საერთაშორისო ურთიერთობები

ნატალია ვუტოვას ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

2021 წლის 2 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა ესტუმრა, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ უმასპინძლა.

მერაბ ტურავამ ნატალია ვუტოვას საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა და სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ნატალია ვუტოვას საკონსტიტუციო სასამართლოსა და ევროპის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

ვიზიტი წარმოადგენდა სამუშაო შეხვედრის ნაწილს, რომლის ფარგლებშიც საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის ანგარიშის განხილვა.