სიახლეები

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსკურსი გამოცხადდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მიმდინარე წლის 21 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, გამოაცხადა დახურული ტიპის კონკურსი შემდეგ ვაკანსიებზე:

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის მოსამართლის თანაშემწე; სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი სამართლებრივი მრჩეველი; სასამართლოს სამდივნოს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; საორგანიზაციო დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.