სიახლეები

ა.წ. 9 მაისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N760 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა

ა.წ. 9 მაისს 11:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N760 (მოსარჩელე - ვილენი ალავიძე, თენგიზ უჩანეიშვილი, ირაკლი მოწერელია და სხვები; მოპასუხე - საქართველოს პარლამენტი; დავის საგანი - „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები) კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელი სხდომა.