შალვა გვარამაძე, დავით ძამუკაშვილი, გიორგი მეიფარიანი, ზურაბ ლომსაძე, ნინო ბახტაძე და ხათუნა იმნაძე საქართველოს პარლამენტის და სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1879 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | შალვა გვარამაძე, დავით ძამუკაშვილი, გიორგი მეიფარიანი, ზურაბ ლომსაძე, ნინო ბახტაძე და ხათუნა იმნაძე |
თარიღი | 21 ივლისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონი
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №12
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №13
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები 6. ასოციაცია ვალდებულია პირის ასოციაციაში გაწევრების ან პირის ასოციაციაში გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში. 7. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/პირს აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-29 მუხლის მე-4 პუნქტი 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულმა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ასოციაციაში გაწევრების მოთხოვნის შესახებ. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები 4. კანონის მე-15 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია გადაწყვეტილება პირის პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში გაწევრების ან გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ცნობად იღებს ამ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში. 5. კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წევრობის შეჩერების ან წევრობის აღდგენის თაობაზე პატენტრწმუნებულთა ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას. 6. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია პატენტრწმუნებულისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი 5 სამუშაო დღის ვადაში პირს რეესტრიდან ამორიცხავს. 7. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა არ მიმართა პატენტრწმუნებულთა ასოციაციას გაწევრებისთვის რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი დაადასტურებს, რომ მის მიერ კანონით დადგენილი ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები: პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა 1. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/ შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში მის ასანაზღაურებლად პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. 2. პატენტრწმუნებული ვალდებულია რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში პატენტრწმუნებულთა ასოციაციას (შემდგომ – ასოციაცია) წარუდგინოს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი). 3. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების (დაზღვევის ხელშეკრულებისა და პოლისის) ვადის გასვლის, შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში პატენტრწმუნებული ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ასოციაციას პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები. 4. თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასოციაცია ვალდებულია შეუწყვიტოს მას ასოციაციის წევრობა და მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. 5. პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. |
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი: 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია. |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანების სიტყვები „სავალდებულო“ რომელიც ბრძანების ტექსტში 13-ჯერ არის მოხსენიებული: ბრძანების დასახელებაში, პირველი მუხლი, მე-2 მუხლი, მე-3 მუხლი, მე-4 მუხლში, მე-4 მუხლის ასევე ა) და ბ) ქვეპუნქტებში, მე-5 მუხლში 2-ჯერ, მე-8 მუხლში, და მე-9 მუხლში |
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტი: 1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
1) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი;
2) საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
3) “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31 მუხლი და 311 მუხლი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს.
სარჩელი:
· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით,
· შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ,
· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,
· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ,
· დავის საგანს წარმოადგენს ნორმატიული აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მოსარჩელეთა ინტერესის გათვალისწინებით შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
· კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის,
· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
· მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები
ყველა მოსარჩელე არის პატენტრწმუნებული და ისინი დარეგისტრირებულნი არიან საქპატენტის წამოებულ პატენტრწმუნებულთა ოფიციალურ რეესტრში https://www.sakpatenti.gov.ge/ka/patent_attorneys/o/ და შესაბამისად წარმოადგენენ საკონსტიტუციო სამართალწარმოებისთვის მოსარჩელე სუბიეტებს:
1. დავით ძამუკაშვილი, მოქმედი პატენტრწმუნებული,საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N 22;
2. შალვა გვარამაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N 06;
3. ზურაბ ლომსაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N03;
4. ნინო ბახტაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N04;
5. ხათუნა იმნაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N05;
მოსარჩელეები არიან მოქმედი პატენტრწმუნებულები, რომელთაც საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვთ და რეგისტრირებული არიან პატენტრწმუნებულთა რეესტრში გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმების მიღებამდე (კანონიერ ძალაში შესვლამდე). მათი სტატუსი, როგორც ახალი, ისე მანამდე არსებული ნორმების თანახმად არის უვადო. სტატუსის მოპოვება/დაკარგვა გასაჩივრებული ნორმების მიღებამდე არ უკავშირდებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევასა და პროფესიულ ასოციაციაში გაწევრებას.
კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავენ საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პირის რეგისტრაციასა და მისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სავალდებულო სამართლებრივ ურთიერთობებს, მის ვალდებულებებს, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისა და საქმიანობის პრინციპებსა და ძირითად მიზნებს. ამასთანავე, აწესებენ პატენტრწმუნებულთათვის სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას.
