სიახლეები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო ევრაზიის მე-9 მულტიდისციპლინარულ ფორუმში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ მონაწილეობა მიიღო ევრაზიის მე-9 მულტიდისციპლინარულ ფორუმში, რომელსაც წელს ბათუმმა უმასპინძლა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მოხსენებით წარსდგა ფორუმში მონაწილეთა წინაშე და ისაუბრა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე ევროინტეგრაციისა და ეროვნული სამართლებრივი სისტემის ევროპულ სამართალთან დაახლოების პროცესში. მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

ღონისძიების ორგანიზატორი ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და იგი მიზნად ისახავს შექმნას პლატფორმა სამართლის, სოციალური, ჰუმანიტარული თუ სხვა დარგის გამორჩეული მკვლევარებისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გაცვალონ შეხედულებები თავიანთი აკადემიური მიღწევების შესახებ. ფორუმში მონაწილეთა მოხსენებები ქვეყნდება ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის აკადემიურ ჟურნალში.