ანდრო ჭიჭინაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1985 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ევა გოცირიძე, |
| ავტორ(ებ)ი | ანდრო ჭიჭინაძე |
| თარიღი | 13 ნოემბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება 1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე. 2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. | მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. |
| მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება 1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე. 2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. | მუხლი 17. აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლების უფლებები 1. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. 5. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. |
| მუხლი 131. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება 1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე. 2. სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. | მუხლი 31. საპროცესო უფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 3. დაცვის უფლება გარანტირებულია. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს; ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ: მოსარჩელე გახლავთ აწ უკვე მსჯავრდებული ანდრო ჭიჭინაძე, რომლის ძირითადი უფლებებიც შეიზღუდა სადავო ნორმებით (იხ. დანართით წარმოდგენილი მტკიცებულებები). გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, მე-17 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-5 პუნქტებით, ასევე, 31-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტებით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოთხოვნის არსი და დასაბუთება “Fight for the things that you care about. But do it in a way that will lead others to join you.” Ruth Bader Ginsburg 1. შესავალი 2025 წლის 3 სექტემბერს პირველი ინსტანციის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალდების სამართლებრივი კვალიფიკაცია შეცვალა და განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა. აღნიშნული მუხლი ეხება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ან ასეთ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძემ 2026 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი პროევროპული აქციების 11 მონაწილის მიმართ. ზემოთ აღნიშნული პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს 2024 წლის 07 დეკემბრიდან დღეის ჩათვლით. კერძოდ, 2025 წლის 26 ივნისიდან შეიზღუდა სასამართლოში ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია. ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად იმავე საქმეში მყოფი 10 პირის საქმე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელზედაც გავრცელდა აღნიშნული შეზღუდვა. მას შემდგომ, არაერთხელ მიმართვისა და განცხადების მიღების დადასტურების მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არცერთხელ საშუალება არ მიუცია მედიისთვის რომ განხორციელებულიყო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეო გადაღება ან ტრანსლაცია. მეტიც, არცერთ შემთხვევაში პასუხი არ გაუცია განმცხადებლის მოთხოვნისთვის. მათ შორის, 2025 წლის 08 აგვისტოს ელექტრონულ მისამართზე ************, ელექტრონული მისამართიდან ********** , შპს „ტელეკომპანია პირველის“ იურიდიულმა სამსახურმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა განცხადებით, რათა საბჭოს გაეცა თანხმობა ანდრო ჭიჭინაძის საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით 2025 წლის 11, 12, 14 და 20 აგვისტოს პროცესებისთვის. ასევე, შეზღუდვის ამოქმედების დღიდან ონლაინ მედია „პუბლიკა“-მ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არაერთხელ მიმართა განცხადებით ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა საქმის სხდომის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის განხორციელების მიზნით, თუმცა ვერცერთხელ თანხმობა ვერ მიიღო. მათ შორის, იყო მოთხოვნა 2025 წლის 30 ივნისის განცხადების საფუძველზე. 2025 წლის 26 ივნისს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მეორე პუნქტს დაემატა წინადადება, რომლის შესაბამისად „სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.” 2025 წლის 2 ივლისის ცვლილებებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის მეორე პუნქტი კვლავ მოდიფიცირდა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით, რომელიც აქტუალურ ვერსიას წარმოადგენს: „ სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღებისა და აუდიოჩაწერის მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით.“ გასაჩივრებული ნორმების საჯარო ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებელი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, სასამართლო პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და პირადი ცხოვრების დაცვა, ასევე სასამართლოში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. განსახილველი სარჩელის ფარგლებში დავის საგანია, თუ რამდენად თანაზომიერია (პროპორციულია) სწორედ ამ მიზნების მისაღწევად ისეთი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია ყოველ კონკრეტულ სხდომაზე დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, დავის საგანია “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მის სრულ იზოლაციას საზოგადოებისგან. პირიქით, დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას თან ახლავს მაღალი ანგარიშვალდებულება, რომელიც, პირველ რიგში, მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და საჯაროობის გზით ხორციელდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ნებისმიერი უფლებაშემზღუდველი რეგულაცია უნდა აკმაყოფილებდეს თანაზომიერების (პროპორციულობის) მკაცრი ტესტის მოთხოვნებს. ანდრო ჭიჭინაძის საქმეში ნაკლებად შემზღუდველი ალტერნატიული საშუალებები აშკარად არსებობს. კერძოდ, ლეგიტიმური მიზნების (მაგალითად, მოწმის უსაფრთხოება ან არასრულწლოვნის ინტერესები) მისაღწევად სასამართლოს შეუძლია დროებით, ლოკალურად შეზღუდოს გადაღება მხოლოდ კონკრეტული საპროცესო მოქმედების ან კონკრეტული მოწმის დაკითხვისას და არა ბლანკეტურად - მთელ სასამართლო პროცესზე. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ სასამართლო სხდომა, როგორც წესი, ღია ანუ საჯაროა. საჯაროობა მხოლოდ დარბაზში მსმენელთა ყოფნას არ ნიშნავს - მისი მიზანია მართლმსაჯულების გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი კონტროლი. საჯარო განხილვა გულისხმობს არა მხოლოდ დარბაზში შესვლის შესაძლებლობას, არამედ საზოგადოების რეალურ შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მედიის გადაღების სრული აკრძალვა ან მისი მხოლოდ ადმინისტრაციულ ნებართვაზე დამოკიდებულება შეიძლება ამ საჯაროობის პრინციპის შეზღუდვად შეფასდეს. თუ სასამართლო პროცესის გადაღება დამოკიდებულია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთჯერად ნებართვაზე, ხოლო უარის თქმის კრიტერიუმები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, შეიძლება ითქვას, რომ საჯაროობის კონსტიტუციური გარანტია მნიშვნელოვნად იზღუდება. პროცესის აუდიო-ვიდეოგაშუქების აკრძალვა ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ. მოსარჩელე აწ უკვე მსჯავრდებული ანდრო ჭიჭინაძეა და ის ასაჩივრებს იმ ნორმას (საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-131 მუხლი), რომლის საფუძველზეც მის სასამართლო პროცესზე აიკრძალა ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია, ხაზგასასმელია, რომ მითითებული ნორმების საფუძველზე ირღვევა საქართველოს მოქალაქე ანდრო ჭიჭინაძის გამოხატვის თავისუფლების ის ნაწილი, რომელიც მის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას გულისხმობს, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე ალტერნატივა: “ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად ... გაავრცელოს ინფორმაცია” და მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც ზღვარს განსაზღვრავს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის დასაშვებობისას. ხაზგასასმელია, რომ გასაჩივრებული ნორმის ფარგლებში ეს ზღვარი დაცული არ არის. გადაღება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვაზეა დამოკიდებული და არ არსებობს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები და შექმნილია ე.