სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში: “XXI საუკუნის კონსტიტუცია - კანონის უზენაესობა, ადამიანის ღირსება და სახელმწიფოს ეფექტურობა”, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა და აზიის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და რელევანტური ინსტიტუტების ასოციაციის IV კონგრესის ფარგლებში ჩატარდა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსამართლეები ევროპისა და აზიის უმაღლესი ეროვნული სასამართლოებიდან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.