• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ლაშა ბოლქვაძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია
      • 15.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - აკაკი ბერიძე

დოკუმენტის ტიპი amicus curiae
ნომერი ac1979
ავტორ(ებ)ი აკაკი ბერიძე
თარიღი 23 ოქტომბერი 2026

თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე. კონსტიტუციური სარჩელი Nr. 1979

2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება

 

წინამდებარე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარმოადგენს და ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის იმ ნაწილის წმინდა საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ეხება 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებს და 2008 წელს საქართველოს სახელით მოქმედი საქართველოს ხელისუფლების (საქართველოს) დადანაშაულებას შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაში. წინამდებარე Amicus Curiae -ის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არ შედის საკონსტიტუციო სარჩელის სხვა ნაწილის ირგვლივ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირებაში, რომელიც არ ეხება 2008 წელს აგვისტოს ომის საერთაშორისო სამართლერივ შეფასებას. „ავტორის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის ინიცირების საქართველოს სახელმწიფოსადმი მიკუთვნება (ან მისი გამორიცხვა) სცდება კონკრეტული დავის ვიწრო საპროცესო ფარგლებს; აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს თანამედროვე ისტორიის კრიტიკულ ასპექტს, რომელიც მკაცრად დასაბუთებულ, დაბალანსებულ და სამართლებრივად გამართულ ანალიზს საჭიროებს, რამეთუ სასამართლო გადაწყვეტილებაში ამ საკითხზე მსჯელობა მეტად საფრთხილოა და მასზე მსჯელობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარეგულირების სამართლებრივ კრიტერიუმებზე.

 

მოსაზრებაში გაანალიზებულია ის ნეგატიური შედეგი, რაც დაუდგება საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სამართლის სუბიექტს, თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელს და პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები, რომლებიც წარმოადგენდნენ ხელისუფლებას 2008 წელს) აკრძალვის საფუძვლად დაასახელებს 2008 წელს არსებული საქართველოს ხელისუფლების მიერ „08 აგვისტოს ომის დაწყებას“, „კონსტიტუციური წყობის დამხობას“ ომის პროვოცირების გზით ან/და „ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ“ მიმართულ ქმედებას.

 

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია წარმოადგენს საერთაშორისო სამართალში ძალის გამოყენების აკრძალვის პრინციპის[1] უხეშ დარღვევას. აღნიშნული პრინციპი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო თანამეგობრობის “შიშის ანარეკლია”, რომელმაც რაღაც დონეზე ხელი შეუწყო სახელმწიფოებს შორის გაუთავებელი ომების შემცირებას და დავების გადასაჭრისათვის ძალის გამოყენების მაგივრად დიპლომატიური მოლაპარაკებების გამოყენებას.

 

2008 წლის აგვისროს ომის პერიოდში, რუსეთის მიერ წამოყენებული არგუმენტები, თითქოს სამხედრო ინტერვენცია მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ მყოფი საკუთარი „მოქალაქეების“ დაცვას (ე.წ. Diplomatic Protection-ის დოქტრინას)[2], სრულად მოკლებულია საერთაშორისო სამართლებრივ დასაბუთებას.

 

როგორც ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებელი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე ხაზგასმით აღნიშნავდა[4], რუსეთის აგრესიამ დაარღვია სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობის ისტორიაში ჩამოყალიბებული, ყველაზე დიდი მონაპოვარი Jus Cogens ნორმები[3], რომლისგანაც გადახვევა იწვევს საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული Jus Cogens ნორმებია: სუვერენული თანასწორობა, ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობა და ძალის გამოყენების აკრძალვა და სხვა.