წ. წინასწარი ადმინისტრაციული კონტროლის (prior restraint) მექანიზმი, რაც გამოხატვის თავისუფლებაში ინტენსიურ ჩარევად შეიძლება შეფასდეს. მართალია, ეს გამოხატვის თავისუფლება პირველ რიგში ჟურნალისტებისა და მედიის უფლებას იცავს, მაგრამ ანდრო ჭიჭინაძესაც შეუძლია მიუთითოს, რომ მას აქვს უფლება, მისი სასამართლო პროცესი საზოგადოებამ სრული და დაუმახინჯებელი ფორმით იხილოს. პროცესის აუდიო-ვიდეოგაშუქების აკრძალვა ზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ინფორმაცია მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, სადავო ნორმების საფუძველზე ირღვევა საქართველოს მოქალაქე ანდრო ჭიჭინაძის სამართლიანი სასამართლოს უფლება, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მეორე წინადადება (სამართლიანი განხილვის უფლება). მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე საჯაროობის შემცირება ამცირებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას, რაც სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მედიის ინტერესი. ხაზგასასმელია, რომ: გასაჩივრებული ნორმა უშუალოდ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე იქნა გამოყენებული; სწორედ ამ ნორმის საფუძველზე საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა სრულად ენახა სასამართლო პროცესი; შედეგად, შეიზღუდა მოსარჩელის უფლება, რომ საქმე განხილულიყო რეალურად საჯარო გარემოში, რაც კონსტიტუციის 31-ე მუხლითაა გარანტირებული. გარდა ზემოაღნიშნულისა, გასაჩივრებული ნორმებით ირღვევა, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქე ანდრო ჭიჭინაძის დაცვის უფლება, უზრუნველყოფილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი (დაცვის უფლება). ეს უფლება ირღვევა, რადგან გადაღება მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნებართვაზეა დამოკიდებული, რაც არ საჩივრდება. ამასთან, გასაჩივრებული ნორმებით ირღვევა, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლიც, რომელიც იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რაც მოიცავს ინდივიდის შესაძლებლობას, საკუთარი პიროვნული იდენტობა, რეპუტაცია და საზოგადოებრივი ურთიერთობები განავითაროს სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევის გარეშე. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, გასაჩივრებული ნორმები არღვებს მთელ რიგ მუხლებს. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის არა ის, რომ კონვენცია გარანტირებულად ანიჭებს მედიას სასამართლოს გადაღების უფლებას (ასეთი პირდაპირი უფლება კონვენციაში არ არსებობს), არამედ ის, რომ სრული, ზოგადი აკრძალვა და ნებართვის დისკრეციულ რეჟიმზე გადასვლა შესაძლოა შეუთავსებელი იყოს კონვენციის რამდენიმე მუხლთან. პირველ რიგში, საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება). ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, მე-10 მუხლი იცავს არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების, არამედ მისი მოპოვების შესაძლებლობასაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტების საქმიანობას და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებს. სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ მედია ასრულებს „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ (public watchdog) ფუნქციას. ამიტომ ისეთი სისტემა, რომელიც სასამართლო პროცესების გაშუქებას მთლიანად დამოკიდებულს ხდის ადმინისტრაციული ორგანოს წინასწარ ნებართვაზე, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას და უნდა აკმაყოფილებდეს კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს: ჩარევა უნდა იყოს კანონით დადგენილი, ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მეორე მნიშვნელოვანი ნორმაა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სასამართლო განხილვა უნდა იყოს საჯარო. მართალია, „საჯარო განხილვა“ არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა არსებობდეს ვიდეოგადაღების უფლება, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ საჯაროობა ემსახურება სასამართლოს ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფას. შესაბამისად, თუ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სასამართლო პროცესების დოკუმენტირება და საზოგადოების ინფორმირება, შეიძლება დადგეს კითხვა, ხომ არ ზიანდება საჯარო განხილვის პრინციპი. ამასთან, შესაძლებელია განხილულ იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უარის გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმი არ არსებობს ან მხოლოდ ფორმალურია. ასეთ ვითარებაში პრობლემა უკვე მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებას აღარ შეეხება, არამედ ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობასაც. ევროპული კონვენცია არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღება ყოველთვის დაუშვან. ბევრ ევროპულ სახელმწიფოში მართლაც მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვა. თუმცა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა განსაკუთრებულად კრიტიკულია, როდესაც: აკრძალვა არის ზოგადი და ბლანკეტური; გადაწყვეტილება მთლიანად დამოკიდებულია ადმინისტრაციული ორგანოს ფართო დისკრეციაზე; კანონი არ განსაზღვრავს მკაფიო კრიტერიუმებს, როდის უნდა გაიცეს ნებართვა; არ არსებობს ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი; შეზღუდვა განსაკუთრებით ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს მართლმსაჯულების ღიაობა და გამჭვირვალობა. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა არ გამორიცხავს მის საზოგადოებრივ კონტროლს, არამედ პირიქით, სწორედ საჯაროობის პრინციპი უზრუნველყოფს, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს კანონის შესაბამისად, დაცული იყოს პროცესის მონაწილეთა უფლებები და გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ. ამ პრინციპის არსი გამოიხატება იმაში, რომ სასამართლო არა მხოლოდ უნდა ახორციელებდეს სამართლიან მართლმსაჯულებას, არამედ საზოგადოებას უნდა შეეძლოს დარწმუნდეს, რომ ეს მართლაც ასე ხდება. თანამედროვე ციფრულ ეპოქაში სასამართლო სხდომის საჯაროობა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო დარბაზში ფიზიკური დასწრების შესაძლებლობით. ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე საშუალებები, მათ შორის აუდიო-ვიდეოჩაწერა და პირდაპირი ტრანსლაცია, სასამართლო პროცესის საჯაროობის ეფექტიანი უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მექანიზმად იქცა. განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მედიის მიერ სასამართლო პროცესის გაშუქება ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას, მართლმსაჯულების გამჭვირვალობას და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის განმტკიცებას. წინამდებარე სამართლებრივი ანალიზი და საკონსტიტუციო სარჩელი შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც არეგულირებს სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, კინო, ვიდეო და აუდიოჩაწერის, აგრეთვე პირდაპირი ტრანსლაციის წესს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულირება, იმ ნაწილში, სადაც იგი აუდიო-ვიდეოგადაღებასა და ტრანსლაციას დამოკიდებულს ხდის ფართო დისკრეციასა და ბლანკეტურ შეზღუდვებზე, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. ანდრო ჭიჭინაძის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოება, რომელმაც საქმის დაწყებიდანვე გამოიწვია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. საქმის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება განპირობებულია როგორც ბრალდებულის პიროვნებით, ისე იმ გარემოებებით, რომელთა კონტექსტშიც განხორციელდა მისი სისხლისსამართლებრივი დევნა. აღნიშნულის გამო სასამართლო პროცესი გასცდა მხოლოდ კერძო სამართლებრივი შემთხვევის ფარგლებს და იქცა საზოგადოებრივი დისკუსიის საგნად მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ. სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებმა და საზოგადოების ნაწილმა გამოხატეს ინტერესი პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღებისა და პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელების მიმართ, რათა საზოგადოებას ჰქონოდა შესაძლებლობა, სრულყოფილად გაცნობოდა სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს, მხარეთა პოზიციებსა და სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის საქმეზე სასამართლო პროცესის ფართო საჯაროობა ემსახურება როგორც საზოგადოების ინფორმირების ინტერესს, ისე მისი, როგორც ბრალდებულის, კანონიერ ინტერესს. სასამართლო სხდომების ღიაობა უზრუნველყოფს, რომ საზოგადოებას უშუალოდ შეექმნას წარმოდგენა სასამართლო განხილვის მიმდინარეობაზე, მტკიცებულებების შეფასებასა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რაც ხელს უწყობს სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობასა და საზოგადოების ნდობის განმტკიცებას. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლი არეგულირებს სასამართლო სხდომების ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეო- და აუდიოჩაწერის, აგრეთვე მათი ტრანსლაციის წესს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა, იმ ნაწილში, სადაც იგი სასამართლო სხდომების აუდიო-ვიდეოგადაღებასა და ტრანსლაციას აბსოლუტურად ზღუდავს ან მათ განხორციელებას შესაბამისი ორგანოს ან სასამართლოს შეუზღუდავ დისკრეციულ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულს ხდის, არ უზრუნველყოფს ფუნდამენტური უფლებების სათანადო დაცვას. მოსარჩელის შეფასებით, სადავო რეგულირება არ ეფუძნება ინდივიდუალური გარემოებების შეფასების პრინციპს. იგი ქმნის ისეთ სამართლებრივ რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეოგადაღებისა და ტრანსლაციის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სათანადო, სიღრმისეული სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, მაშინ როდესაც მსგავსი შეზღუდვა პირდაპირ აისახება როგორც გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაზე, ისე სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპის ეფექტიან განხორციელებაზე. სწორედ ამიტომ, ის ითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებას. მომდევნო ქვეთავები მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლების და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლების ანალიზს, რომლის ფარგლებში წარმოდგენილია დასაბუთება, თუ რატომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცის ჩამოთვლილი მუხლები საქართველოს მოქალაქე ანდრო ჭიჭინაძის მიმართ. 2. საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი ნორმები და დასაბუთება 2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რაც მოიცავს ინდივიდის შესაძლებლობას, საკუთარი პიროვნული იდენტობა, რეპუტაცია და საზოგადოებრივი ურთიერთობები განავითაროს სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევის გარეშე. სისხლისსამართლებრივი დევნის პირობებში ბრალდებულის რეპუტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. საზოგადოებაში გავრცელებულმა არასრულმა ან ცალმხრივმა ინფორმაციამ შესაძლოა მნიშვნელოვანი და შეუკეთებელი ზიანი მიაყენოს პირის სოციალურ და პროფესიულ მდგომარეობას. ამდენად, თუ თავად ბრალდებული გამოხატავს ნებას, რომ სასამართლო პროცესი იყოს მაქსიმალურად საჯარო და საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა უშუალოდ გაეცნოს დაცვის მხარის არგუმენტებსა და პროცესის მიმდინარეობას, სახელმწიფომ ასეთი ინტერესის შეზღუდვა განსაკუთრებით დამაჯერებელი, ვიწროდ მიზანმიმართული და კონკრეტული საფუძვლებით უნდა დაასაბუთოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით „... დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). პირის თავისუფლება საკუთარ ნებასა და ქმედებაზე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სივრცეში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-9).[1] პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“.[2] როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმების საჯარო ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებელი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, სასამართლო პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და პირადი ცხოვრების დაცვა, ასევე სასამართლოში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, სავადო ნორმები ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების (პროპორციულობის) პრინციპის მოთხოვნებს კონსტიტუცის მე-12 მუხლთან მიმართებით, რადგან გამოსადეგია, მაგრამ არ არის აუცილებელი ანუ არ წარმოადგენს ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას (ანდრო ჭიჭინაძის საქმე რეზონანსულია და მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს საკუთარ, თუნდაც პროფესიულ ავტორიტეტზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა სხდომაზე ფოტო-, ვიდეო-, აუდიოგადაღების მეშვეობით) ამ ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლში არათანაზომიერია და სადავო ნორმები ამ მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა შეფასდეს. 2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტი, მე-2 პუნქტი და მე-5 პუნქტი (გამოხატვის თავისუფლება) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი იცავს აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლებას, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფალ საქმიანობას. აღნიშნული უფლება წარმოადგენს დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველს, რადგან სწორედ ინფორმაციის თავისუფალი მიმოქცევა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და სახელმწიფო ხელისუფლების საქმიანობაზე ეფექტიან საზოგადოებრივ კონტროლს. სასამართლო ხელისუფლება, მიუხედავად მისი დამოუკიდებლობისა, არ არის გამორიცხული საზოგადოებრივი კონტროლის სფეროდან. პირიქით, სასამართლო პროცესის საჯაროობა მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელი ელემენტია. იმ საქმეებში, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს, საზოგადოების უფლება, მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. სადავო ნორმა სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეოგადაღებასა და პირდაპირ ტრანსლაციას ზღუდავს ისეთი ფორმით, რომელიც არსებით გავლენას ახდენს როგორც მედიის შესაძლებლობაზე, გაავრცელოს ინფორმაცია, ისე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობის შესახებ. თანამედროვე პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი სასამართლო სხდომას ფიზიკურად ვერ ესწრება, ვიდეოტრანსლაცია სასამართლო პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და შეუცვლელი საშუალებაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინა პირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“.