სიახლეები

საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2017 წლის 2 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შეწყვიტა სამართალწარმოება №657 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე გიორგი ფუტკარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სარჩელის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ მოსარჩელის გარდაცვალების გამო.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.