 

ცნობილი იტალიელი საერთაშორისო სამართლის ექსპერტი და იუგოსლავიის ყოფილი ტრიბუნალის მოსამართლე, ანტონიო კაზესე (Antonio Cassese) რუსეთ-საქართველოს ომის ანალიზისას ცალსახად მიუთითებდა[5], რომ რუსეთის ქმედებები იყო გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევა. კაზესეს განმარტებით, რუსეთის მცდელობა, საკუთარი აგრესია გაემართლებინა „ჰუმანიტარული ინტერვენციით“ ან ტერმინით „პასუხისმგებლობა დაცვაზე“ (Responsibility to Protect - R2P)[6], სრულიად არალეგიტიმური იყო, რადგან საერთაშორისო სამართალი არ ანიჭებს უფლებას ცალკეულ სახელმწიფოს, ცალმხრივად, გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის/ავტორიზაციის გარეშე, შეიჭრას სხვა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. რუსეთის ე.წ. „მშვიდობისმყოფელთა“ დაცვის არგუმენტიც (თავდაცვა - სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მოტივით) ვერ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სამართალში აღიარებულ პროპორციულობისა და აუცილებლობის ტესტს, რადგან მოჰყვა მასშტაბური შეჭრა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

 

ანტონიო კაზესე, საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის (ICTY) ყოფილი პრეზიდენტი და საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა, 2008 წლის 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში აანალიზებს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომს. იგი იყენებს ფედრუსის იგავს „მგლისა და კრავის“ შესახებ, რათა აჩვენოს, თუ როგორ ცდილობენ ძლიერი სახელმწიფოები (მგლები) სუსტი სახელმწიფოების (კრავების) წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის სამართლებრივად შეფუთვას.

 

1. რაში ადანაშაულებს კაზესე რუსეთს?
კაზესე ცალსახად ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ მოყვანილი იურიდიული არგუმენტები აბსოლუტურად ფუჭია და რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი. კერძოდ:
- გაეროს წესდების დარღვევა: ავტორის შეფასებით, რუსეთმა დაარღვია გაეროს წესდების მე-2 მუხლი, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, თავი შეიკავონ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან.
- რუსეთის 4 არგუმენტის გაბათილება:
1. აგრესიის შეჩერება: რუსეთი ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ოსეთში საქართველოს „აგრესია“ შეაჩერა. კაზესეს თქმით, ეს რეგიონი საქართველოს სუვერენული ტერიტორიაა, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს წარმოადგენს და საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე საერთაშორისო სამართლებრივი გაგებით „აგრესიას“ ვერ განახორციელებს.


2. გენოციდი და ეთნიკური წმენდა: კაზესე უარყოფს საქართველოს მხრიდან გენოციდისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს და დასძენს, რომ თუნდაც ომის დანაშაულებს ჰქონოდა ადგილი, ეს სხვა სახელმწიფოს მიერ (რუსეთის მიერ) სამხედრო შეჭრას არ ამართლებს.


3. რუსეთის მოქალაქეების დაცვა: კაზესე მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ პირებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთმა მათ ეს სტატუსი ცალმხრივად, უკანონოდ მიანიჭა (ე.წ. პასპორტიზაცია).
4. 1992 წლის დაგომისის შეთანხმება: ავტორი განმარტავს, რომ ეს შეთანხმება იძლეოდა მხოლოდ შიდა დაძაბულობის მონიტორინგის უფლებას და არა მასიური სამხედრო ძალის გამოყენების მანდატს.


- ცალსახად კაზესე ადანაშაულებს რუსეთს ასევე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში. კაზესე ადანაშაულებს რუსეთს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლისა და ნიკოლა სარკოზის მიერ შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში, ვინაიდან რუსული ჯარები კვლავ რჩებიან საქართველოს სიღრმეში (აფხაზეთისა და ცხინვალის მიღმა).

 

2. რა ნაწილში არის საქართველო გამართლებული?
სტატიის მიხედვით, საქართველო საერთაშორისო სამართლებრივად სრულად გამართლებულია:
- საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი: კაზესე პირდაპირ წერს, რომ თუნდაც რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა ჯარები ცხინვალის რეგიონში, შესაძლოა იყო „პოლიტიკურად წინდაუხედავი“ (politically reckless), მას არ დაურღვევია არანაირი საერთაშორისო სამართლებრივი წესი. რეგიონი საერთაშორისო სამართლით საქართველოს იურისდიქციაშია, ამიტომ სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, იმოქმედოს საკუთარ ტერიტორიაზე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სამართლებრივად დედა-სახელმწიფო (საქართველო) ომს ვერ დაიწყებდა.ომის დაწყება- სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაა და არა საკუთარ ტერიტორიაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროპის კავშირის მინისტრთა საბჭომ 2008 წლის 2 დეკემბერს დაავალა საქართველოში შვეიცარიელ დიპ- ლომატს, ჰეიდი ტალიავინის, შეექმნა `საქა რთველოში კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო დამოუკიდებელი მისია. მისიას დაევალა `საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების გამოძიება, მათ შორის, საერთაშორისო სამართლის, ჰუმანიტარული სამართლის, ადამიანის უფლებების კუთხით~ ე.წ. ტალიავინის დასკვნის 270-ე გვერდზე ( სრული სახელი: Report of Independent International Fact-Finding Mission on the Confl ict in Georgia, (SemdgomSi _ moxseneba), tomi I, gv. 6, §3. ix. agreTve: 1-li muxlis §3, da me-3 muxli, EU Council Decision 2008/901/CFSP of 2 December, 2008 concerning an independent international fact-fi nding mission on the confl ict in Georgia in: Official Journal of the European Union, 3.12.2008, EN., 323/66.) `რუსეთი ჩართული იყო კონფლიქტში რამდენიმე გზით: პირველი, რუსეთის სამშვიდობოები, რომლებიც დისლოცირებულნი იყვნენ სამხრეთ ოსეთში, სოჭის შეთანხმების საფუძველზე, ჩაერთნენ ბრძოლაში ცხინვალისათვის; მეორე, რუსეთის რეგულარული ჯარები იბრძოდნენ სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და უფრო ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე; მესამე, ჩრდილო კავკასიის არარეგულარულმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა ბრძოლაში; და ბოლოს, რუსეთი მრავალი საშუალებით ეხმარებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალებს, განსაკუთრებით მათი წვრთნით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, დაფინანსებით და სხვა მხარდაჭერით... გაეროს წესდების მე-2(4) მუხლისა და, პარალელურად, ჩვეულებითი სამართლის მიხედვით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის არმიის სამხედრო ოპერაციებმა საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და სხვაგან, ნებისმიერ ადგილას საქართველოში) დაარღვიეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი ძალის გამოყენების აკრძალვის შესახებ~.

 

III. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) ისტორიული გადაწყვეტილება
2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (საჩივარი N 38263/08)[7]. ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტს, რომელიც სამართლებრივად აფორმებს რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

 

სასამართლომ დაადგინა შემდეგი უმნიშვნელოვანესი გარემოებები:


1. ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია: 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომ პერიოდში განვითარებული მოვლენები სრულად ექცევა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში. რუსეთი ახორციელებს განგრძობად „ქმედით კონტროლს“ (Effective Control) ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე.


2. ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკა: 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ დადგინდა სიცოცხლის უფლების (მე-2 მუხლი), წამების აკრძალვის (მე-3 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის (მე-8 მუხლი) და საკუთრების უფლების (პირველი ოქმის 1-ლი მუხლი) საწინააღმდეგო ადმინისტრაციული პრაქტიკა. ეს გამოიხატებოდა ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის ხოცვაში, ქართული სოფლების გადაწვაში, ეთნიკურ წმენდასა და მაროდიორობაში 2008 წლის 08 აგვისტოს ომის დროს.


3. სამხედრო ტყვეების წამება: დადგინდა ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები რუსული და სეპარატისტული ძალების მხრიდან 2008 წლის 08 აგვისტოს ომის დროს.


4. ეთნიკური წმენდა და მიმოსვლის თავისუფლება: სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლის დარღვევა, რაც გამოიხატება იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობაში. ეს მუხლი პირდაპირ ადასტურებს ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის სამართლებრივ ფაქტს.

