებს და გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს[16]
ფაქტობრივად ადმინისტრაციულ სამართალწარმოების კოდექსის 116-ე მუხლის მე -7 ნაწილით პრეცედენტულ სამართალში,
მძღოლს, რომელმაც წინდახედულობის ნორმა გაუფრთხილებლობით(თვითიმედოვნებით ) დაარღვია, მკაცრ ადმინისტრაციულ სახდელს უწესებს თვითდაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის. 116-ე მუხლის მე-7 ნაწილით მძღოლს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მართვისათვის პასუხისმგებლობა ანუ სანქცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებიდან (116 -ემუხლის მე- 2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია) ეზრდება და უმძიმდება თვითდაზიანებისა და საკუთარი ავტომანქანის დაზიანებისათვის, კერძოდ იგი ჯარიმდება 2 000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებაით, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დღეს ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მძღოლისა და მისი და მისი ოჯახის წევრებისათვის საბედისწერო შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ვინაიდან მოსარჩელის საარსებო წყაროს მის პროფესიულ საქმიანობას და შემოსავლის ერთადერთ წყაროს მძღოლობა წარმოადგენს. და მისი და მისი ოჯახის წევრების საარსებო წყაროა, და სწორედ მის მძღოლის პროფესიასთანაა დაკავშირებული ასეთი დასჯა გაუფრთხილებლობით თვითდაზიანებისათვის არაგონივრული და არაპროპორციულია, ამვდროულად არაადეკვატურია და, არაპროპორციულობის დონე მნიშვნელოვან ხარისხს აღწევს და დისბალანსი
მკაფიოდ, მკვეთრად გამოხატულია, რადგან ასეთ შემთხვევაში სასჯელი სცდება თავის მიზნებს და
გაუმართლებლად ზღუდავს კონსტიტუციურ უფლებებს, რადგან პირი რეალურად ისჯება
საკუთარი ავტომანქანისა და საკუთარი თავისთვის დაზიანების გაუფრთხილებლობით
მიყენებისათვის, მაშინ როდესაც არც ადმინისტრაციული და არც სისხლის სამართლის კანონმდებლობა გაუფრთხილებლობით თვითდაზიანებისა და საკუთარი ქონების დაზიანებისათვის
პასუხისმგებლობას არ იცნობს, არა თუ გაუფრთხილებლობით, არამედ განზრახაც,
მხოლოდ ერთი შემთხვევა ისჯება თვითდაზიანებისათვის, კერძოდ სავალდებულო სამხედრო
სამსახურისათვის განზრახ თავის არიდების გამო, სხვა შემთხვევაში განზრახ ჯანმრთელობის ნებისმიერი სახის დაზიანებისათვის, თვით თვითმკვლელობის მცდელობისათვის და უფრო მეტიც თვითმკვლელობაში დახმარებისათვის დასჯადობა არ არსებობს, ვინაიდან თვითმკვლელობა არ ისჯება.
საკონსტიტუციო სასამართლო თვით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელის დასჯას განზრახ თვითდაზინების გამო, წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში არ მიიჩნევს მართებულად, იგი აღნიშნულ საქმეში უთითებს, რომ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი, კონსტიტუციური გამაშუალებლის, ანუ
პროპორციულობისგარეშე, მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან, სასჯელი
ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება.
ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად
იწვევს მისი ღირსების ხელყოფას.[17]
წიქარიშვილი საქრთველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუცია იცავს ადამიანს ნებისმიერი მესამე პირისგან მომდინარე საფრთხეებისგან – კერძო პირებისა თუ სახელმწიფოს მიერ უფლებების დარღვევისგან. ამასთან, ცხადია, ხელისუფლებას აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, კონკრეტული ქმედებების რეგულირების გზით მოახდინოს იმ რისკების გამორიცხვა/მინიმალიზება, რომლებიც შეცდომის დაშვების შედეგად ქმნის, განაპირობებს ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. მაგალითად, სახელმწიფო შეიძლება ახდენდეს ცალკეულ მედიკამენტებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის რეგულირებას, რათა ადამიანმა შეცდომით არ მიიღოს სამედიცინო პრეპარატი, რომელიც საბოლოოდ მას ზიანს მიაყენებს. თუმცა არ შეიძლება ადამიანი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის პირისპირ დადგეს იმის გამო, რომ, მაგალითად, არასწორი პრეპარატი დალია ექიმის დანიშნულების გარეშე ან გადაამეტა საჭირო დოზას. ასეთი ლოგიკით, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ თუ პირი გადარჩა, ის ასევე უნდა ისჯებოდეს თავისუფლების აღკვეთით, რათა საკუთარ თავს კვლავ არ მიაყენოს ზიანი[18].
[1] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1292 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18.
[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6.
[6] კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის სტანდარტები, 2021, ევროკავშირი საქართველოსთვის, ევროსაბჭო, თ. ბარამაშვილი და სხვები
[7] წიგნი გვ 68.. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34.
[8] წიქარიშილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/1/592, 2015 წლის 13 თებერვალი
[9] წიქარიშვილი საქარტველოს პარლამენტის წინაარმდეგ, N1/1/592, 2015 წლის 13 თებერვალი
[10] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის №2/3/406,408 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის №2/1/598 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ კანდელაკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33.
[13] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №1/6/1292 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18
[14] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის №1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6.
[15] კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის სტანდარტები, 2021, გვ 68.. ევროკავშირი საქართველოსთვის ევრო საბჭო
[16] წიგნი გვ 68.. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34.
[17] წიქარისილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N1/1/592, 2015 წლის 13 თებერვალი
[18] წიქარიშვილი საქარტველოს პარლამენტის წინაარმდეგ, N1/1/592, 2015 წლის 13 თებერვალი
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა