სიახლეები

ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ვიზიტი

დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძემ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს უმასპინძლა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მანანა კობახიძემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა და სამართალწარმოების პროცედურის შესახებ.

საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილებების მიმოხილვას. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით.