სიახლეები

ვებინარი გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე

2022 წლის 29 ივნისს და პირველ ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ვებინარში, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებს დაეთმო. ვებინარს უძღვებოდნენ: ნორსვესტერნის უნივერისტეტის პროფესორი ჯეისონ დესანტო და ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური მოსამართლე მე-2 სააპელაციო ოლქიდან რობერტ ზაკი.

ვებინარზე განხილული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორება, მისი საფუძვლები და რელევანტური უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა. ამ თვალსაზრისით, ვებინარი დაეთმო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემდეგ აქტუალურ საკითხებს: ცილისწამება, უხამსობა, დამაპირისპირებელი სიტყვების დოქტრინა, ეთიკა და მედიის თვითრეგულირება, დეზინფორმაცია, ყალბი ამბები, სიძულვილის ენა, სიტყვის თავისუფლება პროტესტისა და დემონსტრაციების დროს, ასევე, რეკლამირებისას, მათ შორის, პოლიტიკურ რეკლამაში.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.