სიახლეები

ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სტაჟირების მსურველთათვის

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2026 წლის 1 ოქტომბრიდან აცხადებს ოთხთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში.

სტაჟირების მსურველს განაცხადის წარმოდგენა შეუძლია 2026 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის (https://vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაცია: სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე/მესამე საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების ერთ-ერთი საფეხური.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს სტაჟიორთათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც მოცემულია საკონკურსო განაცხადში.

კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს: წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის გადარჩევას და გასაუბრებას. ამ მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იქმნება საკონკურსო კომისია.