 

ლონდონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი როი ალისონი წერს: `რუსეთი დაუღალავად იმეორებდა, რომ “პირველი მას დაესხნენ თავს” და მიუთითებდა აგრესიის იმ განსაზღვრებაზე, რომელსაც შეიცავს გაეროს გენერალური ასამბლეის 1974 წლის 3314-ე რეზოლუცია, მაგრამ რუსეთის მცდელობა, დაადანაშაულოს საქართველო `აგრესიის ჩადენაში~, სამართლებრივად ვერ ამართლებს რუსეთის თავდასხმას ან ჯარების გამოყენების სხვა ფორმებს საქართველოს წინააღმდეგ, რადგანაც, უშუალოდ, რუსეთის ტერიტორია არ იყო თავდასხმის ობიექტი . [09]

 

სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ დაანგრია რუსული პროპაგანდისტული მითი საქართველოს მიერ ცხინვალის რეგიონში ომის დაწყების შესახებ და პასუხისმგებლობა ცალსახად დააკისრა რუსეთის ფედერაციას.

 

IV. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დასკვნები
2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის გამოძიება და შემდგომი გადაწყვეტილებები[8]. გამოძიების ფარგლებში (რომელიც მოიცავდა 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს), ICC-მ გამოსცა დაპატიმრების ორდერები ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მაღალჩინოსნებისა და რუსი გენერლის (მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი, დავით სანაკოევი, ვიაჩესლავ ბორისოვი) მიმართ ომის დანაშაულებებისათვის, კერძოდ: უკანონო თავისუფლების აღკვეთა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შემლახველი მოპყრობა და მძევლად აყვანა.

 

სტრატეგიული თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არცერთ ეტაპზე არ წაუყენებია ბრალი საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენლისათვის. ICC-ის გამოძიებამ პრაქტიკულად გააბათილა რუსეთის ბრალდებები საქართველოს მხრიდან ომის დანაშაულებისა თუ გენოციდის ჩადენის თაობაზე. ჰააგის სასამართლოს ეს პოზიცია წარმოადგენს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ ფარს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც ამტკიცებს საქართველოს, როგორც თავდაცვის რეჟიმში მყოფი და აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოს სტატუსს.

 

V. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს ხელისუფლების 08 აგვისტოს ომის დაწყებაში დადანაშაულებას კატასტროფული სამართლებრივი შედეგები შეიძლება მოყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში.
წინამდებარე ანალიზის კულმინაციური ნაწილი ეხება იმ პოტენციურ, შეუქცევად და დამანგრეველ ზიანს, რაც დაუდგება საქართველოს, თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს კონსტიტუციურ სარჩელს და მოახდენს იმჟამინდელი საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულებას (პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლად) და დასდებს საქართველოს ბრალს - „ომის დაწყებას“, “ომის პროვოცირებაში.”

 

1. სახელმწიფოს ცალმხრივი აქტები და Estoppel-ის პრინციპი საერთაშორისო სამართალში:
საერთაშორისო სამართალში, სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების (მათ შორის, უმაღლესი სასამართლო ინსტანციების) გადაწყვეტილებები განიხილება, როგორც თავად ამ სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია (შესაბამისობაშია გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიის (ILC) მუხლებთან სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შესახებ)[10]. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სამართლებრივად დაადგენს, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ომი, ეს საერთაშორისო სამართლებრივ ენაზე იქნება Confession (აღიარება) და Unilateral Declaration against interest (სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ცალმხრივი დეკლარაცია).

 

ამგვარი გადაწყვეტილება ააქტიურებს Estoppel-ის პრინციპს[9] - საქართველო დაკარგავს უფლებას, საერთაშორისო ტრიბუნალებსა თუ პოლიტიკურ ფორუმებზე (გაერო, ეუთო, ევროსაბჭo) ამტკიცოს საპირისპირო, ანუ ამტკიცოს რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთის ფედერაცია მყისიერად გამოიყენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალურ ასამბლეაზე, რათა ლეგიტიმაცია შესძინოს თავის შეჭრასა და ოკუპაციას, როგორც „პასუხს ქართული მხარის მიერ დაწყებულ აგრესიაზე/ომზე“.

 

2. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო კონფლიქტი ან მოახდინა მისი ესკალაცია, ეს რუსეთს აძლევს ლეგიტიმურ Casus Belli-ს (ომის საბაბს) და შესაძლებლობას, თავისი ქმედებები გაეროს წესდების 51-ე მუხლით (თავდაცვა)[11] გაამართლოს. ეს სრულად ანგრევს ევროპული სასამართლოსა (ECtHR) და ICC-ის მიერ დადგენილ ფაქტობრივ და სამართლებრივ მოცემულობებს. რუსეთი შეძლებს განაცხადოს: „თავად საქართველოს უმაღლესი სასამართლო ადასტურებს, რომ დამნაშავე ქართული მხარეა, შესაბამისად, ჩვენი ჩარევა ოსი და აფხაზი ხალხის, ისევე როგორც ჩვენი მშვიდობისმყოფელების დასაცავად, იყო მართლზომიერი.“

 

3. ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის ჩამოშლა:
საქართველოს უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი ოკუპირებული ტერიტორიების (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) მიმართ არის არაღიარების პოლიტიკა (Non-recognition policy). საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს ამ რეგიონების დამოუკიდებლობას და აცხადებს უკანონოდ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სწორედ იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ რუსეთის აგრესიისა და უკანონო სამხედრო ძალის გამოყენების (Ex injuria jus non oritur - უკანონობისგან უფლება არ წარმოიშობა)[12] შედეგს.

 

თუ საკონსტიტუციო სასამართლო შექმნის პრეცედენტს, რომლითაც ქართულ მხარეს დაადანაშაულებს, სეპარატისტული რეჟიმები და რუსეთი ამას გამოიყენებენ მათი დამოუკიდებლობის საერთაშორისო ლეგიტიმაციისათვის. ისინი იტყვიან, რომ რადგან საქართველომ თავად აღიარა „აგრესიის“ დაწყება, სეპარაცია იყო თვითგამორკვევისა და გადარჩენის ერთადერთი გზა (Remedial Secession). ეს მიაყენებს გამოუსწორებელ დარტყმას საქართველოს დიპლომატიურ ძალისხმევას, საფრთხეს შეუქმნის სხვა სახელმწიფოების მიერ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას და უმძიმეს ზიანს მიაყენებს ტერიტორიულ მთლიანობას.

4. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ჟენევის ფორმატის საფრთხე:


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ეფუძნება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ქართული მხარის დადანაშაულება ომის დაწყებაში, ძირს გამოუთხრის ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს, როგორც დაზარალებულის და სამართლიანი პოზიციის მქონე მხარის სტატუსს. რუსეთი ამით მოიპოვებს სრულ მორალურ და სამართლებრივ უპირატესობას მოლაპარაკებების მაგიდასთან.

 

საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ გამოააშკარავა არსებული სიტუაცია და მას რეალური სახელი დაარქვა – `საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია და ქვეყნის ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა, რომელთაგან თითოეული საქართველოს სუვერენიტეტზე განხორციელებულ პირდაპირ შეტევად შეიძლება ჩაითვალოს.2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენები _ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს გარკვეული ტერიტორიების ოკუპაცია და მის მიერვე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება – შედეგად მოჰყვა კოსოვოს მაგალითის გამოყენებას, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით. რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება კი საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა.

