სიახლეები

სამუშაო შეხვედრა „ეფექტიანი წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა „ეფექტიანი წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში“ ბორჯომში, სასტუმრო „Crowne Plaza”-ში მიმდინარეობს. აღნიშნული შეხვედრის მიზანია საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლობის ფუნქციის ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა და საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მხარეთა მიერ წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემების განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, მთავრობის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - როგორც მოპასუხე მხარის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა შეხვედრა გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში ხშირ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენენ. ასევე შეხვედრა გაიმართა აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს ”სასამართლოს მეგობარის” სტატუსით მიმართავენ.

სამუშაო შეხვედრა ბორჯომში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ის 7 მაისს დასრულდება.

შეხვედრას უზრუნველყოფს ევროკავშირის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტი EU4Justice და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ.