• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს მოქალაქეები - ხვიჩა ყირმიზაშვილი, გია ფაცურია და გვანცა გაგნიაშვილი და „შპს ნიკანი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 14.12.2018
      • N2/12/1229, 1242, 1247, 1299
      • გადაწყვეტილება
    • შპს "ნიკანი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.07.2018
      • N2/12/1299
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.07.2018
      • N2/7/1229
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე გია ფაცურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.07.2018
      • N2/8/1242
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - თამაზ ცაბუტაშვილის შუამდგომლობა N1247, N1299, N1229 და N1242 კონსტიტუციური სარჩელების განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ
      • 27.07.2018
      • N2/1/1242
      • განჩინება
    • საქართველოს მოქალაქე გვანცა გაგნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 27.07.2018
      • N2/9/1247
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს მოქალაქე გია ფაცურია საქართველოს პარლმენტის წინააღმდეგ
      • 4.07.2017
      • N1242
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • საქართველოს მოქალაქე ხვიჩა ყირმიზაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 30.05.2017
      • N1229
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

შპს "ნიკანი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1299
ავტორ(ებ)ი შპს "ნიკანი"
თარიღი 13 მარტი 2018

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს სისხლის სამართლის საპრცესო კოდექსის 56 მუხლის 5–ე ნაწილის სიტყვები „...ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,...“ საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის პირველი ნაწილი „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები და 39-ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, რომელიც სარჩელის განსახილველად არ მიღების წინაპირობა იქნებოდა. კერძოდ, სარჩელი შინაარსობრივად და ფორმალურად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, საკითხი განსჯადია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელზე განსახილველად არ მიღების საფუძვლები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ".

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

საქართველოს სისხლის სამართლის საპრცესო კოდექსის 56–ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვები „...ერთჯერადად მიმართოს ზემდგომ პროკურორს. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება,...“ შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ ნაწილთან „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

2017 წლის აგვისტოდან ზუგდიდის ფინანსური პოლიცია იძიებს საქმეს, რომელიც დაიწყო შპს ,,ნიკანი“–ს განცხადების საფუძველზე, სადაც ის ითხოვს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს მოქალაქე - ლაშა ლაღიძე დანაშაულისათვის რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით.

ზუგდიდის ფინანსური პოლიციის გამომძიებლის, ბეგლარ ბაძაღუს, თქმით, დიდი ხანია ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია და საქმე გადაეგზავნა პროკურატურას გადაწყვეტილების მისაღებად.

2018 წლის 08 იანვარს მე პროკურატურაში გავაგზავნე შუამდგომლობა შპს ,,ნიკანი“–ს’ დაზარალებულად ცნობის შესახებ და პასუხად მივიღე 2018 წლის 11 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ლიკა ბულიას (შემდგომში ტექსტში ბულია), სრულიად უსაფუძვლო და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, უარი.

2018 წლის 22 იანვარს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბულიას უარი გავასაჩივრე სამეგრელო - ზემო სვანეთის ოლქის პროკურორთან ბატონ ილია ჯალაღანიასთან და გამოვთქვი აზრი, რომ პროკურორს აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს, რომ არ არსებობდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლები კონკრეტულ ფაქტზე ან/და კონკრეტული პირის მიმართ დევნის დასაწყებად, რაც არ გააკეთა ბულიამ და ვთხოვე შპს ,,ნიკანი’’ ეცნო დაზარალებულებლად და ეპასუხა საჩივარში დასმულ კითხვებზე.

პასუხად მივიღე სამეგრელო - ზემო სვანეთის ოლქის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის გიორგი თორდიას (შემდგომში ტექსტში თორდია) 2018 წლის 31 იანვარის გადაწყვეტილება შპს „ნიკანი“–ს დაზარალებულად ცნობის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების შესახებ.

თორდიამ არცერთ საჩივაში დასმულ კითხვებს არ უპასუხა და უბრალოდ მაცნობა რომ „ლიკა ბულიას უარი დაზარალებულად ცნობაზე კანონიერია და არ არსებობს თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები“

ჩემი აზრით თორდიას პასუხი საღ იურიდილ აზრს მოკლებულია, არ შეიცავს სამართლებრივ არგუმენტებს, არის უსაფუძვლო. მგონი თორდიას არ გააჩნია სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია, ლაპარაკობს და მოქმედებს ისე, როგორც ეს მის მიერ დაკავებულ თანამდებობას არ შეეფერება.