მოსარჩელეები, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე ახალი სამართლებრივი ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი მათი პროფესიული სტატუსის გამო უნდა გაწევრიადნენ ასოციაციაში, და ამასთანაცე უნდა იყვნენ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით დაზღვეულნი. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სათანადო სუბიექტებს იდავონ გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე. ყველა წარმოდგენილ მოსარჩელეს უშუალოდ ეხება სადავო ნორმები და ამასთანავე მათი აზრით, მათი კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიეტები წარმოადგინონ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვნონ მათი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შემოწმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
გარდა ამისა აღსანიშნავია რომ მოსარჩეელებმა №1860 სარჩელით მიმართეს საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლომ 2025 წლის 24 ივნისის №1/11/1860 განჩინებით საქმე არსებითი განხილვისათვის არ მიიღო იმ მიზიზით რომ მან ვერ დაინახა მოსარჩელეთა კონსტიტუციით გარანტირებულ მე-11 მუხლის პირველ პუნქტში და მე-12 მუხლში ჩარევა. თუმცა აღსანიშნავია, რომ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნათლად და გარკვევით მიუთითა რომ მოსარჩელეთა სხვა ძირითად უფლებებში შესაძლოა ყოფილიყო ჩარევა. სასამართლო კოლეგიამ ამავე განჩინების მე-14 მუხლში ასევე დაასახელა ორი მუხლი რომელთა მოქმედი ნორმა შესაძლოა ერეოდა 25-ე ან 26-ე მუხლით დაცულ უფლებებში: „14. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე მიუთითებს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ პირის შრომით უფლებებს და პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის ორი სპეციალური ნორმა - 25-ე მუხლის პირველი პუნქტი და 26-ე მუხლის პირველი პუნქტი. მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლებრივი ასპექტი (პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება) დაცულია საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული დებულებებით. სწორედ დასახელებული კონსტიტუციური დებულებები იცავს საჯარო სამსახურსა და კერძო სექტორში დასაქმებული პირების უფლებას, სრულყოფილად, დაუბრკოლებლად, შეუფერხებლად
განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, რაც, თავისთავად, გულისხმობს მათ უფლებას, პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, დაცული იყვნენ არაგონივრული პირობების დაწესებისგან, რომელიც შეაფერხებს თუ ხელს შეუშლის მათ საქმიანობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული უფლებრივი ასპექტი, საქმიანობის ბუნებიდან გამომდინარე, იგი ეხება კერძო თუ
საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული უფლებების სფეროში, რომლებიც კონკრეტულად პირის შრომით უფლებებს, პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას განამტკიცებენ.“
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ნათელია რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 11-ე და 12-ე მუხლით დაცულ პირებს, ასევე ნათელია რომ ჩარევა შესაძლოა იყოს კონსტიტუციის დაცულ მათ ძირითად უფლებებში, კერძოდ კი 26-ე მუხლის პირველ პუნქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის, კონსტიტუციის მუხლთან ახალი მიმართებით კვლავ ჩამოყალიბდა ახალი სახით.
შესაბამისად, არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული არც ერთი ნორმა, რომელიც სარჩელის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი იქნებოდა.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
2024 წლის 15 მაისის საქართველოს კანონით „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ ძალაში შევიდა საქართველოს პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის ახლებური სამართლებრივი წესრიგი.
კანონის სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენენ ორ სიახლეს.
1) საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებასა და მასში საქართველოს პატენტრწმუნებულთა სავალდებულო წევრობას.
2) შემოღებული იქნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.
მოსარჩელეების აზრით ახალი საკანონმდებლო ნორმებით დაწესებული ასოციაციის სავალდებულო წევრობა, და სავალდებულო დაზღვევის დაწესება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტის ჩანაწერს „1. შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.“ სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი სარჩელში განხილული იქნება შემდეგი თანმიმდევრობით:
1. სადავო ნორმების არსი და შედეგები
1.1 საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობასთან დაკავშირებული სადავო ნორმების არსი
1.2. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობასთან დაკავშირებული სავალდებულო პროფესიული დაზღევევით დადგენილი სადავო ნორმების არსი
2. სადავო ნორმების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
2.1. სადავო ნორმების არსი
2.2. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტის გააზრება და სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
2.2. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობის შეუსაბამობა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
2.3. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეუსაბამობა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
3. სადავო ნორმებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა
3.1. საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით
3.2. საერთაშორისო პრაქტიკა სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით
4. სასარჩელო მოთხოვნა
1. სადავო ნორმების არსი და შედეგები
1.2 საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობასთან დაკავშირებული სადავო ნორმების არსი
მოსარჩელეების მიერ სადავოდ არის გამხდარი ნორმები, რომელიც ადგენს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში საქართველოში რეგისტრირებულ პატენტრწმუნებულთა სავალდებულო წევრობას. მისი სავალდებულოობა ვლინდება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულ შემდეგ ნორმებში: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი; ამასთანავე სადავოა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.
აღნიშნული ნორმების ერთობლიობით, დგინდება რომ საქართველოს „პატენტრწმუნებული – რომელიც არის საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, სავალდებულოდ უნდა გახდეს ასოციაციის წევრი, რომელიც საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაციას საქპატენტი აფუძნებს“.
კანონის მიღების წინაპირობას განმარტავს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე განმარტებითი ბარათი რომელიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ახალი სამართლებრივი წესრიგის შექმნის მიზეზად ცხადდება სფეროში არსებული ქართული პრაქტიკა, რომელიც „ამ მიმართულებით ვერ პასუხობს თანამედროვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებს და განსხვავდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან. არსებული კანონმდებლობა არ მოიცავს ისეთი საკითხების მომწესრიგებელ ნორმებს, როგორიცაა პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება, რეგისტრაცია, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება, მარწმუნებელთან ურთიერთობა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები“. აქვე დასახელებულია რომ დღეისათვის „საქართველოში პატენტრწმუნებულის სტატუსი გააჩნია 54 ფიზიკურ პირს, რომელთაგანაც, საქპატენტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში ჩართული იყო მხოლოდ 31 პირი.“ შესაბამისად, აღნიშნული ნორმები ვრცელდება მხოლოდ 54 -31??? პირზე.
კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად „საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, იმისთვის, რომ პირმა შეძლოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, რაც გამოიხატება მისი მხრიდან ამ მიმართულებით შესაბამისი სპეციალური ცოდნის ფლობაში, სამუშაო გამოცდილების ქონასა თუ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაში, რაც, თავის მხრივ, დაადასტურებს პირის კომპეტენტურობასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების არსებობას. აღნიშნული კი უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას და უფლების მფლობელის ინტერესების დაცვას“.
