სიახლეები

2017 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს მოქალაქის ზაქარია ყიფშიძის კონსტიტუციური სარჩელის №781 არსებითი განხილვის სხდომა

2017 წლის 26 ივნისს 16:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება კონსტიტუციური სარჩელის №781 („საქართველოს მოქალაქე ზაქარია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არსებითი განხილვის სხდომა.

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის სიტყვების „უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.