[3] საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას“.[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს. ...დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა, რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს“.[5] საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების დაცულობა, საზოგადოდ, გულისხმობს ინფორმაციისა და იდეების მიღებისა და გავრცელების შესაძლებლობას მათი შინაარსის მიუხედავად. ინფორმაციისა და იდეების შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის ფორმები, პროდუცირებისა თუ გავრცელების საშუალებები. ამასთანავე, როდესაც საქმე შეეხება აზრებს, იდეებს, მოსაზრებებსა და შეხედულებებს, მათი დაცულობისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ღირებულია ისინი, რადგან არაგონივრული იქნებოდა, აზრები დაყოფილიყო ღირებულ და არაღირებულ აზრებად. თუმცა დაცულობის ხარისხი იზრდება, როდესაც ინფორმაცია და იდეები შეეხება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს, მისი ნამდვილი ინტერესის საგანს.[6] როგორც აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმების საჯარო ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებელი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, სასამართლო პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და პირადი ცხოვრების დაცვა, ასევე სასამართლოში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მიუხადავად ამისა, სადავო ნორმები საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურია, რადგან ისინი გამოსადეგია დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, მაგრამ არ არის აუცილებელი ამავე მიზნების მისაღწევად. ჩარევა გამოხატვის თავისუფლების იმ კომპონენტში, რომელიც საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას გულისხმობს არათანაზომიერია და შესატყვისად, გასაჩივრებული ნორმები ანტიკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებითაც. 2.22. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მეორე წინადადება და საჯაროობის პრინციპი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი თითოეულ პირს ანიჭებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. აღნიშნული უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სასამართლო განხილვის საჯაროობა, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო საქმიანობის გამჭვირვალობას და იცავს პროცესის მონაწილეებს თვითნებობისა და მიკერძოების რისკისგან. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში მხოლოდ სასამართლო დარბაზში ფიზიკური დასწრების შესაძლებლობა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს საჯაროობის პრინციპის ეფექტიან განხორციელებას. დარბაზის შეზღუდული ტევადობა, უსაფრთხოების მოთხოვნები და საზოგადოების მაღალი ინტერესი ხშირად შეუძლებელს ხდის ყველა მსურველის დასწრებას. ასეთ პირობებში აუდიო-ვიდეოტრანსლაცია წარმოადგენს საჯაროობის პრინციპის პრაქტიკული განხორციელების უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, თავის თავში, არაერთ უფლებრივ კომპონენტს აერთიანებს და გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ, სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმატიული წესრიგის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ... თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“.[7] როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმების საჯარო ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებელი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, სასამართლო პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და პირადი ცხოვრების დაცვა, ასევე სასამართლოში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, საქმის გონივრული და სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს საზოგადოების ჩართულობას ღია განხილვის მიმდინარეობისას. გასაჩივრებული ნორმებით სამართლიანი განხილვის უფლების ეს კომპონენტი მნიშვნელოვანწილად იზღუდება. გასაჩვრებული ნორმები გამოსადეგია, მაგრამ არ არის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი ანუ აუცილებელი საშუალება ამავე მიზნების მისაღწევად. შესაბამისად, გასაჩივრებული ნორმები ანტიკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებითაც. 2.3. სუბსიდიურად საქართველოს კონსტიტუციოს 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი (დაცვის უფლება) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით უზრუნველყოფილია სამართლიანი სასამართლოს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტი, როგორიც არის დაცვის უფლება. დაცვის უფლება წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელ ნაწილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „დაცვის უფლების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირს, რომლის მიმართაც გარკვეული პროცესუალური ზომები ტარდება, უნდა გააჩნდეს შესაბამის პროცედურასა და მის შედეგზე ეფექტური ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა“.[8] როგორც არაერთგზის აღინიშნა, გასაჩივრებული ნორმების საჯარო ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს მართლმსაჯულების დამოუკიდებელი და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა, სასამართლო პროცესის მონაწილეთა უფლებებისა და პირადი ცხოვრების დაცვა, ასევე სასამართლოში წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მიუხედავად ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში აიკრძალოს ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია, არ საჩივრდება. რაც გულისხობს, რომ მხარე და ამ შემთხვევაში, ანდრო ჭიჭინაძე მოკლებულია სასამართლო პროცედურებსა და მის შედეგზე ეფექტიანი ზეგავლენის შესაძლებლობას. შესაბამისად, ჩარევა დაცვის უფლებაში ინტენსიურია, არ არის აუცილებელი (ანუ ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება) და არათანაზომიერია (არაპროპორციულია). რაც გულისხმობს, რომ სადავო ნორმები ანტიკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებითაც. 3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესატყვისი მუხლები და აქტუალური მართლმსაჯულება 3.1. კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა — გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მიერ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Pinto Coelho v. Portugal (No. 2) აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებრივი ინტერესის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს და სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ მოთხოვნებს.