სიახლეები

ა.წ. 6 თებერვალს 15:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე ზეპირი მოსმენით განიხილავს საქართველოს მოქალაქის გიორგი ნონიაშვილის კონსტიტუციურ სარჩელს N780

2017 წლის 6 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს მოქალაქის გიორგი ნონიაშვილის კონსტიტუციური სარჩელის (რეგისტრაციის N780) არსებითად განსახილველად მიღების საკითხს.

მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას სამართლიანი სასამართლო განხილვის გარეშე. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზოგადი წესით უფლებაზე შეზღუდვის წარმოება მიმდინარეობს 30 დღიანი ვადის ფარგლებში. შესაბამისად, თუ სადავო ნორმის საფუძველზე განმცხადებლის მიმართ შეზღუდვის სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდება, მოსარჩელეს ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება, ვინაიდან, სასამართლოში ქონებრივი უფლების შეზღუდვის შესახებ განცხადების წარდგენა უკვე საკმარისი საფუძველია საჯარო რეესტრის მიერ წარმოების დასაწყებად. ეს კი უსპობს მესაკუთრეს ქონების განკარგვის შესაძლებლობას.

მოსარჩელე ითხოვს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან ( საკუთრების უფლება) მიმართებით.

მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას.

საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია

სადავო ნორმები: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი