• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1880
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - მანანა კობახიძე,
ავტორ(ებ)ი კახაბერ გოგოძე
თარიღი 25 ივლისი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის ​21 ნაწილის: ,,თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ავრცელებს აღნიშნულ წესს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი : ,,ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის ​21 ნაწილის: ,,თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ავრცელებს აღნიშნულ წესს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება : ,,მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 12 ნაწილი : ,,თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ავრცელებს აღნიშნულ წესს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი : ,, ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 12 ნაწილი : ,,თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ავრცელებს აღნიშნულ წესს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებზე. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-3 წინადადება : ,,მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი

„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:

ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს

ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19

მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი:

1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური

წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს:

ე) საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული

ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი;

საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

შესახებ” 31-ე და 311-ე მუხლები.

“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი:

1. საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების

კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ:

ა) საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ

მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს

საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და

თავისუფლებანი;

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

●სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, კახაბერ გოგოძე არის იმ უძრავი ქონების მესაკუთრე, რომელიც გაიყიდა აუქციონზე და რომელსაც სთხოვენ ნარჩენ დავალიანებას.

● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით.

● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. გასაჩივრებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის​ 1​2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“ სადავო ნორმა დაკავშირებულია დათქმასთან, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დატვირთული საგანი უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში უნდა გადავიდეს იპოთეკარის საკუთრებაში და იმ შემთხვევაში თუ გამსესხებელი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ანუ ფიზიკური პირია, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ იპოთეკარის საკუთრებაში გადასული ქონების ღირებულება სრულად არ ფარავს ვალდებულებას.

აღნიშნული დათქმა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოვალეებს, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ თავი დაიცვან იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტის გამცემი არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირები (კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საკრედიტო კავშირი) რომლებზეც აღნიშნული ნორმა არ მოქმედებს და საგნის მათ საკუთრებაში გადასვლა არ ფარავს სრულად ვალდებულებას. მათ შეუძლიათ კიდევ მოითხოვონ ნარჩენი თანხა და მოვალეები ჩააყენონ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი, როგორც თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტი, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, არამხოლოდ ძირითადი უფლებაა, არამედ ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპიც. სამართლებრივ სახელმწიფოში აუცილებელია ნებისმიერი დიფერენციაცია

ლეგიტიმურ საფუძველს ეფუძნებოდეს. არსებითად თანასწორთა თანაბრად მოპყრობის გარეშე ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ თანასწორობის უფლება იმთავითვე არის დაკავშირებული კონსტიტუციის მე-9 მუხლით გარანტირებული ღირსების უფლებასთან, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველყოფას მოითხოვს.

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მე-3 წინადადების მიხედვით, მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით. მომხმარებლის, ჩვენს შემთხვევაში მოვალის, უფლებებიც დაცული უნდა იყოს, როდესაც კრედიტორი არის საქართველოს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებული სუბიექტი და მისთვის არაგონივრული უპირატესობის მინიჭებით არ უნდა შევავიწროვოთ მომხმარებლის უფლებები.

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოყვანილ ნორმებში სუბიექტების ორი სახე გამოიყოფა: 1) კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და საკრედიტო კავშირი - როგორც იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი პირები; 2) ნებისმიერი სხვა სუბიექტი, როგორც ასევე იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემი პირი. მათი საერთო ნიშანი სწორედ სესხის გაცემის ფაქტში

ვლინდება, თუმცა კანონმდებლის მოსაზრებით პირველ ჯგუფს ეძლევა შესაძლებლობა მოითხოვოს იპოთეკის საგნის უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრული ოდენობა, მაშინ, როდესაც მეორე ჯგუფს ეს უფლება არ აქვს და აღნიშნული სუბიექტის შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება, თუნდაც იპოთეკის საგანი ვერ ფარავდეს მოთხოვნის ღირებულებას. პირველი ჯგუფის კრედიტორებთან მიმართებით მოვალეები ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი და ექმნებათ არახელსაყრელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე სადავოა პირველი ჯგუფისთვის უპირატესობის მინიჭების ლეგიტიმურობა და საჯარო ინტერესი.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერი დიფერენციაცია თავისთავად არ ნიშნავს თანასწორობის უფლების დარღვევასა; დისკრიმინაცია გამოირიცხება თუ განსხვავებული მოპყრობა ეფუძნება მოვლენების ობიექტურ შეფასებას და არსებობს ბალანსი ინდივიდისა და საჯარო ინტერესებს შორის. ინდივიდს, კრედიტორს აქვს მთავარი ინტერესი, რომ სამართლიანი და შეღავათიანი პირობებით დადოს გარიგება, ეს მიზანი კი იზღუდება აღნიშნული ნორმით.

2. სადავოა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 12 ნაწილი : ,,თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ან იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთისა (ნივთებისა) და გირავნობის საგნის (საგნების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით ან იპოთეკითა და გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი.“

ხსენებული დანაწესიც მსგავსად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის 21 ნაწილისა, თვითნებურ და გაუმართლებელ უპირატესობას/შეღავათს ანიჭებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს, რამდენადაც მუხლში აღწერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებულად ჩათვლის წესი არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მოვალეს. აღნიშნული დისკრიმინაციულ მოპყრობას უქმნის სამართლებრივ საყრდენს სამოქალაქო კოდექსში.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კონსტიტუციის მე-11 მუხლი არ კრძალავს/გამორიცხავს თავისთავად დიფერენცირებულ მოპყრობას, არამედ ვრცელდება გაუმართლებელ და თვითნებურ განსხვავებებზე. სწორედ მსგავსი შემთხვევაა ასახული ზემოაღნიშნულ არაკონსტიტუციურ ნორმებში. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებელი მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ინტერესების გათვალისწინებას და თანასწორი გარემოს ჩამოყალიბებას. მაშინ, როდესაც მოსარჩელეთა მსგავსად უამრავ მოქალაქეს სესხის/კრედიტის ხელშეკრულება გაფორმებული აქვს სწორედ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებთან, სწორედ მათი თვითნებობისა და უმიზნო პრივილეგიების შეზღუდვა უნდა იქცეს პირველად ამოცანად.

არსებული საკანონმდებლო რეგულირების ცვლილება აუცილებელია სამართლებრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