სიახლეები

ა.წ. 22 თებერვალს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა 759-ე კონსტიტუციურ სარჩელზე

ა.წ.  22 თებერვალს 10:30 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა  759-ე (მოსარჩელე -  თორნიკე გერლიანი, თამარ ონიანი, ელისაბედ შენგელია და სხვა;  მოპასუხე -  საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი  -  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი, 27-ე  მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის „ა“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები)    კონსტიტუციურ სარჩელზე.