სიახლეები

2017 წლის 22 მარტს 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციური სარჩელის N701,7

2017 წლის 22 მარტს 17:00 საათზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება საქართველოს მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის კონსტიტუციური სარჩელის N701,722,725 არსებითი განხილვის სხდომა.

მოსარჩელეები მოითხოვენ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანანოდ დათესვისთვის, მოყვანისა ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურად ცნობას, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ მოცემული ქმედებებისათვის დაწესებული სანქცია - თავისუფლების აღკვეთა - წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს და კანაფის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალების დასამზადებლად და არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთირების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი. 

საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის იმ ნორმების, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის - კანაფის მცირე, დიდი ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ დათესვისთვის, მოყვანისთვის ან კულტივირებისთვის სასჯელის სახედ აწესებენ თავისუფლების აღკვეთას, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.