სიახლეები

ა.წ. 4 აგვისტოს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე„ ერასტი ჯაკობია პარლამენტის წინააღმდეგ“ (739) გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა

ა.წ.  4 აგვისტოს 11:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე „ერასტი ჯაკობია პარლამენტის წინააღმდეგ“ (739)  გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა. აღნიშნულ საქმეზე  დავის საგანია  „სისხლის სამართლის კოდექსის“ 158-ე მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტი; „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-5 წინადადება.