სიახლეები

სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის პრეზენტაცია

დღეს, 15 დეკემბერს სასტუმრო "რადისონში" ევროკავშირის  სასამართლოს მხარდაჭერის  პროექტის პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. მან ხაზი გაუსვა საქართველოში კონსტიტუციური  მართლმსაჯულების ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობაზე: არსებობის მანძილზე სასამართლო მნიშვნელოვნად განვითარდა ღირებული სასამართლო პრაქტიკის დაგროვების თვალსაზრისით, თუმცა ჩვენი ინსტიტუცია დღესაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. ბოლო პერიოდში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენი ინსტიტუტის ფუნქციური დანიშნულება კიდევ უფრო გამოიკვეთა საზოგადოებაში, გაიზარდა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ნეიტრალური არბიტრის როლი”საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ  ისაუბრა კონსტიტუციური სარჩელების რაოდენობის ზრდის შესახებ, რომელიც ინსტიტუციური შესაძლებლობების თვალსაზრისით გარკვეულ პრობლემებს ქმნის. მსგავსი პროექტების განხორციელებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ჯეროვანი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის. დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო ხელისუფლება საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზაა“,  - განაცხადა ზაზა თავაძემ.