სიახლეები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამეცნიერო ჟურნალი „სამართლის კულტურა“ იწყებს სტატიების მიღებას
„სამართლის კულტურა“ სტატიის ავტორთა და მკითხველთა წინაშე წარსდგება სრულიად ახალი ფორმატით - განსხვავებული სარედაქციო პოლიტიკით.
ჟურნალი ამიერიდან გამოიცემა DOI-ს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით და მას ექნება დამოუკიდებელი ვებგვერდი;
ყველა შემოსული სტატია გაივლის ანტიპლაგიატის პროგრამას და დაექვემდებარება რეცენზირებას;
ჟურნალი იქნება ფართო პროფილის - სამართლის მრავალდარგოვანი გამოცემა.
ავტორებს ტექნიკური სტანდარტების, ვადებისა და სტატიის გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ინფორმაციას მიაწვდის ჟურნალის რედაქტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ქანთარია.
მობ: (+995 599) 33 47 70