[9] სასამართლომ ასევე არაერთხელ განმარტა, რომ პრესა ასრულებს დემოკრატიული საზოგადოების „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ (public watchdog) ფუნქციას, რაც ნათლად გამოიკვეთა საქმეებში Bédat v. Switzerland [10]და Sunday Times v. United Kingdom (No. 1)[11]. სასამართლოს მიერ ვიდეოგადაღებისა და ტრანსლაციის ბლანკეტური ან არასათანადოდ დასაბუთებული შეზღუდვა წარმოადგენს მედიისა და საზოგადოების გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქმეებს: · Selmani and Others v. North Macedonia — სასამართლომ აღნიშნა, რომ ჟურნალისტების გაძევება სასამართლოს შენობიდან, მიუხედავად იმისა, რომ მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო, შეეხო მედიის „საზოგადოებრივი მეთვალყურის“ ფუნქციას და სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მაქსიმალურად უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობა. · Mándli and Others v. Hungary — სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალისტების დაშვების უარი პარლამენტში იყო მე-10 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა, რადგან მედია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდა. · Szurovecz v. Hungary — სასამართლომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, გარკვეულ გარემოებებში უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მოპოვების რეალური შესაძლებლობა. რადგან სხდომა დაიხურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბლანკეტური გადაწყვეტილებით, ჩნდება პირველი მნიშვნელოვანი პრობლემა. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კანონი“ მხოლოდ ფორმალურად არსებული ნორმა არ არის. იგი უნდა იყოს: ხელმისაწვდომი; განჭვრეტადი; შეიცავდეს თვითნებობისგან დამცავ საკმარის გარანტიებს. ბლანკეტური ნორმა, რომელიც ყველა მსჯავრდებულის საქმეზე ავტომატურად კრძალავს ვიდეოგადაღებას, ფოტოგადაღებას ან მედიის დასწრებას, ინდივიდუალური შეფასების გარეშე, მნიშვნელოვნად ასუსტებს კანონიერების მოთხოვნას. სტრასბურგის სასამართლო განსაკუთრებით უარყოფითად აფასებს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც ეფუძნება ავტომატურ წესს და არა კონკრეტული საქმის გარემოებებს. ბლანკეტური შეზღუდვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი: არ ითვალისწინებს კონკრეტული საქმის თავისებურებებს; არ ახდენს სხვადასხვა ინტერესის დაბალანსებას; ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას შეზღუდვას. ევროპული სასამართლოს მიდგომით, ასეთ შემთხვევებში სასამართლომ უნდა შეაფასოს, მაგალითად: არსებობს თუ არა რეალური საფრთხე მართლმსაჯულებისთვის; შესაძლებელია თუ არა მხოლოდ ტრანსლაციის აკრძალვა, მაგრამ ჟურნალისტების დაშვება; შესაძლებელია თუ არა გადაღება პროცესის გარკვეულ ეტაპზე; შესაძლებელია თუ არა სახეების დაფარვა ან სხვა ტექნიკური შეზღუდვები. თუ ასეთი შეფასება საერთოდ არ მომხდარა, პროპორციულობის მოთხოვნა დარღვეულია. სასამართლოს პრაქტიკაში არაერთხელ აღინიშნა, რომ: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის სფეროა; სასამართლოების საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს საზოგადოებრივ კონტროლს; მედია სწორედ ამ კონტროლის განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტია. თუ საქმე ეხება მსჯავრდებულის უფლებებს, სასჯელის აღსრულებას, პირობით ვადამდე გათავისუფლებას, რეჟიმის შეცვლას ან სხვა მნიშვნელოვან საკითხს, საზოგადოების ინტერესი მართლმსაჯულების გამჭვირვალობის მიმართ ხშირად განსაკუთრებით მაღალია. კონვენციის მე-10 მუხლის სტანდარტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი ბლანკეტური გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლო სხდომაზე კრძალავს: · მხოლოდ მედიასაშუალებების დასწრებას; · ვიდეოგადაღებას; · ფოტოგადაღებას; · პირდაპირ ტრანსლაციას, სერიოზულ ეჭვს ბადებს კონვენციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. მართალია, მართლმსაჯულების ინტერესების, სასამართლოს ავტორიტეტის ან პროცესის მონაწილეთა დაცვის მიზნით შეზღუდვა პრინციპულად დასაშვებია, მაგრამ ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით ასეთი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ შეფასებას, შეიცავდეს შესაბამის და საკმარის დასაბუთებას და აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მოთხოვნას. მხოლოდ ზოგადი, წინასწარ დადგენილი აკრძალვა, რომელიც არ ითვალისწინებს კონკრეტული საქმის გარემოებებს და არ განიხილავს ნაკლებად შემზღუდველ ალტერნატივებს, ვერ დააკმაყოფილებს კონვენციის მე-10 მუხლის „აუცილებლობის დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ტესტს.[12] 3.2. კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა — სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი თითოეულ პირს ანიჭებს სამართლიანი და საჯარო სასამართლო განხილვის უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა დემოკრატიული მართლმსაჯულების არსებითი კომპონენტია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების ან სისხლისსამართლებრივი ბრალდების განსაზღვრისას პირს აქვს უფლება, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ სამართლიანად, საჯაროდ და გონივრულ ვადაში. საჯაროობის პრინციპი მოიცავს ორ ურთიერთდაკავშირებულ, მაგრამ დამოუკიდებელ მოთხოვნას: სასამართლო განხილვის საჯაროობას — საზოგადოებასა და მედიას რეალურად უნდა შეეძლოთ სხდომაზე დასწრება; სასამართლო გადაწყვეტილების საჯაროობას — გადაწყვეტილება ან მისი არსებითი ნაწილი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, საჯაროობა იცავს მხარეებს მართლმსაჯულების ფარულად განხორციელებისგან, უზრუნველყოფს სასამართლო საქმიანობის საზოგადოებრივ კონტროლს და ხელს უწყობს სასამართლოსადმი ნდობის შენარჩუნებას. საჯაროობა ამგვარად არა მხოლოდ ინდივიდის საპროცესო უფლება, არამედ დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების ლეგიტიმურობის გარანტიაა. მე-6 მუხლი საჯაროობის უფლებას აბსოლუტურ უფლებად არ განიხილავს. პრესა და საზოგადოება შეიძლება გამოირიცხოს მთელი პროცესიდან ან მისი ნაწილიდან: · მორალის დაცვის მიზნით; · საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით; · ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე; · არასრულწლოვანთა ინტერესების დასაცავად; · მხარეთა პირადი ცხოვრების დასაცავად; · განსაკუთრებულ გარემოებებში, როდესაც საჯაროობა მართლმსაჯულების ინტერესებს ზიანს მიაყენებდა. თუმცა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ მოცულობით, რამდენადაც იგი მკაცრად აუცილებელია. სასამართლოს მიერ დახურული განხილვის შესახებ ზოგადი მითითება ან აბსტრაქტული საფუძვლის დასახელება საკმარისი არ არის. ეროვნულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს კონკრეტული საფრთხე, დაასაბუთოს შეზღუდვის აუცილებლობა და შეაფასოს, შეიძლებოდა თუ არა მიზნის მიღწევა ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან შეიძლება გამოიყოს შემდეგი კრიტერიუმები: · საჯაროობის შეზღუდვა უნდა უკავშირდებოდეს მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ერთ-ერთ ლეგიტიმურ ინტერესს. მხოლოდ ადმინისტრაციული მოხერხებულობა, სხდომის ჩატარების ადგილი ან სახელმწიფოს ზოგადი მითითება უსაფრთხოებაზე საკმარისი არ არის. · ეროვნულმა სასამართლომ უნდა ახსნას, რატომ ქმნიდა სწორედ საჯარო განხილვა რეალურ საფრთხეს. შეზღუდვა არ უნდა ეფუძნებოდეს ავტომატურ ან ფორმალურ წესს. · დახურული სხდომის გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს კონკრეტული საქმის გარემოებებს. მთელი კატეგორიის საქმეების ავტომატურად დახურვა, როგორც წესი, პრობლემურია. · თუ კონფიდენციალური ინფორმაცია ეხება მტკიცებულებათა ან განხილვის მხოლოდ ნაწილს, მთელი პროცესის დახურვა შეიძლება არაპროპორციული იყოს. სასამართლომ უნდა განიხილოს ნაწილობრივი დახურვა, პირადი მონაცემების დაფარვა ან სხვა ნაკლებად შემზღუდველი ზომა. · ფორმალურად „ღია“ სხდომა შეიძლება პრაქტიკაში არასაჯარო აღმოჩნდეს, თუ საზოგადოებას არ მიეწოდება ინფორმაცია სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, სხდომა ტარდება მიუწვდომელ დაწესებულებაში ან დაშვებისთვის გადაულახავი დაბრკოლებები არსებობს. · დახურვის შესახებ გადაწყვეტილება, როგორც წესი, უნდა იყოს დასაბუთებული, მხარეებს უნდა შეეძლოთ მის წინააღმდეგ პოზიციის გამოხატვა და შეზღუდვა უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლს. საქმეში Riepan v. Austria სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომის საჯაროობა იცავს პროცესის მონაწილეებს ფარული მართლმსაჯულებისაგან და წარმოადგენს სასამართლოებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს [13]. მსგავსად, საქმეში Axen v. Germany სასამართლომ ხაზი გაუსვა საჯაროობის, როგორც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი კონტროლისა და მართლმსაჯულებისადმი ნდობის მოპოვების ინსტრუმენტის როლს.