სიახლეები

ა.წ. 14 ივნისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე (N717) გაიმართება არსებითი განხილვის სხდომა

ა.წ.  14 ივნისს 11:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეზე  მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი, მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N717)  გაიმართება  არსებითი განხილვის სხდომა. აღნიშნულ საქმეზე  დავის საგანია  „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვები „თანამდებობაზე ნიშნავს“, 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი.