სიახლეები

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა და აპარატის წევრებმა შეხვედრა გამართეს მედია საშუალებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს საჯარო კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები, ასევე, საუბარი შეეხო რეპორტაჟებს, რომელიც ჟურნალისტებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის უკეთ გაცნობის მიზნით, ადამიანების ინდივიდუალურ ისტორიებზე დაფუძნებით მოამზადეს.

შეხვედრა გაიმართა საქართველოს სამართლის ინსტიტუტის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის პოპულარიზაცია მედიაში“ ფარგლებში, ბათუმში, სასტუმროში „რედისონი“. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებული პროექტის "სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" და USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის "სამართლის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში" ხელშეწყობით.