1.2 საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადავო ნორმების არსი
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანება ადგენს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას საქართველოს პატენტრწმუნებულთათვის.
სადავო ნორმები ადგენს საქართველოს ყველა პატენტრწმუნებულისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/ შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში მის ასანაზღაურებლად პროფესიული/შრომითი საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. სადავო ნორმების მიხედვით პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იგი ვერ იქნება რეგისტრირებული ვერც პატენტრწმუნებულთა რეესტრში და ვერც პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული, საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანება ადგენს მოთხოვნებს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით. ბრძანების მე-8 მუხლი ადგენს, რომ პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი. თუმცა მთლიანი ბრძანება, რომელიც სიტყვებით „სავალდებულო“ ადგენს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას აუცილებლობას, მოსარჩელეთა მიერ მიიჩნევა არაკონსტიტუციურად და სადავოდ არის გახდილი საკონსტიტუციო სასამართლოში.
პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადავო დანაწესის მიზანი ჩამოყალიბებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში, რომელშიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდზე. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით „დაზღვეულ იქნა პატენტრწმუნებულის მიერ მისი შრომითი საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული მიზნით, პატენტრწმუნებული ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. ამ ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება პატენტრწმუნებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების (რესტიტუციის) შესრულების გარანტია, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ნდობას პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის მიმართ და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად წაახალისებს სამეცნიერო და კერძო სექტორებს”.
2. სადავო ნორმების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
2.1. სადავო ნორმების არსი
მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებულია ორი სხვადასხვა წესრიგის შინაარსის შემქმნელი ნორმათა ერთობლიობა. აღნიშნული ნორმები, მოსარჩელეთა აზრით ზღუდავენ მათ შრომის უფლებებს თავიანთი პროფესიული/შრომითი საქმიანობისას შესრულებისას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტით. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან:
პირველი: ნორმებს, რომელიც ადგენს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში საქართველოში რეგისტრირებულ პატენტრწმუნებულთა სავალდებულო წევრობას. მისი სავალდებულოობა ვლინდება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულ შემდეგ ნორმებში: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის მე-29 მუხლის მე-4 პუნქტი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.
მეორე: ნორმებს, რომელიც ადგენს საქართველოს ყველა პატენტრწმუნებულისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანება ადგენს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას საქართველოს პატენტრწმუნებულთათვის.
სადავო ნორმები ზღუდავს მოსარჩელეთა შრომის უფლებებს და აიძულებთ მათ გაერთიანდნენ პროფესიულ ასოციაციაში და ამასთანავე ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.
კანონით გათვალისწინებული პატენტრწმუნებულთა ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და არა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი შემოსავლები დამოკიდებული იქნება ძირითადად ასოციაციის წევრთა მიერ გადახდილ საწევროებზე და წესდებით გათვალისწინებულ სხვა, კანონმდებლობით აუკრძალავ შრომითი საქმიანობის განხორციელებაზე. ასოციაციის დირექტორის საქმიანობა არის ანაზღაურებადი, სხვა დასაქმებული პირების საქმიანობაც ასევე იქნება ანაზღაურებადი. ასოციაციას საქპატენტი აფუძნებს. სადავო ნორმა აწესებს სავალდებულო მასში წევრობას.
როგორც ცნობილია, საქართველოში პატენტრწმუნებულის სტატუსი გააჩნია 54 ფიზიკურ პირს. აღნიშნული რიცხვი, თუკი სხვა პროფესიებს შევადარებთ, რომლებიც სავალდებულო პროფესიულ ასოციაციებად არიან გაერთიანებული ბევრად მცირერიცხოვანია. თუკი პროფესიას დაემატება შესაბამისი საწევრო და ასევე სადაზვერვო ხარჯები, აგრეთვე, ხარჯები, 2 წელიწადში ერთხელ კვალიფიკაციის სავალდებულო ამაღლებისთვის, იქნება პატენტრწმუნებულის პროფესიით დაკავებული პირისთვის მნიშვნელოვნად დიდი მატერიალური ტვირთის მაკისრებელი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ასოციაციამ (ამჯამად 54 პირის შემადგენლობით) უნდა გადაიხადოს მისი დირექტორის და სხვა მმართველი პირების ხელფასები, ასევე სავარაუდოდ ოფისის ყოველთვიური ხარჯები.
გარდა ასოციაციის წევრობისა სადავო ნორმებით (კანონითა და ბრძანებით) განისაზღვრა პატენტრწმუნებულის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მარწმუნებელთან ურთიერთობისას, მათ შორის, დაწესდა პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული ვალდებულება. ზოგადად, თანამედროვე საზოგადოებაში პროფესიული რისკის ნეიტრალიზაციის ერთ-ერთ საშუალებად პასუხისმგებლობის დაზღვევა მიიჩნევა. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა არის დახურული ტიპის გადანაწილებით ურთიერთობა მის მონაწილეებს შორის, სადაზღვევო ფონდების ფორმირების საფუძველზე, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის. პროფესიული პასუხისმგებლობის რისკის დაზღვევა სოციალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი დაზღვევა აუცილებლად სავალდებულო უნდა იყოს. მოსარჩელეები არიან სრულწლოვანი პროფესიონალი ადამიანები, რომელებიც უკვე წლებია ახორციელებენ თავიანთ შრომით საქმიანობას, და შესაბამისად მათ აქვთ იმის შეფასების უნარი თუ რამდენად არის სადაზღვევო ურთიერთობები მათთვის სასურველი და საჭირო.
