სიახლეები

ა.წ. 8 მაისს 12:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართება N665,683 კონსტიტუციური სარჩელების არსებითი განხილვა

ა.წ.  8  მაისს  12:00 საათზე  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში  გაიმართება   N665,683  (მოსარჩელე - ნანა ფარჩუკაშვილი; მოპასუხე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო; დავის საგანი - „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განხორციელებების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის 2013 წლის 1 აგვისტოს N200 ბრძანების დანართის 113-ე და 114-ე მუხლები; „პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის, შერეული ტიპის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებების, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა  სამკურნალო დაწესებულებისა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 30 მაისის N97 ბრძანების დანართი N2-ის 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვები : „და სრული,“  ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები)   კონსტიტუციური სარჩელების  არსებითი განხილვა.