სიახლეები

შეხვედრა სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთან

დღეს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა შეხვედრა გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, მიმდინარე სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტ რადოსლავ პროცაზკასთან და პროგრამის გუნდის წარმომადგენლებთან.

ექსპერტი შეიმუშავებს წინადადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის მომწესრიგებელი წესების გაუმჯობესების მიზნით. ამ თვალსაზრისით, შეხვედრა დაეთმო პოტენციური საკანონმდებლო ხარვეზებისა და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირებას საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხელმისაწვდომობისა და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით.