• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკავშირებული დოკუმენტები

    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - აკაკი ბერიძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - ლაშა ბოლქვაძე
      • 23.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 23.10.2026
      • N3/16/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 22.10.2026
      • N3/15/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 21.10.2026
      • N3/14/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/12/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 20.10.2026
      • N3/13/1979
      • განჩინება
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
      • 19.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - თინათინ ერქვანია
      • 15.10.2026
      • ac1979
      • amicus curiae
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 13.10.2026
      • N3/4/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/1-1/1979
      • საოქმო ჩანაწერი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 9.10.2026
      • N3/11/1979
      • განჩინება
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - მანანა კობახიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2026 წლის 9 ოქტომბრის №3/11/1979 განჩინებასთან დაკავშირებით
      • 9.10.2026
      • do3/11/1979
      • განსხვავებული აზრი
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 6.10.2026
      • N1/1-1/1979
      • განჩინება
    • საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, "ფედერალისტური პარტია“, "გახარია საქართველოსთვის") საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე
      • 24.09.2026
      • N1979
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 ოქტომბრის №3/17/1979 განჩინება საქმეზე “საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/17/1979
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი,
თარიღი 26 ოქტომბერი 2026
გამოქვეყნების თარიღი 6 ნოემბერი 2026 11:20

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი;

სერგო მეთოფიშვილი - წევრი;

გიორგი მოდებაძე - წევრი;

ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

განსახილველი საკითხი: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა გამოძახებისა და მტკიცებულებების დართვის თაობაზე.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრი) წარმომადგენლები - არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი; მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარმომადგენლები - ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, ხატია დეკანოიძე, ალიკა კუპრავა, ირაკლი ფავლენიშვილი და ანა წითლიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ წარმომადგენლები - მარიკა არევაძე, ნიკა გვარამია, თენგიზ თევზაძე, მაია კოპალეიშვილი და გიორგი ლემონჯავა; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წარმომადგენლები - თორნიკე ართმელიძე, ირაკლი კუპრაძე, კახი სამხარაძე, გიორგი სიორიძე, მიხეილ შარაშიძე და ბადრი ჯაფარიძე; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები - ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა და ირაკლი ქსოვრელი.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 13 ოქტომბრის №3/4/1979 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად იქნა მიღებული №1979 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე“). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არსებითი განხილვის სხდომა №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე გაიმართა 2026 წლის 21, 22 და 23 ოქტომბერს.

2. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე 2026 წლის 23 ოქტომბერს ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს და მოითხოვა №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმეთა გამოძახება და დაკითხვა, დამატებით, მეხსიერების ბარათზე განთავსებული ვიდეოჩანაწერებისა და სხვადასხვა ინფორმაციული წყაროს ბეჭდური ფორმით წარმოდგენილი მასალების (რომელთა ელექტრონული მისამართები მითითებულია წერილობით შუამდგომლობაში) მტკიცებულებების სახით დართვა, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც შეეხება საჯარო პირთა და პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრთა მედია თუ სხვა საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ განცხადებებსა და პოლიტიკურ გზავნილებს. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იმისათვის, რათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მათ მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, დარწმუნდეს მოსარჩელე მხარის მიერ პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ნაწილში კონსტიტუციურ სარჩელში თითქოსდა ფაქტებად წარმოდგენილი საკითხებისა და მასალების არსებითი დამახინჯებისა და მანიპულაციური განვრცობის ფაქტის არსებობაში, მისი მარწმუნებელი პოლიტიკური პარტია სარგებლობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით - [მხარემ] წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში და გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები - შესაბამისად, საქმეზე დამატებითი მასალების დართვისა და გამოკვლევის მიზნით, მოითხოვენ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის, ასევე მტკიცებულებების დართვის შესახებ.

3. შუამდგომლობის მიხედვით, №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალები არათუ არ შეესაბამება პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის კონსტიტუციურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს, არამედ წარმოადგენს მოსარჩელე მხარის მიერ ფაქტების განზრახ დამახინჯებისა და ამ კონკრეტულ პარტიაზე მანიპულაციური განვრცობის მცდელობას. უფრო მეტიც, შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარის წარდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლი პირველი პუნქტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მტკიცებულება არის ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ფაქტობრივ გარემოებას“.

4. შუამდგომლობაში, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის მიერ ყურადღება გამახვილებულია სულ ათ (10) ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელთაგან ორი შეეხება ე. წ. „ჩორჩანას საგუშაგოსა“ და 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელის მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების უარსაყოფად, შუამდგომლობის ავტორი ითხოვს სხდომაზე მოწმის სტატუსით შემდეგ პირთა - ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა ბახტაძე, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე - გამოძახებასა და დაკითხვას. რაც შეეხება დარჩენილ 8 (რვა) ფაქტობრივ გარემოებას, აღნიშნული შეეხება კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ დასახელებულ გარემოებებს, როგორებიცაა, მაგალითად, - „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით ბოლო წლებში შექმნილი სხვადასხვა პარტიული ალიანსი, პლატფორმა და მოძრაობა, რომლებთანაც თანამშრომლობდა, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“; „2025 წლის 10 თებერვალს რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილთან ერთად შექმნა საკოორდინაციო პლატფორმა, რომელშიც მონაწილეობდა, მათ შორის, პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და მიზნად ისახავდა სხვადასხვა პირის დასანქცირების შედეგის მიღწევის მიმართულებით მუშაობას“; ასევე „2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ქალაქ რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში პოლიტიკური პარტიების „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კოალიციური ერთობის შექმნის შემთხვევები. ამის დამადასტურებელი ერთ-ერთი მაგალითია „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ამ საკრებულოების თავმჯდომარეთა და საკრებულოების სხვა თანამდებობის პირთა ერთობლივად არჩევა“ და ა. შ..

5. თითოეულ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ეს კონკრეტული მცდარი, განზრახ დამახინჯებული და შეცდომაში შემყვანი მტკიცებები, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებადაც რომ იქნეს მიჩნეული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, აღნიშნული მაინც ვერ გახდება პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისა და მისი აკრძალვის საფუძველი. ამის დასადასტურებლად შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს მისი მარწმუნებელი პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრთა სხვადასხვა დროსა და სივრცეში გაკეთებულ საჯარო განცხადებებზე, პარტიის აღმასრულებელი დირექტორის ბრიფინგის ვიდეოჩანაწერებსა და სხვა სახის დოკუმენტებზე (რომელთა ელექტრონული მისამართები მითითებულია წერილობით შუამდგომლობაში).

6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ მოთხოვნა მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის, ასევე მტკიცებულებათა დართვის თაობაზე.

7. №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე, წარმოდგენილ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოპასუხე მხარემ. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას აღნიშნულ შუამდგომლობაზე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გარკვეული მტკიცებულებების დართვას ეთანხმებიან სწორედ იმ მოტივით, რომ სხდომაზე პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის მიერ დაფიქსირებული პოზიცია ქარტიასთან მიერთებასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას უფრო აძლიერებს, ვიდრე მოპასუხისას. შუამდგომლობის სხვა შინაარსის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით კი, მოსარჩელე მხარემ მიუთითა ზოგადად, მათ შორის, მისი არგუმენტაცია შეეხო საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მიმდინარე ორ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც დაწყებულია ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის მიმართ [ე. წ. „ჩორჩანას საგუშაგოს“ ეპიზოდი და 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულ მოვლენებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით]. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის აღნიშვნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეთა ფარგლებში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მოწმის დაკითხვასა თუ მტკიცებულებების დართვას საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში, ვერ ექნება მტკიცებულებითი და იურიდიული ძალა. აღნიშნული შესაძლოა ჩაითვალოს კიდეც სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულებაში ჩარევად მით უფრო მაშინ, როდესაც, რამდენადაც ცნობილია, ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმეები მიმდინარეობს დახურულ ფორმატში, ვინაიდან შეიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას. რაც შეეხება პირებს, რომელთა გამოკითხვასაც ითხოვს შუამდგომლობის ავტორი, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ აღნიშნული სუბიექტები, მათ მიერ ამჟამად თუ წარსულში დაკავებული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობებიდან გამომდინარე, შესაძლოა ფლობდნენ საიდუმლო ინფორმაციას მითითებულ საქმეებთან მიმართებით და მათი გამოკითხვა საკონსტიტუციო სამართალწარმოებისას, გაუთანაბრდება სამართლებრივ ნონსენსს. დამატებით, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები, როგორებიცაა პოლიტიკური პარტიის წევრთა მიერ სხვადასხვა დროსა და სივრცეში გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ისედაც უდავო გარემოებაა, რომელიც მოკლებულია პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასებასთან რაიმე სამართლებრივ კავშირს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 275 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის პირველი წინადადების თანახმად, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე სხდომის თავმჯდომარე არკვევს, სურთ თუ არა სამართალწარმოების მონაწილეებს დამატებით მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა გამოძახება ან დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში - სასამართლოს რეგლამენტი) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც მნიშვნელობა არ აქვს საქმისათვის.

2. როგორც აღინიშნა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის, პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე მოწმეთა გამოკითხვისა და დამატებით სხვადასხვა სახის მტკიცებულებების დართვის თაობაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მეხსიერების ბარათზე განთავსებული ვიდეოჩანაწერებისა და სხვადასხვა ინფორმაციული წყაროს ბეჭდური ფორმით წარმოდგენილი მასალების (რომელთა ელექტრონული მისამართები მითითებულია წერილობით შუამდგომლობაში) მტკიცებულებების სახით დართვას, მათ შორის, იმ დოკუმენტაციისა, რომლებიც შეეხება საჯარო პირთა და პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრთა მედია თუ სხვა საჯარო სივრცეში დაფიქსირებულ განცხადებებსა და პოლიტიკურ გზავნილებს.

3. განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წინაშე მოწმეთა გამოკითხვის შესახებ შუამდგომლობა, მათ შორის, დაყენებული იყო სხვადასხვა მოპასუხე მხარეთა მიერ. ზოგიერთი მათგანი ადგილზე თათბირით, თუმცა ზოგიერთიც სათათბირო ოთახში გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთი ასეთი შუამდგომლობის გადაწყვეტისას, განმარტა, რომ საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში მოწმეთა მოწვევის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი საპროცესო გარანტიაა საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებისთვის. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც კი მოიწვიოს მოწმე, რომელიც, სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის გადაწყვეტის მიზნით, შეიძლება ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან და, იმავდროულად, მხარეებისთვის უცნობ ინფორმაციას. შესაბამისად, მოწმის გამოკითხვა როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საკონსტიტუციო სამართალწარმოებაში დადგენილი პრაქტიკით, სამართლებრივად წონადი და ხელშესახები პროცესუალური მექანიზმია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 22 ოქტომბრის №3/15/1979 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე”, II - 3).

4. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რათა დაკმაყოფილდეს მხარის შუამდგომლობა მოწმეთა გამოკითხვის შესახებ, აუცილებელია, მოთხოვნა მოწმის სტატუსით მოსაწვევ პირთა შესახებ იყოს დასაბუთებული. იმის გარდა, რომ შუამდგომლობის ავტორი ვალდებულია, დაარწმუნოს საკონსტიტუციო სასამართლო მოწმის მიერ საქმესთან კავშირში არსებულ გარემოებებზე ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის ფლობაში, რომელმაც შესაძლოა სრულად შეცვალოს მეორე მხარის არგუმენტაცია, შუამდგომლობის წარმომდგენი სუბიექტი ასევე ვალდებულია კონკრეტულად მიუთითოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსაწვევი პირის ვინაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს, რომელი პირი იქნება კონკრეტული ინფორმაციის მატარებელი სუბიექტი, რომელიც მოწმის სტატუსით უშუალოდ წაადგება მხარის პოზიციას, დაცვის სტრატეგიას/ტაქტიკას და სამართლებრივ არგუმენტაციას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 22 ოქტომბრის №3/15/1979 განჩინება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრების (სულ 88 წევრის) კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე”, II – 4).

5. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობით, მოთხოვნილია, №1979 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხონ შემდეგი პირები: ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა ბახტაძე, ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი და მამუკა მდინარაძე. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის პოზიციით, საინტერესოა, რა ინფორმაციას მიაწვდიან მოწმის სტატუსით დასაკითხი პირები საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც ე. წ. „ჩორჩანას საგუშაგოსთან“, ასევე 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, პოლიტიკური პარტიისთვის „გახარია საქართველოსთვის“ გაუგებარია, რა კავშირშია ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმე, ზოგადად, ამ პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შემოწმებასთან მაშინ, როდესაც პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, იმ პერიოდში პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, სხვადასხვა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა და გუნდის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

6. საკონსტიტუციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ როგორც შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, ზემოხსენებული სისხლის სამართლის საქმეები საერთო სასამართლოებში არის მიმდინარე, რომლებზეც ჯერ არ მიღებულა საბოლოო გადაწყვეტილება [გამამართლებელი თუ გამამტყუნებელი განაჩენი]. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო არის კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელი ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, ხოლო სისხლისსამართლებრივ მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების პროცესში, რაიმე ფორმით ჩაერიოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში, დაიბაროს მოწმეები და დაკითხოს ისინი ან ირიბად განახორციელოს სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან ამგვარი ქმედებებით საქმე გვექნებოდა საერთო სასამართლოებში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ირიბი ფორმით ჩარევასთან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, შუამდგომლობა მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის მიერ დასახელებულ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ პოლიტიკური პარტია ითხოვს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში მყოფი ფაქტობრივი გარემოებების მოწმეთა მეშვეობით კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას, ხოლო აღნიშნული უპირობოდ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის სწორ, გონივრულ, ობიექტურ და სამართლიან განმარტებას, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევს სიღრმისეულად შევიდეს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სხვა საფუძვლების შეფასებაში.

7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ, სხვა მხრივ, არ არსებობს პოლიტიკური პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი და შესაბამისად, იმ ნაწილში, რომელიც შეეხება №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულების სახით მეხსიერების ბარათზე არსებული ვიდეოჩანაწერებისა და სხვადასხვა ინფორმაციული წყაროს ბეჭდური ფორმით წარმოდგენილი მასალების დართვას (რომელთა ელექტრონული მისამართები მითითებულია წერილობით შუამდგომლობაში), შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 275 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა და №1979 კონსტიტუციურ სარჩელს მტკიცებულების სახით დაერთოს მეხსიერების ბარათზე არსებული ვიდეოჩანაწერები და სხვადასხვა ინფორმაციული წყაროს ბეჭდური ფორმით წარმოდგენილი მასალები (რომელთა ელექტრონული მისამართები მითითებულია წერილობით შუამდგომლობაში).

2. არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა მეხსიერების ბარათზე არსებული დოკუმენტაციის №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე მტკიცებულების სახით დართვისა და შუამდგომლობის მე-9 და მე-10 პუნქტებში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე.

3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. განჩინება 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გოგა კიკილაშვილი

სერგო მეთოფიშვილი

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