მივხდი რომ თორდია, არ ასრულებს კანონით დაკისრებულ მოვალეობას გადაწყვეტილების დასაბუთებაზე და ჩემი არგუმენტების მიჩქმალვის ან მათზე თვალის დახუჭვის გზით ცდილობს გაამართლოს ბულიას უკანონო გადაწყვეტილება.

მაგრამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56–ე მუხლის მე–5 ნაწილი რომელიც ადგენს რომ „ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, ზღუდავს ჩვენს უფლებებს მივმართოთ სასამართლოს პროკურორის გადაწვეტილების შესამოწმებლად მივმართოთ სასამართლოს, ეს კი ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42 მუხლის პირველი ნაწილს, რომელიც ადგენს რომ „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.

გასაჩივრების უფლების არარსებობა პროკურორს საშუალებას აძლევს, ძალაუფლება გამოიყენოს თვითნებურად, ვინაიდან არ არსებობს სამართლებლივი მექანიზმი, რომელიც სადავო ნორმით რეგულირებულ საკითხზე მისი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი ახდენს შპს „ნიკანი“–ს კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას სამართლიან სასამართლოზე.

თუ შპს ,,ნიკანი“ არ იქნება ცნობილი დაზარალებულად მაშინ, მას არ ექნება შესაძლებლობა გაეცნოს საქმის მასალებს და გააკონტროლოს საქმის მსვლელობა, ამიტომ, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, პროკურორ თორდიას შეუძლია შემოდოს ეს საქმე თაროზე და:

ü ექვსი წლის განმავლობაში გვიპასუხოს „მიმდინარეობს გამოძიება“ და ეს იქნება კანონიერი.

ü ექვსი წლის და ერთი დღის შემდეგ კი გვიპასუხოს „ლაშა ლაღიძე სისხლისსამართლის პასუხისმგებლობისაგან განთავისფლდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო“ ეს პასუხიც იქნება კანონიერი.

ექვსი წლის და ერთი დღის შემდეგ თეორიულადაც ვერ იარსებებს ლაშა ლაღიძის სისხის სამართლი პასუხგებაში მიცემის შანსი, ამიტომ მე იძულებული ვიქნები უსასრულოდ ვწერო განცხადებები და ვასაჩივრო თორდიას, ან ბულიას, ან კიდევ ვიღაც სხვა პროკურორის საქმის მიჩქმალვაზე, თვალის დახუჭვაზე, დაუდევრობაზე, გულგრილობაზე, შეცდომებზე, არაკომპეტენტურობაზე, ან განზრახ უკანონო და არასწორ მოქმედებებზე.

საქართველოს კონსტიტუციის ნორმა უზენაესი და პირდაპირი მოქმედების კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, ამ შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, უნდა შეესაბამებოდეს მას, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად.

სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და მისი ძალადაკარგულად ცნობა უზრუნველყოფს შპს „ნიკანი“–ს სამართლიანი სასამართლოს უფლებრივი გარანტიებით და, ამასთან, სადავო ნორმით რეგულირებულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორს დაიცავს შეცდომისაგან.

ამასთან:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 30 სექტემბრის №1/8/594 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დაადგინა:

„...დაზარალებულს უნდა ჰქონდეს ბერკეტები სახელმწიფოზე ზემოქმედებისათვის, მისი კონტროლისთვის, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობა, დაუდევრობა, შეცდომა, რაც შეუძლებელს გახდის დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დაცვას, დაკმაყოფილებას...“.

„...განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოძიების აქტების კანონიერების სასამართლოში გასაჩივრების გზით შემოწმებას. სასამართლო კონტროლი არის ყველაზე ძლიერი და ეფექტური გზა, პროკურორი აიძულოს, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი...“

„...ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, დაზარალებული თავისი ინტერესით ბუნებრივად არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მოწმე, რაც, თავისთავად, მოითხოვს მის სათანადო და საკმარის ჩართულობას პროცესში. დაზარალებული ინფორმირებული უნდა იყოს საქმის მსვლელობის შესახებ მის ყველა ეტაპზე, ყველა კატეგორიის დანაშაულზე ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასაჩივროს, მათ შორის, სასამართლოში, დაზარალებულად ცნობასა და დევნის დაწყებაზე უარის თქმის, ისევე როგორც დევნის/გამოძიების შეწყვეტის შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება...“

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