სიახლეები

ა.წ. 7 თებერვალს 13:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის ხათუნა ფხალაძის კონსტიტუციურ სარჩელს N826

2017 წლის 7 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს საქართველოს მოქალაქის ხათუნა ფხალაძის კონსტიტუციურ სარჩელს (რეგისტრაციის N826).

მოსარჩელე ასაჩივრებს სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული დანაწესით უგულებელყოფილია სახელმწიფოს მიერ საქართველოს კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალ მეწარმეობას.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა  საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.