 

გაეროს უშიშროების საბჭო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის ფედერაცია გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს გაეროს წევრი ქვეყნებისათვის, თუ ის მიღებულია ქარტიის VII თავზე დაყრდნობით. შესაბამისად, რუსეთი სამართლებრივად ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ამგვარი რეზოლუციის რუსეთის ფედერაციის მიერ პატივისცემის არგამოხატვა სიტუაციას მხოლოდ ართულებს შესაბამისად, რუსეთი სამართლებრივად ვალდებულია, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს. უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული ამგვარი რეზოლუციის რუსეთის ფედერაციის მიერ პატივისცემის არგამოხატვა სიტუაციას მხოლოდ ართულებსის სრულად წაშლის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული საერთაშორისო სამართლის სკოლის, ამ სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენლებისა და მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტების, გამოჩენილი იურისტების მიერ დადგენილ დოქტრინალურ თეზისებს რუსული აგრესიის შესახებ; ის ეჭვქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის იანვრის გამარჯვებას და ჰააგის სასამართლოს (ICC) დასკვნებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც ქვეყნის უმაღლესმა იურისდიქციულმა ორგანომ, არ უნდა დაუშვას ისეთი სამართლებრივი პრეცედენტის შექმნა (თუნდაც obiter dictum-ის სახით), რომელიც ქართულ მხარეს შეაფასებს 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის ინიციატორად ან დამწყებად. ასეთმა ქმედებამ შესაძლოა მიაყენოს გამოუსწორებელი დარტყმა საქართველოს დე-ოკუპაციის პროცესსა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

გამოყენებული ლიტერატურა

[1] ძალის გამოყენების აკრძალვა, გაეროს წესდების 2.4 მუხლი. ხელმისაწვდომია:https://www.un.org/en/about-us/un-charter/chapter-i

[2] Diplomatic Protection, Draft Articles on Diplomatic Protection (2006), International Law Commission. ხელმისაწვდომია: https://legal.un.org/ilc/texts/instruments/english/draft_articles/9_8_2006.pdf

[3] Jus Cogens նორმები (იმპერატიული ნორმები), ვენის კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლის შესახებ (1969), მუხლი 53. ხელმისაწვდომია: https://legal.un.org/ilc/texts/instruments/english/conventions/1_1_1969.pdf

[4] ლევან ალექსიძე, „საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული შემოჭრის საერთაშორისოსამართლებრივი ასპექტები“, საერთაშორისო სამართლის ჟურნალი, 2008. ხელმისაწვდომია: https://tsu.ge/assets/media/files/48/JIL/JIL-2008-2.pdf (გვ. 7)

[5] Antonio Cassese, "The wolf that ate Georgia", The Guardian, 1 სექტემბერი 2008. ხელმისაწვდომია:

https://www.theguardian.com/commentisfree/2008/sep/01/georgia.russia

[6] Responsibility to Protect (R2P), გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 60/1 (2005 წლის მსოფლიო სამიტის შედეგები), პუნქტები 138-139. ხელმისაწვდომია: https://undocs.org/en/A/RES/60/1

[7] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (საჩივარი N 38263/08), 21 იანვარი 2021. ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-207757

[8] სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიება საქართველოს სიტუაციაზე. ხელმისაწვდომია: https://www.icc-cpi.int/georgia

[09] Ronald Allison, (2009) The Russian case for military intervention in Georgia: international law norms and political calculation, European Security, 18:2, gv. 176-177.

[10] Estoppel-ის პრინციპი საერთაშორისო სამართალში, Ian Brownlie, Principles of Public International Law, 7th ed. (Oxford University Press, 2008), გვ. 644.

[11] სახელმწიფოს ცალმხრივი აქტები (Unilateral Acts of States), Guiding Principles applicable to unilateral declarations of States capable of creating legal obligations, International Law Commission, 2006. ხელმისაწვდომია: https://legal.un.org/ilc/texts/instruments/english/draft_articles/9_9_2006.pdf

[12] ლეგიტიმური თავდაცვა, გაეროს წესდების 51-ე მუხლი. ხელმისაწვდომია: https://www.un.org/en/about-us/un-charter/chapter-vii

[13] არაღიარების პოლიტიკა (Non-recognition policy) და პრინციპი Ex injuria jus non oritur, H. Lauterpacht, Recognition in International Law (Cambridge University Press, 1947), გვ. 409-430.

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