[14] როდესაც ბრალდებული თავად არ ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომის აუდიო-ვიდეოგადაღებასა და ტრანსლაციას, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ეფუძნებოდეს მკაცრ, ობიექტურ და ინდივიდუალურ დასაბუთებას.[15] პირველი ინსტანციის სასამართლოში, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეზე, საჯარო და ზეპირი განხილვა საერთო წესია. ზემდგომ ინსტანციაში საჯარო სხდომის აუცილებლობა დამოკიდებულია ამ სასამართლოს უფლებამოსილებაზე და განსახილველ საკითხებზე. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს განიხილავს და ფაქტებსა და მტკიცებულებებს ხელახლა არ აფასებს, წერილობითი წარმოება შეიძლება შეესაბამებოდეს მე-6 მუხლს. სწორედ ასეთი მიდგომა გამოიყენა სასამართლომ საქმეში Sutter v. Switzerland. ამის საპირისპიროდ, თუ სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ფაქტები, პირის სანდოობა, ბრალეულობა ან სასჯელის საკითხი, საჯარო და ზეპირი სხდომის აუცილებლობა მნიშვნელოვნად იზრდება. Tierce and Others v. San Marino-ში სასამართლომ ხაზი გაუსვა საჯაროობის მნიშვნელობას, როდესაც ზემდგომი ინსტანცია საქმის ფაქტობრივ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს განიხილავს. საჯაროობის პრინციპის დაცვის კონტექსტში, კონვენციის მე-6 მუხლის ფარგლებში განხილული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებებია: · Riepan v. Austria, no. 35115/97, ECtHR, 14 November 2000 — სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო განხილვა მე-6 მუხლის ფუნდამენტური პრინციპია. პატიმრის საქმის ციხის ტერიტორიაზე განხილვა თავისთავად აკრძალული არ არის, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების რეალური დაშვება და საზოგადოებას წინასწარ მიაწოდოს საკმარისი ინფორმაცია სხდომის შესახებ. · Tierce and Others v. San Marino, nos. 24954/94, 24971/94 and 24972/94, ECtHR, 25 July 2000 — საჯაროობა იცავს ბრალდებულს ფარული მართლმსაჯულებისგან და აუცილებელია სასამართლოსადმი ნდობის შესანარჩუნებლად; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებს განიხილავს. · Werner v. Austria, no. 21835/93, ECtHR, 24 November 1997 — სასამართლომ დაადასტურა, რომ საჯარო განხილვა პრინციპული მოთხოვნაა და ეროვნული პროცედურის პრაქტიკულად ყოველთვის დახურულად წარმართვა მე-6 მუხლთან შეუთავსებელი შეიძლება იყოს. · Diennet v. France, no. 18160/91, ECtHR, 26 September 1995 — ექიმის წინააღმდეგ დისციპლინური საქმის დახურულად განხილვამ დაარღვია მე-6 მუხლი, რადგან საჯაროობის გამორიცხვა სათანადოდ დასაბუთებული არ ყოფილა. · Gautrin and Others v. France, nos. 21257/93 et al., ECtHR, 20 May 1998 — პროფესიული დისციპლინური წარმოების ფარგლებში საჯარო სხდომის არარსებობა მე-6 მუხლის დარღვევად იქნა მიჩნეული. · Krestovskiy v. Russia, no. 14040/03, ECtHR, 28 October 2010 — სასამართლო სხდომის ციხეში ჩატარება ავტომატურად არ არღვევს კონვენციას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა მიიღოს სპეციალური ზომები საზოგადოების რეალური დაშვების უზრუნველსაყოფად. ვინაიდან ასეთი ზომები არ ყოფილა მიღებული, სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა. · Shagin v. Ukraine, no. 20437/05, ECtHR, 10 December 2009 — საზოგადოების გამორიცხვა უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ საჭიროებას; პროცესის დაუსაბუთებლად დახურულად წარმართვა ეწინააღმდეგება საჯაროობის პრინციპს. · Samoylov v. Russia, no. 64398/01, ECtHR, 28 May 2019 — ეროვნულმა სასამართლომ არ უზრუნველყო სხდომის საჯარო ხასიათი და არ მიიღო საზოგადოების დაშვებისთვის საჭირო პრაქტიკული ზომები. · Bobek v. Poland, no. 68761/01, ECtHR, 17 July 2007 — ლუსტრაციის წარმოებაში საიდუმლო მასალების არსებობა შეიძლება გარკვეულ შეზღუდვებს ამართლებდეს, მაგრამ სახელმწიფო საიდუმლოების ზოგადი მითითება არ ათავისუფლებს სახელმწიფოს სამართლიანი და შეძლებისდაგვარად საჯარო წარმოების უზრუნველყოფისგან. · Chakhmakhchyan and Oganesyan v. Russia, no. 6867/06, ECtHR, 16 February 2022 — სასამართლომ მიუთითა, რომ საიდუმლო მასალების განხილვამ შეიძლება სხდომის ნაწილის დახურვა გაამართლოს, მაგრამ საიდუმლო მასალის დასრულების შემდეგ წარმოების დარჩენილი ნაწილის საჯაროდ გაგრძელების შესაძლებლობა უნდა შეფასდეს. კონვენციის მე-6 მუხლთან, როგორც წესი, შეუთავსებელია ავტომატური დახურვა, ზოგადი მითითება უსაფრთხოებაზე ან კონფიდენციალურობაზე, საზოგადოების დაშვების პრაქტიკული დაბრკოლებები და შეზღუდვის მიზეზების დაუსაბუთებლობა. 3.3. სუბსიდიურად, მე-13 მუხლი — რადგან ნებართვაზე უარის ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი არ არსებობს. ამ შემთხვევაში კონვენციის მე-13 მუხლის ანალიზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი) შეზღუდვით. დამატებით ჩნდება კითხვა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი დაცვის საშუალება ამ შეზღუდვის გასასაჩივრებლად. კონვენციის მე-13 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ეროვნული ხელისუფლების წინაშე სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ნებისმიერი პირისთვის, რომლის კონვენციით გარანტირებული უფლება ან თავისუფლება დაირღვა. თუ სასამართლოს მიერ აუდიო-ვიდეო ჩაწერის ან ტრანსლაციის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ეფექტიან, დამოუკიდებელ და დროულ გასაჩივრების შესაძლებლობას, წარმოიშობა პირდაპირი კონფლიქტი კონვენციის მე-13 მუხლთან. სასამართლომ საქმეში Diennet v. France დაადასტურა, რომ უფლებების პროცესუალური დაცვის მექანიზმები პრაქტიკაში ეფექტიანად, რეალურად და არა ილუზორულად უნდა მუშაობდეს. [16] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს საჯაროობა ემსახურება მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფას; მედიის მიერ სასამართლო პროცესების გაშუქება გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია; ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდეს და აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში (პროპორციულობის ტესტი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მე-13 მუხლი არ მოითხოვს, რომ დაცვის საშუალება ყოველთვის უზრუნველყოფდეს განმცხადებლის სასურველ შედეგს, თუმცა იგი უნდა იყოს: რეალურად ხელმისაწვდომი; დამოუკიდებელი; პრაქტიკულად ეფექტიანი; შესაძლებლობას იძლეოდეს როგორც დარღვევის თავიდან აცილების, ისე მისი გამოსწორების. სწორედ ამიტომ სასამართლო ხშირად აღნიშნავს, რომ კონვენცია იცავს პრაქტიკულ და ეფექტიან, და არა მხოლოდ თეორიულ ან ილუზორულ უფლებებს. მე-13 მუხლი გამოიყენება მაშინ, როდესაც განმცხადებელს გააჩნია დასაბუთებული (arguable) პრეტენზია კონვენციის რომელიმე უფლების დარღვევის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში ასეთი პრეტენზია აშკარად არსებობს. თუ: ჟურნალისტებს საერთოდ არ მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა; ვიდეო და ფოტოგადაღება აიკრძალა; აკრძალვა ეფუძნებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგად გადაწყვეტილებას; არ ჩატარებულა ინდივიდუალური შეფასება, მაშინ არსებობს სრულიად სერიოზული საკითხი კონვენციის მე-10 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ პრეტენზიის მიმართ მე-13 მუხლი სრულად აქტიურდება. სახელმწიფომ შესაძლოა ამტკიცოს, რომ მოსარჩელეს შეეძლო საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. თუმცა ასეთი არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია. სასამართლო სხდომაზე მედიის დაშვების საკითხი დამოუკიდებელი პროცესუალური საკითხია. თუ მისი გასაჩივრება შეუძლებელია: დარღვევა ვერ აღიკვეთება პროცესის მიმდინარეობისას; მედია ვერ დაესწრება უკვე ჩატარებულ სხდომას; ვიდეოგადაღების უფლება ვეღარ აღდგება; საჯაროობის დაკარგული ეფექტი ვეღარ აღდგება. ამიტომ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება არ წარმოადგენს ეფექტიან საშუალებას იმ შეზღუდვის მიმართ, რომელიც უკვე ერთხელ და შეუქცევადად განხორციელდა. ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისას ეფექტიანი დაცვის საშუალება ხშირად დროული უნდა იყოს. მედიის საქმიანობის შეზღუდვა დროისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა. თუ სხდომა დასრულდა, ჟურნალისტები: ვეღარ გადაიღებენ პროცესს; ვეღარ დაესწრებიან განხილვას; ვეღარ განახორციელებენ საზოგადოებრივი მეთვალყურის ფუნქციას. შესაბამისად, ეფექტიანი დაცვის საშუალება უნდა იძლეოდეს დაუყოვნებლივი სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას. მე-13 მუხლის სტანდარტები განსაკუთრებით ნათლად ჩამოყალიბდა შემდეგ საქმეებში: Kudla v. Poland — სასამართლომ განმარტა, რომ მე-13 მუხლი მოითხოვს რეალურად ეფექტიან ეროვნულ სამართლებრივ საშუალებას, რომელიც შეძლებს კონვენციის დარღვევის არსებით განხილვას და სათანადო გამოსწორებას. Silver and Others v. the United Kingdom — ეფექტიანი საშუალება უნდა არსებობდეს პრაქტიკაში და არა მხოლოდ თეორიულად. Klass and Others v. Germany — როდესაც სახელმწიფო უფლებაში ერევა, უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი კონტროლის მექანიზმი, რომელიც თვითნებობას გამორიცხავს. Rotaru v. Romania — სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა დამოუკიდებელი კონტროლისა და გასაჩივრების მექანიზმის არსებობას. კონვენციის მე-13 მუხლის ჭრილში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი ბლანკეტური გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ მედიას უკრძალავს სასამართლო სხდომაზე დასწრებას, ვიდეო- და ფოტოგადაღებას ან პირდაპირ ტრანსლაციას, და რომლის გასაჩივრება საერთოდ შეუძლებელია, სერიოზულ ეჭვს წარმოშობს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლების დარღვევის შესახებ. თუ პირს არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს წინაშე მოითხოვოს ამ შეზღუდვის კანონიერებისა და პროპორციულობის შემოწმება, სახელმწიფო ვერ ასრულებს მე-13 მუხლით დაკისრებულ ვალდებულებას, უზრუნველყოს კონვენციით დაცული უფლებების ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი დაცვა. განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლების სფეროში, სადაც მედიის მიერ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება დროზეა დამოკიდებული, მხოლოდ თეორიული ან შემდგომი, უკვე უშედეგო კონტროლის შესაძლებლობა ვერ ჩაითვლება ეფექტიან სამართლებრივ საშუალებად. 4. აშშ-ის გამოცდილება აშშ-ის სასამართლო პრაქტიკაში განსაკუთრებული სამართლებრივი მნიშვნელობა ენიჭება საქმეს Chandler v. Florida, სადაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლო პროცესის ტელეტრანსლაცია თავისთავად არ არღვევს ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. [17]ფედერალურმა სასამართლომ განმარტა, რომ კამერების არსებობა ავტომატურად არ ქმნის კოგნიტურ ან საპროცესო მიკერძოებას და ყოველი კონკრეტული შეზღუდვა ინდივიდუალურად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს. Chandler v. Florida, 449 U.S. 560 (1981), არის აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება სასამართლო პროცესების მედიის მიერ გაშუქების შესახებ. საქმე ხშირად ციტირდება მაშინ, როდესაც განიხილება სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღების, ფოტოგადაღებისა და პირდაპირი ტრანსლაციის დასაშვებობა. Chandler v. Florida განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან იგი არ ამართლებს ბლანკეტურ აკრძალვებს. პირიქით, სასამართლომ სწორედ ინდივიდუალური შეფასების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ფლორიდის რეგულაცია, რომელიც სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია, მოიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან გარანტიას: მოსამართლე თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად წყვეტდა კამერების დაშვების საკითხს; ბრალდებულს შეეძლო წინააღმდეგობის დაყენება; სასამართლო ვალდებული იყო შეეფასებინა, შეუქმნიდა თუ არა გადაღება საფრთხეს სამართლიან პროცესს; არსებობდა დეტალური ტექნიკური და პროცედურული წესები მედიის საქმიანობის შესახებ. სწორედ ამიტომ, Chandler არ შეიძლება განიმარტოს ისე, თითქოს სასამართლომ აღიარა სახელმწიფოს უფლება ავტომატურად აკრძალოს ან ავტომატურად დაუშვას კამერები ყველა საქმეზე. Chandler v. Florida ადგენს მნიშვნელოვან პრინციპს: სასამართლო პროცესების ვიდეოგადაღება ან ტელეტრანსლაცია არც კონსტიტუციურად სავალდებულოა და არც კონსტიტუციურად აკრძალული. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, არსებობს თუ არა ინდივიდუალური, დასაბუთებული და პროპორციული შეფასება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ ამართლებს ბლანკეტურ შეზღუდვებს; პირიქით, მისი ლოგიკა ემყარება იმ აზრს, რომ სასამართლომ თითოეულ კონკრეტულ საქმეში უნდა დააბალანსოს მართლმსაჯულების ინტერესები, ბრალდებულის უფლებები და მედიის თავისუფლება. 5. გაერთიანებული სამეფოს გამოცდილება 2009 წელს გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს (Supreme Court of the United Kingdom) შექმნის დღიდან, მისი სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა ოფიციალური პლატფორმების საშუალებით და ვიდეოჩანაწერები საჯაროდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ეს პრაქტიკა ადასტურებს, რომ თანამედროვე, განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფოები ცალსახა სამართლებრივ უპირატესობას ანიჭებენ ინდივიდუალურად დასაბუთებულ მოდერაციას და არა საერთო, ბლანკეტურ, წინასწარ დადგენილ საკანონმდებლო აკრძალვებს. გაერთიანებული სამეფოს გამოცდილება ცხადყოფს, რომ სასამართლო პროცესების აუდიოვიზუალური გაშუქების მიმართ მკაცრი შეზღუდვები არ გამორიცხავს ღია მართლმსაჯულების უფრო მაღალ სტანდარტს. პირიქით, 2009 წლიდან გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს სხდომები პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ხოლო ვიდეოარქივი საჯაროდ ხელმისაწვდომია. ეს მოდელი ემყარება იმ პრინციპს, რომ უმაღლესი სასამართლოს საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა ზრდის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების მიმართ. ამ ფონზე, ისეთი ბლანკეტური აკრძალვა, რომელიც ინდივიდუალური შეფასების გარეშე გამორიცხავს სასამართლო სხდომის აუდიოვიზუალურ გაშუქებას და არც სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, მნიშვნელოვნად უფრო შემზღუდველ რეგულაციად შეიძლება შეფასდეს. 