მაგალითად, საქართველოში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო არ არის. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, დააზღვიოს პროფესიული შეცდომა, რომლის შედეგად პაციენტს მიადგა ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი.[1] ასეთი მოწესრიგების ფარგლებში ნებისმიერი რისკიანი პროფესიული საქმიანობის დაზღვევა არის მისაღები. მითუმეტეს თუკი შევადარებთ პატენტრწმუნებულისა და ექიმის საქმიანობას, ექიმის საქმიანობა გაცილებით უფრო რისკიანი შეიძლება იყოს ვიდრე პატენტრწმუნებულის.
მოსარჩელეთა აზრით ნორმათა სავალდებულო ხასიათი არის სადავო, ორივე რეგულაცია, თუ ის იქნებოდა ნებაყოფლობითი არ გამოიწვევდა მოსარჩელეთა შრომითი საქმიანობის შეზღუდვას, და შესაბამისად ისინი არ მიიჩნევდნენ მსგავს შეზღუდვას არაკონსტიტუციურად. ასევე შესაძლოა მისაღები ყოფილიყო სფეროს იმგვარი მოწესრიგება, თუკი სადავო ნორმები ყველა იმ პირთათვის, რომლების საპატენტო საქმიანობას ახორციელებენ, (იქნება ეს პატენტრწმუნებული თუ წარმომადგენელი) იქნებოდა ზუსტად იგივენაირად მზღუდავი.
2.2. კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტის გააზრება და სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით უზრუნველყოფილია შრომის თავისუფლება. ნორმა იქვე აზუსტებს შრომის თავისუფლების ცნებას შემდეგი წინადადებით, რომ „ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება“. თუმცა ამავე პუნქტის მესამე წინადადება, უკვე შრომის უფლებას და არა შრომის თავისუფლებას, იცავს და კანონმდებელს ავალდებულებს, შეიმუშავოს ორგანული კანონი, რომელიც დაიცავს უფლებას შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომით უფლებებს. ადამიანის შრომა ეს ის სიკეთეა, რომელზეც დგას საზოგადოება, რომელიც ქმნის ყველა იმ მეტერიალურ, თუ არამეტერიალურ სიკეთეს, რომლითაც საზოგადოების ნებისმიერი წევრი სარგებლობს. შესაბამისად სამართლიანი შრომითი რეგულაციები საჯარო ინტერესს ითვალისწინებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შრომის თავისუფლებას, პოზიტიურ და ნეგატიურ ფუნქციის კუთხით იხილავს. მისი აზრით, საქართველოს კონსტიტუციის ჩანაწერი, რომ „შრომა თავისუფალია“ აღიარებს - შრომის თავისუფლებას ანუ „თავისუფალი შრომის უფლებას“, რაც მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ყოველ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში.[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი აღიარებულად და უზრუნველყოფილად აცხადებს ეკონომიკურ თავისუფლებას და ადგენს სახელმწიფოს მიერ თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე მუდმივად ზრუნვის პრინციპს.[3]
2.2. სადავო ნორმების კონსტიტუციური სამართლებრივი შემოწმება კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
მოსარჩელეთა აზრით, მათ მიერ სადავოდ გამხდარი ის ნორმები და მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეებს იძულებით აწევრიანებს ა(ა)იპ პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში და ამასთანავე ავალდებულებს ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა - არის ჩარევა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში, რადგან შრომის თავისუფლება, შრომის უფლების კომპონენტია.[4] ხოლო სადავო ნორმები ადგენენ ისეთ პირობებს რომლებიც უსამართლოდ და უსაფუძვლოდ ზღუდავს შრომის თავისუფლებას.
პირველ რიგში უნდა გაირკვეს კანონმდებლის მიერ სადავო ნორმების მიღების ლეგიტიმური მიზანი და შემოწმდეს რამდენად არის ამ მიზნის მიღწევისათვის გამოყენებული საშუალება თანაზომიერი. თანაზომიერების პრინციპი უზრუნველყოფს ერთი მხრივ, პირის თავისუფლების, და მეორე მხრივ, თავისუფლების შეზღუდვის გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ძირითად უფლებებში ზომაზე მეტად ჩარევას[5]. „უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის შესაბამისი მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო წესრიგი წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[6]
უნდა დადგინდეს სამი ელემენტის არსებობა: ა) არის თუ არა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად რეალურად გამოსადეგი; ბ) არის თუ არა სახელმწიფოს ამგვარი ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ნამდვილად აუცილებელი და ხომ არ იყო შესაძლებელი ამ მიზნის მისაღწევად რაიმე უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენება; გ) რამდენად არის სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის ძირითად უფლებაში აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შესაბამისი (ვიწრო გაგებით პროპორციული). [7]
ა) საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-26 მუხლის პირველი პუნქტთან
სადავო ნორმების შეფასებისას უპირველესად უნდა გაირკვეს ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს აღნიშნული ნორმის შემოღებისას. კანონპროეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სადავო ნორმის შემოღებით კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სამართლებრივი მოწესრიგებით უზრუნველყოფილი იქნეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერება და უფლების მფლობელის ინტერესების დაცვა, ეს კი მხოლოდ ისე იქნება შესაძლებელი თუ უზრუნველყოფილი იქნება იმ პირთა მაღალი კვალიფიკაცია და ცოდნა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საპატენტო/ინტელექტუალური საკუთრების სხვა სფეროში სპეცილური საქმიანობა.
გამოსადეგად მიიჩნევა საშუალება, რომელიც იძლევა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.[8] შეიძლება ითქვას, რომ პატენტრწმუნებულთა ასოციაცია, რომელიც მასში კვალიფიციურ პატენტრწმუნებულებს აერთიანებს, და ამასთანავე უქმნის მათ, პროფესიული ერთიანობის აღქმას, შესაძლოა ქმნიდეს უკეთეს საპატენტო და მთლიანად სამრეწველო საკუთრების სფეროში საქმიანობის გარემოს შექმნა, და იწვევდეს სამრეწველო საკუთრების უფლებების მფლობელთა ნდობას ასოციაციაში გაერთიანებულ პროფესიონალთა მიმართ, თუმცა მთავარი კითხვა არის რამდენად აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად სავალდებულო ასოციაციის შექმნა თუ ასევე შესაძლებელია ასეთი სავალდებულო ასოციაციის შექმნის გარეშეც მიიღწეს მიზანი? შეძლებს თუ არა პატენტრწმუნებულის სავალდებულო ასოციაციის გარეშე, ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდით გაუწიოს მომსახურება პატენტის მფლობელს? ამ შემთხვევაში ნათელია, რომ პატენტრწმუნებულს კვალიფიკაციას, და შესაბამის ცოდნასა და უნარებს ასოციაციაში სავალდებულო წევრობა კი არ აძლევს, არამედ ამის გარანტი არის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. გარდა, ამისა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მექანიზმი, მართალია არა სავალდებულოდ, თუმცა ნებაყოფლობითი გაერთინების ფორმით, პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონის მიღებამდეც არსებობდა და წარმატებით მუშაობდა კიდეც ახლის შემოღებამდე. დღეის მდგომარეობით არსებობს (ახალ კანონს არ გაუუქმებია) გამოგონების შესახებ, მთავრობის მიერ 1992 წლის მარტის დებულებისა და საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით საქპატენტის მიერ კვალიფიცირებულ პატენტრწმუნებულთა ნებაყოფლობითი ასოციაცია. 1993 წლიდან მხოლოდ პატენტრწმუნებულს ჰქონდა უფლება წარმოედგინა განმცხადებელი საქპატენტის წინაშე, თუკი ის ზოგადად წარმომადგენლის დანიშვნას საჭიროდ თვლიდა. აღნიშნული წესრიგი არ ქმნიდა პრობლემას. უფრო მეტიც, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ პატენტრწმუნებულს მიეყენებინოს ზიანი მარწმუნებლისთვის და შესაბამისად, საკითხზე რაიმე დავა წარმოშობილიყო.
აღნიშნული ფაქტები მოყვანილია იმის ემპირიულ მტკიცებულებად, რომ არ არსებობდა ისეთი გარდაუვალი აუცილებლობა (მაგალითად, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო მარწმუნებლის უფლებათა ხშირი დარღვევები) და შესაბამისად არ იყო ფაქტობრივი წინაპირობები იმისა, რომ სადავო ნორმებით პატენტრწმუნებულთა უფლებები ახალი ნორმებით დამატებით შეზღუდულიყო.
მოსარჩელე პატენტრწმუნებულთათვის მისაღები იქნებოდა ასოციაციის ნებაყოფლობითი წევრობა. ამ უკანასკნელში სავალდებულოდ გაწევრიანება არ არის აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, და გაუმართლებლად მკაცრად ზღუდავს მოსარჩელეთა შრომის თავისუფლებას.
გარდა 26-ე მუხლის პირველი პუნქტისა, მოსარჩელეთა პოზიციას ამყარებს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 მუხლის პირველი წინადადება, რომ „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ეკონომიკური თავისუფლების პირობებში, მეწარმისათვის, როგორც ბაზრის „მთავარი მოთამაშისთვის“ შეთავაზებული გარანტიები და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს განვითარება, ხელს უწყობს თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებას და არაპირდაპირ ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქმნის მათთვის უკეთესი ხარისხის საქონლის/მომსახურების კონკურენტულ ფასად წარმოების/მიწოდების პირობებს.[9] კანონმდებლის მიერ დაწესებული ახალი სამართლებრივი რეალობა რომელსაც ქმნის სადავო ნორმები, გაუმართლებელი ტვირთია პატენტრწმუნებულთა შრომითი და სამეწარმეო საქმიანობისათვის. საქართველომ თავის პრაქტიკით განმარტა, რომ „როცა თავისუფალ მეწარმეობაზეა საუბარი, საჭიროა გაირკვეს, როდის და რა ფარგლებში შეუძლია სახელმწიფოს, ჩაერიოს მისი განხორციელების პროცესში. როგორც წესი, სამეწარმეო საქმიანობა მეწარმეთა ავტონომიური ნების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს ამ ნების ჩამოყალიბების პროცესში ჩარევა, როცა არის იმის რეალური საშიშროება, რომ სუბიექტი მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და იმოქმედებს სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციების საწინააღმდეგოდ“.[10] მეწარმეობის თავისუფლებას სასამართლოს განმარტებით აქვს ადგილი ასევე შრომითი ურთიერთობების კონტექსტშიც, და აღიარებს რომ სახელმწიფოსთვის, „ვალდებულებას წარმოადგენს, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მეწარმეობას, არ დაადგინოს იმგვარი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუშლის ამ ბაზარზე მოქმედ პირთა ფუნქციონირებას“[11]
მოსარჩელეთა აზრით კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული შრომის თავისუფლებაში სახელმწიფო იმაზე მეტად მკაცრად ერევა, და უზღუდავს მოსარჩელეებს უფლებას თავისი ნებით გადაწყვიტონ თავიანთი შრომით სამართლებრივი თავუსუფლება, ვიდრე ამას ლეგიტიმური მიზნის მიღწევა საჭიროებს.
სწორედ ამიტომ, სადავო ნორმები, რომლებიც ავალდებულებენ მოსარჩელეებს აუცილებლად გაწევრიანდნენ პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში არღვევს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებებს და ამიტომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმები;.
ბ) საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეუსაბამობა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტთან
პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი ჩამოყალიბებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში. ამ უკანასკნელის თანახმად, კანონით „დაზღვეულ იქნა პატენტრწმუნებულის მიერ მისი შრომითი საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული მიზნით, პატენტრწმუნებული ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. ამ ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება პატენტრწმუნებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების (რესტიტუციის) შესრულების გარანტია, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ნდობას პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის მიმართ და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად წაახალისებს სამეცნიერო და კერძო სექტორებს”
სავალდებულო პროფესიული დაზღვევაც უნდა შემოწმდეს და დადგინდეს აქვს თუ არა კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ შრომის თავისუფლებაში სახელმწიფოს ჩარევას კონსტიტუციურ სამართლებრივი გამართლება. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სავალდებულო ხასიათი, თავისთავად ახდენს ზეგავლენას პირის თავისუფალ ნებაზე და მის თავისუფალი შრომის პიროებებზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ პირის თავისუფალ ნებაში ჩარევა სახეზეა. ახლა, მთავარი კითხვაა რამდენად გამოსადეგი, აუცილებელი და შესაბამისი საშუალებაა, სადავო ნორმებით შემოღებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მიზნის მისაღწევად. აღნიშნული დაზღვევა პირს ფინანსურ ტვირთად აწვება და შესაძლოა, მას სწორედ ამის გამო მოუწიოს თავისი პროფესიული/შრომითი საქმიანობის შეფერხებით წარმართვა (იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ არამხოლოდ სადაზღვევო გადასახადი, არამედ სერტიფიცირების და ასოციაციის წევრობის თანხაც ემატება მისი საქმიანობის ხარჯებს).
მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, ხომ არ არის სავალდებულო დაზღვევა იმაზე მეტი ტვირთი პატენტრწმუნებულისთვის, რაც მისი მიერ შესაძლო მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიას აღემატება და ამასთანავე ხომ არ არის შესაძლებელი პატენტრწმუნებულმა რესტიტუციის შესრულების გარანტია ყოველ ჯერზე, მარწმუნებელთან ურთიერთობისას ხელშეკრულებით აიღოს თავის თავზე?
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, არაპროპორციულად მაღალია, სავალდებულო დაზღვევის ჭერი 100 000 ლარი, რომელიც ასევე არათანაბარზომიერად ზღუდავს მოსარჩელეთა 26-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ თავისუფალი განვითარების და მის პროფესიული/შრომით საქმიანობის კონსტიტუციურ უფლებას, ისე როგორც 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ მეწარმეობის თავისუფლებას. აღნიშნულის მტკიცების საშუალებას გვაძლევს შემდეგი: პატენტრწმუნებულის შრომითი საქმიანობის ამოცანაა უფლებების მოპოვებაში დაეხმაროს მარწმუნებელს საქპატენტის წინაშე წარმომადგენლობის გაწევით. შესაბამისად, თუ უფლების მოპოვება ვერ ხერხდება მაქსიმუმი ზიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მისთვის გადახდილი გასამრჯელო და საქპატენტისთვის გადახდილი მთავრობის მიერ დადგენილი საფასური. ეს თანხები შეიძლება იყოს, გამონაკლის შემთხვევებში, დაახლოებით – 5000–6000 ლარის ფარგლებში გამოგონების შემთხვევაში და 3000 ლარამდე სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში (თუ საქმე დაჩქარებული წესით რეგისტრაციისას წარმომადგენლობას ეხება. ნათელია, რომ 100 000 ლარიანი სავალდებულო დაზღვევა არ პასუხობს ძირითადი უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების კრიტერიუმს. და შესაბამისად ასეთი ჩარევა მისი გაუმართლებელი სიმკაცრის გამო, არაკონსტიტუციურად უნდა შეფასდეს.
სრულიად შესაძლებელია, რომ პატენტრწმუნებულმა მომსახურება მარწმუნებლის მიმართ დარჩეს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. და არანაირი აუცილებლობა არ არის სახეზე, რომ სახელწმიფო თავისი საჯარო სამართლებრივი რეპრესიული მექანიზმით ჩაერიოს პატენტრწმუნებულს და მარწმუნებელს შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში.
გარდა ამისა, როგორც უკვე აღნიშნა, საქართველოში საპატენტო სფეროში საქმიანობის 30 წლიანი ემპირიული პრაქტიკა არსებობს იმისა, რომ საპატენტო სფერო არ შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი მომეტებული რისკების სფეროდ, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო სფერო, რომელშიც არც კი არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ადვოკატების ან ექიმებისათვის.
ზემოაღნიშნული მსჯელობით დასტურდება, რომ სადავო ნორმები ვერ ეთანადება ძირითადი უფლებაის (26-ე მუხლის პირველი პუნქტი) კონსტიტუციურ სამართლებრივი შეფასების თანაზომიერების ტესტს, რადგან არ იკვეთება ის აუცილებლობა, რომელიც გამოიწვევდა მოსარჩელეთა უფლების შეზღუდვას. ლეგიტიმურ მიზანს სახელწმიფომ ასეთი მკაცრი მოწესრიგების (სავალდებულო დაზღვევის) გარეშეც შეუძლია მიაღწიოს.
ყოველი აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეების მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო დაზღვევასთან დაწესებასთან დაკავშირებული სადავო ნორმები, კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნოს.
3. სადავო ნორმებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა
3.1. საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით
2023 წლის 17 მაისს ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – ,,საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ.
ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს და, ასევე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს.
ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებას წინ უძღოდა, არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს საპატენტო კანონში განხორციელებული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2023 წლის 16 მაისს. აღნიშნული ცვლილების შედეგად დასრულდა საქართველოს კანონმდებლობის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პირველი ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ არც ერთი ხელშეკრულებით, და არც რომელიმე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში სახელწმიფოს არ აუღია ვალდებულება რომ შეექმნა პატენტრწმუნებულთა სავალდებულო ასოციაცია, და დაედგინა პატენტრწმუნებულთათვის რაიმე სახის სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.
იმ მიზანს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნეს უფლებათა მფლობელებისთვის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაღალი დონე და მიღებულ იქნეს ზომები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ, შეუძლია სახელწმიფომ სხვადასხვა გზით მიაღწიოს. თუმცა მის მიერ შერჩეული უნდა იქნეს ისეთი გზა რომელიც ნაკლებად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, არ არის დისკრიმინაციული და ისე აღწევს მიზანს. ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) სადაც გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, რაც მათ შორის მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს ყველა სახელწმიფო სხვადასხვა გზით აწესრიგებს პატენტრწმუნებულთა სავალდებულო ასოციაციის თუ პროფესიული პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხებს. აღნიშნული მიმოხილული იქნება შემდეგ თავში, თუმცა აქ, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ: მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გახდილი ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ ეწინააღმდეგება რაიმე ფორმით სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას ამ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციიის წევრობას.
3.2. საერთაშორისო პრაქტიკა სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით
ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წევრი ქვეყნების ნაწილში სავალდებულოა პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობა, ნაწილში კი არ არის სავალდებულო.
გერმანიაში,[12] საპატენტო ადვოკატებისთვის სავალდებულოა წევრობა საპატენტო ადვოკატთა პალატაში (Patentanwaltskammer). მხოლოდ პალატაში რეგისტრირებულ პირებს აქვთ უფლება, ოფიციალურად იმუშავონ საპატენტო ადვოკატებად, პატენტრწმუნებულად. მათ ასევე აქვთ ვალდებულება რომ ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა 250 000 ევროს ზარალის ფარგებში. (§ 45 PAO Petentanwaltordnung). იგივე სამართლებრივ მოწესრიგებას ვხვდებით ავსტრიაშიც, წევრობა საპატენტო ადვოკატთა პალატაშიც ისე როგორც დაზღვევა სავალდებულოა. თუმცა, მათ განსხვავებით საქართველოს პატენტრწმუნებულებისაგან, შეუძლიათ წარმოადგინონ მესამე პირების ინტერესები მეორე და ასევე უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში. საქართველოს პატენტრწმუნებულებს, მიუხედავად სერტიფიკატისა და დაზღვევისა, მარწმუნებლის მხოლოდ პირველ ინსტანცია წარდგენის უფლება აქვს. მსგავსად გერმანიისა და ავსტრიისა, პოლონეთშიც[13] საპატენტო ადვოკატები აუცილებლად უნდა იყვნენ რეგისტრირებული პოლონეთის საპატენტო ადვოკატთა პალატაში (Polska Izba Rzeczników Patentowych). აღნიშნული ორგანიზაცია ახდენს პროფესიასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, და პასუხისმგებელია ლიცენზირებაზე. ლიცენზიის გარეშე არც ერთ პირს არ შეუძლია დაპატენტოს გამოგონება ან დაარეგისტრიროს სასარგებლო მოდელი, სასაქონლო ნიშანი და დიზაინი. იგივე მდგომარეობაა ლატვიაშიც[14] პატენტრწმუნებულებს სავალდებულოდ სჭირდებათ რეგისტრაცია ლატვიის საპატენტო ადვოკატთა ასოციაციაში (Latvijas Patentu Pilnvarnieku Asociācija). ეს აუცილებელია საპატენტო მომსახურების სამართლებრივად გაწევისათვის.
ანალიზი ცხადყოფს, რომ ისეთ ქვეყნებში სადაც სავალდებულოა პატენტრწმუნებულთა პროფესიულ კავშირში/გაერთიანებაში გაერთიანება და აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, საპატენტო მომსახურების სამართლებრივად მხოლოდ და მხოლოდ ამ კავშირში გაერთიანებული სავალდებულო დაზღვევის მქონე პირები ახორციელებენ. გარდა ამისა, იქ სადაც დაზღვევა სავალდებულოა პატენტრწმუნებულებისათვის, მათ მესამე პირების წარმოდგენის უფლება აქვთ ყველა ინსტანციაში იმ ქვეყნის სასამართლოში. (საქართველოს მოწესრიგებიდან განსხვავებით).
ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წევრი ქვეყნების ნაწილში არის სადავო საკითხის სხვაგვარი , მაგალითად შვეიცარიაში.[15] შვეიცარიაში საპატენტო ადვოკატებისთვის არ არსებობს სავალდებულო წევრობა. მართალია არსებობს შვეიცარელი საპატენტო ადვოკატების ასოციაცია (VSP), თუმცა წევრობა ნებაყოფლობითია. იგივე ვრცელდება დანიის[16]შემთხვევაშიც დანიშვნა საპატენტო ადვოკატად დანიაში არ საჭიროებს ლიცენზიას ან სავალდებულო წევრობას. თუმცა პროფესიონალი პატენტრწმუნებულთა დიდი ნაწილი ნებაყოფლობით უერთდება ADIPA-ს (Association of Danish Intellectual Property Attorneys), რომელთა წევრობაც ეს სავალდებულო არ არის. იგივე უნდა ითქვას პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, მართალია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა აქვთ პატენტრწმუნებულებს, თუმცა ის არ არის სავალდებულო, არის დამოკიდებული პატენტრწმუნებულის ნებაზე. რაც თავის მხრივ გამომდინარეობს, კონკრეტული პატენტრწმუნებულის სამუშაო სპეციფიკიდან. ზოგიერთი საჭიროებს ამას ხოლო ზოგიერთი არა.
ევროპის საპატენტო ორგანიზაციის ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ არის დერეგულირებული ეს სფერო. მაგალითად ისლანდია.[17] ისლანდიაში არ არსებობს არც სავალდებულო ლიცენზირება ან საპატენტო ადვოკატთა პალატაში წევრობის მოთხოვნა. ქვეყნის კანონმდებლობა არ მოითხოვს სპეციალურ რეგისტრაციას საპატენტო ადვოკატებისთვის. მიუხედავად ამისა, პროფესიონალებს შეუძლიათ ნებაყოფლობით შეუერთდნენ ისლანდიური საპატენტო პროფესიონალთა ასოციაცია (FEIS) ან საპატენტო და სასაქონლო ნიშნების ადვოკატთა ასოციაცია (FUVE). პატენტრწმუნებულად სამუშაოდ საერთოდ არ არის საჭირო განსაკუთრებული განათლების ან გამოცდის გავლა.
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე უკეთესად შეიძლება შეფასდეს ქართულ რეალობაში დამკვიდრებული ადრინდელი სადავო ნორმების შემოღებამდე არსებული პრაქტიკა.
განსხვავებულია მეორე და მესამე ტიპის მოწესრიგებები, რომლებიც არ უდგენენ პატენტრწმუნებულებს რაიმე შეზღუდვას არც ასოციაციაში სავალდებულო წევრობასთან და არც პროფესიული პასუხისმგებლობის პროფესიულ სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით, თუმცა სფეროში ოპერირება შეუძლია ყველას, ვინც იქნება პატენტის უფლების მფლობელის, მარწმუნებლის წარმომადგენელი.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება არც საერთაშორისო პრაქტიკას და არც საქართველოს კონსტიტუციას, რადგან არაპროპორციულად ზღუდავს პატენტრწმუნებულთა შრომით საქმიანობის და დისკრიმინაციულია - პატენტრწმუნებულთათვის ჩვეულწბრივ წარმომადგენელთან შედარებით, რომელსაც არა აქვს დაწესებული არანაირი სპეციალური მოთხოვნები არც განათლებასა და პროფესიულ გამოცდილებასთან და არც ასოციაციაში სავალდებულო გაწევრებასთან თუ სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით.
4. სასარჩელო მოთხოვნა:
რადგან სადავო ნორმები ზღუდავენ საქართველოს პატენტრწმუნებულთა შრომის თავისუფლებას, ქმნიან, არათანაბარ დისკრიმინაციულ პირობებს (პატენტრწმუნებულებს აყენებენ წარმომადგენლებთან შედარებით არახელსაყრელ პირობებში), ამასთანავე სარჩელში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით, განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ ჩამოთვლილი სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტთან მიმართებით:
· საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის მე-29 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი -
· საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანების სიტყვები „სავალდებულო“ რომელიც ბრძანების ტექსტში 13-ჯერ არის მოხსენიებული: ბრძანების დასახელებაში, პირველი მუხლი, მე-2 მუხლი, მე-3 მუხლი, მე-4 მუხლში, მე-4 მუხლის ასევე ა) და ბ) ქვეპუნქტებში, მე-5 მუხლში 2-ჯერ, მე-8 მუხლში, და მე-9 მუხლში.
[1] საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 12 მარტის № 2/2/277 განჩინება საქმეზე მოსარჩელე მურმან ბაკურაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, I-3
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №1/2/1248 გადაწყვეტილება II- 36.
[4] საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი. ავტორთა კოლექტივი. თბილისი, 2013. გვ. 362.
[5] Iahnel, D, in: Marten/Papier (Hg), Handbuch der Grundrechte in Deutschland und Europa, B. VII/1, Aufl. 2., 2014 S. 863 ff.
[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ, II. 61.
[7] ლოლაძე ბ., ფირცხალაშვილი ა., ძირითადი უფლებები, კომენტარი, თბილისი 2023, გვ. 64, აბზ. 188.
[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30; №2/1/536 გადაწყვეტილება, II-71; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-2, 3
[10] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის № 1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-6;
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეში „საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II- 51
[12] Patentgesetz (PatG), § 3, § 4 und § 47, Patentanwaltsordnung (PAO), § 2, § 4 PAO https://www.patentanwalt.de/en/
[13] Polska Izba Rzeczników Patentowych (PIRP), იხ.: https://www.rzecznikpatentowy.org.pl/
[14] „Patentu likums“ იხ.: https://www.lrpv.gov.lv/en
[15] „Patentgesetz“ (PatG) Gesetz Nr. 232.1, იხ.: https://www.ige.ch/de/
[16] Patent- og Varemærkestyrelsen, იხ.: https://www.dkpto.dk/
[17] „Lög um einkaleyfi“ N 17/2013, იხ.: https://www.reglugerd.is/reglugerdir/eftir-raduneytum/atvinnuvega--og-nyskopunarraduneyti/nr/18300
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა