სიახლეები
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან
დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთაკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიმ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება პროექტები, რაც მოიაზრებს ერთობლივი კონფერენციებისთვის, საჯარო ლექციებისა და სემინარებისთვის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეების გამოყენებას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები; საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, კულტურის სამინისტროსა და ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები.