6. საფრანგეთის გამოცდილება სასამართლო სხდომების მედიაგაშუქების ევოლუციის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს მაგალითს წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის გამოცდილება. საფრანგეთში ათწლეულების განმავლობაში მოქმედებდა სასამართლო სხდომების ვიდეოგადაღების თითქმის აბსოლუტური აკრძალვა (1881 წლის პრესის თავისუფლების შესახებ კანონის 38-ე პრიმა მუხლის საფუძველზე). თუმცა, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით, საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეფორმა 2021 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი „მართლმსაჯულების ნდობის აღდგენის შესახებ“ (Loi pour la confiance dans l'institution judiciaire). ამ რეფორმის შედეგად, საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, სასამართლო სხდომების აუდიო- და ვიდეოჩაწერა, აგრეთვე შემდგომი ტრანსლაცია გახდა დასაშვები „საჯარო ინტერესის არსებობის საფუძვლით“ (pour un motif d'intérêt public). ფრანგული მოდელი მკაფიოდ ანაწილებს ინტერესებს: გადაღება ხორციელდება პროცესის მონაწილეთა თანხმობის გათვალისწინებით, ხოლო მასალის საჯარო ტრანსლაცია ხდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების (კანონიერ ძალაში შესვლის) შემდეგ, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის ზეგავლენა მართლმსაჯულების განხორციელებაზე. აღნიშნული რეფორმა ადასტურებს, რომ ტრადიციულად მკაცრი და კონსერვატიული მართლმსაჯულების სისტემებიც კი გადადიან ფართო საჯაროობისა და ციფრული გამჭვირვალობის სტანდარტზე. საფრანგეთის სამართლებრივი სისტემა ისტორიულად გამოირჩეოდა სასამართლო სხდომების აუდიოვიზუალური გადაღების მკაცრი აკრძალვით, თუმცა 2021 წლის რეფორმამ ეს მიდგომა არსებითად შეცვალა. მოქმედი სამართალი უკვე ითვალისწინებს სასამართლო სხდომების ჩაწერისა და, ცალკეულ შემთხვევებში, მათი გავრცელების შესაძლებლობას, თუ ეს ემსახურება მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესს და მიღებულია შესაბამისი ინდივიდუალური ნებართვა. შესაბამისად, თანამედროვე ფრანგული მოდელი ეფუძნება არა ბლანკეტურ აკრძალვას, არამედ ინდივიდუალური შეფასებისა და პროპორციულობის პრინციპს, რაც არსებითად განსხვავდება ისეთი სისტემისგან, სადაც აუდიოვიზუალური გაშუქება წინასწარ და გამონაკლისის გარეშე იკრძალება. 7. დასკვნა საჯაროობის მოთხოვნა იცავს, პირველ რიგში, სწორედ პროცესის მონაწილეს. ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ საჯარო განხილვა: იცავს მხარეს ფარული მართლმსაჯულებისგან; აძლიერებს სასამართლოს ანგარიშვალდებულებას; ზრდის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების მიმართ; წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტიას. შეზღუდვამ რეალურად შეამცირა სასამართლოს საჯარო კონტროლი. რადგან: საქმე განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანია; პრაქტიკაში საზოგადოებასა და მედიას ვერ მიეწოდება ობიექტური ინფორმაცია პროცესის შესახებ; იუსტიციის უმაღლესი საბჭო უარს ამბობს გადაღებაზე მკაფიო კრიტერიუმების გარეშე ან თავისი უმოქმედობით არ აძლევს მედია საშუალებებს უფლების გამოყენების საშუალებას; ამის შედეგად მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ პროცესი ფაქტობრივად საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე მიმდინარეობდა. ანდრო ჭიჭინაძის საქმე საზოგადოების ფართო ინტერესის საგანია, შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობის გამჭვირვალობა ამ საქმეში განსაკუთრებულ წონას იძენს. მოცემული საქმის ერთ-ერთი უმთავრესი განმასხვავებელი და სამართლებრივად რელევანტური გარემოება არის ის, რომ თავად ბრალდებული (უფლების სუბიექტი) არათუ არ ეწინააღმდეგება, არამედ პირდაპირ ითხოვს სასამართლო სხდომის ვიდეოგადაღებასა და პირდაპირ ტრანსლაციას. აღნიშნული ნება სასამართლომ უპირატესად უნდა გაითვალისწინოს პროპორციულობის შეფასებისას, რადგან საჯაროობა ამ შემთხვევაში თავად ბრალდებულის ინტერესების დაცვის გარანტიაა. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად ან ფართო დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე ზღუდავს სასამართლო პროცესების ფოტო-, აუდიო-ვიდეოგადაღებასა და პირდაპირ ტრანსლაციას, ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების (პროპორციულობის) პრინციპის მოთხოვნებს. იგი არაზომიერად ავიწროებს პიროვნების თავისუფალი განვითარების, გამოხატვის, ინფორმაციის თავისუფლების, სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლების ფარგლებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-131 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სასამართლოში ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, უნდა იქნეს ცნობილი არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება), მე-17 მუხლის 1-ელ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან (აზრის, ინფორმაციისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლება) და 31-ე მუხლის პირველ (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მესამე პუნქტთან (დაცვის უფლება) მიმართებით.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 24 ივნისის N1/2/882 |გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე პაატა ჩერქეზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-4.1. [2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60. [3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის 1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26. [4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26. [5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13. [6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილება საქმეზე „ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-8. [7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14. [8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/2/503,513 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-55. [9] Pinto Coelho v. Portugal (no. 2), no. 48718/11, § 36, 22 March 2016. [10] Bédat v. Switzerland [GC], no. 56925/08, § 48, 29 March 2016. [11] Sunday Times v. United Kingdom (no. 1), 26 April 1979, § 65, Series A no. 30. [12] ამ საკითხზე ყველაზე მნიშვნელოვანი პრეცედენტებია: Selmani and Others v. North Macedonia; Mándli and Others v. Hungary; Szurovecz v. Hungary; Pentikäinen v. Finland (მედიის როლი სასამართლო და საზოგადოებრივი ინტერესის მოვლენების გაშუქებისას); Bédat v. Switzerland (მართლმსაჯულების ავტორიტეტის დაცვასა და მედიის თავისუფლებას შორის ბალანსი). [13] Riepan v. Austria, no. 35111/97, § 27, ECHR 2000-XII. [14] Axen v. Germany, 8 December 1983, § 25, Series A no. 72. [15] იხ. საჯაროობის პრინციპის შეზღუდვასთან დაკავშირებული სხვა საქმეებიც: Selmani and Others v. North Macedonia, no. 67259/14, ECtHR, 9 February 2017; Mándli and Others v. Hungary, no. 63164/16, ECtHR, 26 May 2020; Szurovecz v. Hungary, no. 15428/16, ECtHR, 8 October 2019; Riepan v. Austria, no. 35115/97, ECtHR, 14 November 2000; Sutter v. Switzerland, no. 8209/78, European Court of Human Rights, Judgment of 22 February 1984; Krestovskiy v. Russia, no. 14040/03, ECtHR, 28 October 2010. [16] Diennet v. France, 26 September 1995, § 34, Series A no. 325-A. [17] Chandler v. Florida, 449 U.S. 560 (1981).
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა